კიშინიოვში ლგბტ პირებისა და ტრადიციული ოჯახის მხარდამჭერი აქციები ერთდროულად ჩატარდა
გუშინ მოლდოვის დედაქალაქში ლგბტ საზოგადოება „Fără frică“-ს (შიშის გარეშე) წარმომადგენელთა მიმართ სოლიდარობის გამომხატველი მსვლელობა ჩატარდა.
იმავდროულად, იმ ქუჩებზე, სადაც მსვლელობა უნდა ჩატარებულიყო, შეიკრიბნენ ადამიანები, მათ შორის მღვდლებიც, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ „ტრადიციული ოჯახის“ მომხრეები არიან. მათ საეკლესიო საგალობლები შეასრულეს, მოჰქონდათ ხატები და ბანერები, რომლებზეც ეწერა „მოლდოვა მართლმადიდებლური ქვეყანაა“ და „ არა ჰომოსექსუალურ პროპაგანდას“.
„ტრადიციული ოჯახის“ ზოგიერთი მომხრე მსვლელობის მონაწილეებს კვერცხებსა და წყლიან პაკეტებს ესროდა.
კიშინიოვში მსვლელობა ჩატარდა „Fără frică-2017“-ის (შიშის გარეშე) დისკრიმინაციის საწინააღმდეგო სოციალური კამპანიის ფარგლებში, რომელიც 2016 წელს წამოიწყო საინფორმაციო ცენტრმა ГЕНДЕРДОК-М-მა – მოლდოვაში პირველმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც ლგბტ თემის უფლებებს იცავს.
მანამდე მოლდოვის პრეზიდენტი იგორ დოდონი 21 მაისს ლგბტ პირების მხარდამჭერი მსვლელობის ჩატარების წინააღმდეგ გამოვიდა და განაცხადა, რომ მისი ინიციატივით, ამ დღეს კიშინიოვის მთავარ მოედანზე „ტრადიციული ფასეულობების“ მხარდამჭერი აქცია გაიმართება.