2 ივლისს ღამით თითქმის მთელი აზერბაიჯანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. მობილური ოპერატორები მუშაობას განაგრძობდნენ და ადამიანები სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ უშუქოდ არიან.
უშუქობის მიზეზი გახდა ავარია აზერბაიჯანისთვის ელექტროენერგიის მთავარ მიმწოდებელ სადგურზე – მინგეჩევირის ჰიდროელექტროსადგურზე.
3 ივლისს დილით, აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც მინგეჩევირის თბოელექტრო სადგურზე მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ განსაკუთრებული სიცხეების გამო, მთელს ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარებამ მოიმატა, რამაც ელექტროსისტემაში პრობლემები წარმოშვა და მთელ რიგ რეგიონებში დენი გაითიშა.
“ამჟამად თანდათანობით ხდება ელექტრომომარაგების აღდგენა. უახლოეს პერიოდში ელექტროენერგია მთელი ქვეყნის მასშტაბით აღდგება”, – ნათქვამია განცხადებაში.