აზერბაიჯანის ხელისუფლება ილგარ მამედოვის გასათავისუფლებლად მოლაპარაკებებისთვის მზად არის
აზერბაიჯანის ხელისუფლება 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად აკეთებს მინიშნებას ოპოზიციური მოძრაობა „რეპუბლიკური ალტერნატივას“ (ReAl) ლიდერის, ილგარ მამედოვის შესაძლო გათავისუფლებასთან დაკავშირებით.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ ჯერ კიდევ 2014 წელს მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, მამედოვის უპირობოდ გათავისუფლების უზრუნველყოფის თაობაზე უარის გამო, წინა დღეს, 6 დეკემბერს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა აზერბაიჯანის მიმართ სასამართლო განხილვა დაიწყო.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ არაერთხელ მოუწოდა მამედოვის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებისკენ.
„სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანიდან სამი წლის განმავლობაში, გაყალბებული სისხლის სამართლის საქმის გამო, განმცხადებელი პატიმრობაში რჩება“, – ნათქვამია ევროპის საბჭოს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
7 დეკემბერს საგარეო საკითხებში აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ ნოვრუზ მამედოვმა განაცხადა, რომ გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში, ილგარ მამედოვი შეიძლება გათავისუფლდეს.
ამავდროულად პრეზიდენტის თანაშემწემ ევროპის საბჭო ორმაგი სტანდარტების დაცვაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა, და ევროპის სბჭოსა და ევროკავშირს „ქრისტიანული კლუბი“ უწოდა. მას არც ამ სტრუქტურებში არსებული „ისლამოფობია“ დავიწყებია.
თუმცა, დამკვირვებლებმა იმ ფაქტის მნიშვნელოვნება აღნიშნეს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ პირველად განაცხადა ილგარ მამედოვის შესაძლო ვადამდელი გათავისუფლების შესახებ.
პრეზიდენტის თანაშემწემ ასევე აღნიშნა, – იმის გათვალისწინებით, რომ ილგარ მამედოვს სასჯელის ორი მესამედი მოხდლი აქვს, ის, შესაძლოა, პირობით გათავისუფლდეს, ოღონდ თუკი ამის შესახებ თხოვნას დაწერს. „ჩვენ მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ“, – დასძინა ნოვრუზ მამედოვმა, – იუწყევა სააგენტო Trend.
„ასეთი მოლაპარაკებებისთვის ჩვენც მზად ვართ“, – განცხადა ილგარ მამედოვის ადვოკატმა ფუად აგაევმა. თუმცა, ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ აპირებს საჯელის შერბილება ითხოვოს, რადგან თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და ამიტომ, სრულ გამართლებას მოითხოვს.