ინკლუზიური განათლება სომხეთის 260 სკოლაშია ხელმისაწვდომი
სომხეთში სულ უფრო მატულობს იმ სკოლების რიცხვი, სადაც ინკლუზიური სწავლების პრინციპი მოქმედებს. ხელისუფლების მონაცემებით,1354 სკოლიდან 260-ში უკვე ხელმისაწვდომია ინკლუზიური განათლება.
პროგრამა უფრო აქტიურად ამოქმედებულია ქვეყნის სამხრეთში: სიუნიკის რაიონი უკვე სრულად გადავიდა განათლების ინკლუზიურ სისტემაზე.
სომხეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განვითარებისა და მონიტორინგის პროგრამების სამართველოს ხელმძღვანელი რობერტ სტეპანიანი მიიჩნევს, რომ პროცენტული შესაბამისობის მიხედვით, ინკლუზიური სკოლების რაოდენობა ქვეყნის ყველა რეგიონში თითქმის ერთი და იგივეა. მისი თქმით, ყველაზე მეტი ინკლუზიური სკოლა ერევანშია – სულ 67, ხოლო არაგაცოტნში ხუთი ასეთი სკოლაა.
„არ არსებობს რეგიონი, სადაც ერთი ინკლუზიური სკოლა მაინც არ არის. სიუნიკში უკვე ყველა სკოლა ინკლუზიურ სწავლებაზეა გადასული. წელს ტავუშსა და ლორიშიც მთლიანად ინკლუზიურ სისტემაზე გადასვლა იგეგმება“, – თქვა რობერტ სტეპანიანმა.
სავარაუდოა, რომ წელს ინკლუზიური სკოლების რიცხვი კიდევ 78-ით მოიმატებს.