აფა, ბაქო
აფა მეგობართან ერთად, დიდი ხანია, ტკბილეულს ამზადებს. საკუთარ პატარა კომპანიას მათ ‘‘Taste of friendship’’ დაარქვეს.
„აზერბაიჯანში ძალიან ცოტამ თუ იცის, რა არის „კრეპი“ ან „ფენქეიქი“. აქ უფრო ტრადიციულ “კუტაბს” ანიჭებენ უპირატესობას, ლავაშში ჩადებულ ხორცის ფარშს.
ერთხელ ჩვენთან ერთი ბებია მოვიდა და გვეკითხა, რას დებთ კუტაბშიო. გვინდოდა, აგვეხსნა, რომ რასაც ჩვენ ვაკეთებთ, კუტაბი არ არის, მაგრამ ის შეუვალი იყო: რადგან ლავაშში რაღაცას ვდებთ, ესე იგი კუტაბია. ხორცის გარეშე კუტაბის გასინჯვა კი ბებოს არც მოუნდა”.