ბლოგერ ლაპშინის დედა თავის ვაჟს ბაქოს საკანში შეხვდა
ისრაელის მოქალაქე ბელა ლაპშინა, ბაქოში პატიმრობაში მყოფი ბლოგერის ალექსანდრ ლაპშინის დედა, თვის ვაჟს წინასწარი დაკავების საკანში შეხვდა. შეხვედრა შედგა რუსეთის საელჩოს ხელშეწყობით, რომლის მოქალაქე ლაპშინი ასევე არის.
ბელა ლაპშინამ შეთანხმება დადო ახალ ადვოკატთან, რომელიც ამიერიდან მისი ვაჟის უფლებებს დაიცავს, გადმოსცემს სააგენტო Trend. მანამდე ლაპშინს აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროს მხრიდან მიამაგრეს სახელმწიფო ადვოკატი.
ბლოგერ ლაპშინის საქმემ სერიოზული საერთაშორისო გამოხმაურება გამოიწვია. დაწვრილებით ამ საქმის ირგვლივ შესაძლებელია აქ წაკითხვა:
მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავისი მოქალაქის უფლებების დაცვის გარანტიას იძლეოდა. სგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა: „ჩვენი კომპეტენციის ფრგლებში ყველანაირ ღონეს ვხმარობთ რუსეთის მოქალაქისთვის დახმარების გასაწევად. ჩვენ ამ საკითხს ვაკონტროლებთ. ლაპშინი უზრუნველყოფილია პროფესიონალური საადვოკატო მომსახურებით, წინ სასამართლო განხილვაა“.
აზერბაიჯანის მილი მეჯლისის დეპუტატმა, ეთნიკურმა ებრაელმა ევდა აბრამოვმა უარი განცხადა ბელა ლაპშინასთან შეხვედრაზე. „რატომ უნდა შევხვდე ლაპშინის დედას? მისმა ვაჟმა აზერბაიჯანს ზიანი მიაყენა. მე არ შევხვდები ისეთი ადამიანის არც დედას, არც მამას და არც ძმას, ვინც ჩემს სამშობლოს პატივს არ სცემს“, – თქვა აბრამოვმა.
- ალექსანდრ ლაპშინი – რუსეთის, ისრაელის და უკრაინის მოქალაქე, ბრალდებულია მთიან ყარაბაღში უკანონოდ ჩასვლაში.
- ლაპშინი ბელარუსში დააკავეს, შვიდ თებერვალს კი მოხდა მისი ბაქოში ექსტრადირება.