მანდარინისებრი განწყობა
ალიიარი ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, ეს საქმე რომ წამოიწყო. მობეზრდა ქუჩაში მოჟამული და დაღლილი სახეების ყურება, ადგა და,რადგან ბევრი ფული არ ჰქონდა,კანფეტი ‘რაფაელოს’ ორი ყუთი იყიდა და მოხუცებსა და ბავშვებს დაურიგა. მათი გაოცებული სახეებმა და ღიმილმა (კომენტარებმა _ ‘უფასოდ?’ და ‘რატომ აკეთებთ ამას?’) მას თბილი გრძნობები აღუძრა.მოგვიანებით თანამშრომელმა ურჩია, ეკოლოგიურად უფრო სუფთა და სასარგებლო პროდუქტი _ მანდარინი დაერიგებინა თანამოქალაქეებისთვის საახალწლო განწყობის შესაქმნელად.
და უკვე რამდენიმე წელია, რაც ყოველ 30 დეკემბერს ალიიარი და მისი მეგობრები შადრევნების მოედანზე იკრიბებიან და ბავშვებსა და მოხუცებს მანდარინს ურიგებენ.