ეუთომ ტექნიკის გაყვანა და ყარაბაღში დაღუპულების გვამებამდე მიღწევის საშუალება მოითხოვა
ყარაბაღის საკითხში ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები იგორ პოპოვი(რუსეთი), სტეფან ვისკონტი( საფრანგეთი) და რიჩარდ ჰოგლანდი (აშშ) შეიარაღების გაყვანას და დაღუპულთა გვამებთან მიღწევის საშუალებას მოითხოვენ.
ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის პრეს-სამსახურის მიერ კვირას გავრცელებულ განცხადებაში.
თანათვმჯდომარეების მიერ აზერბაიჯანისა და სომხეთის თავდაცვის სამინისტროებიდან, ასევე სხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 25 თებერვალს გამყოფ ზოლზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის სერიოზული დარღვევა მოხდა, რასაც ადამიანური მსხვრპლი მოჰყვა. ზოგიერთი გარდაცვლილის სხეული ნეიტრალურ ტერიტორიაზე რჩება. მხარეები ერთმანეთს თავდასხმის მცდელობაში ადანაშაულებენ.
„თანათვმჯდომარეები მხარეებს მოუწოდებენ, დატოვონ ამჟამინდელ პოზიციებზე ის სამხედრო ტექნიკა, რომელიც მანამდე გამყოფი ზოლის სიახლოვეს გადააადგილეს, და უზრუნველყონ დაღუპულთა გვამების ევაკუაცია, როგორც ეს გუშინ ეუთის მოქმედი თავმჯდომარის პირადი წარმომადგენლის შუამდგომლობით შეათანხმეს“, – ნათქვამი განცხდებაში.
თანათავმჯდომარეები დაბეჯითებით მოითხოვენ მხარეებისგან მათი მოვალეობის შესრულებას და ძალის გამოყენებისგან თავის შეკავებას, – დამატებულია შეტყობინებაში.