ევროპარლამენტმა უკრაინასთან უვიზო მიმოსვლას მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტის დეპუტატებმა დიდი უმრავლესობით მხარი დაუჭირეს კანონპროექტს უკრაინის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით.
კანონპროექტს 521-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 75 იყო წინააღმდეგი, 36-მა თავი შეიკავა. უვიზო რეჟიმი ძალაში რომ შევიდეს, დოკუმენტი ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს.
უკრაინამ და ევროკავშირმა უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით მოლაპარაკებები 2008 წელს დაიწყეს.
2015 წელს ევროკომისიამ გამოაცხადა, რომ უკრაინამ შეასრულა ყველა ვალდებულება და წარმატებით გაიარა უვიზო რეჟიმის მოსამზადებელი ეტაპი.
2017 წლის 28 მარტიდან ევროპის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა ამოქმედდა საქართველოს მოქალაქეებისთვის.