ბაქო მომავალ წელს ევროპის ლიგის ფინალურ მატჩს უმასპინძლებს
ევროპის საფეხბურთო ასოციაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა (უეფა) სექტემბერში შვეიცარიის ქალაქ ნიონში ( Nyon) გამართულ სხდომაზე ევროპის ლიგის მნიშვნელობით მეორე საფეხბურთო ტურნირის ფინალური მატჩის ბაქოში ჩატარების გადაწყვეტილება მოიწონა.
ფინალური მატჩი 2019 წლის 29 მაისს ჩატარდება ოლიმპიურ სტადიონზე, რომელიც 69870 მაყურებელს იტევს.
ბაქო ასევე იყო მთავარი საფეხბურთო ტურნირის – ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის ჩატარების პრეტენდენტიც, თუმცა უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა მადრიდის ახალი სტადიონის “Vanda Metropolitano“-ს კანდიდატურა აირჩია. უეფას სუპერთასის გათამაშება სტამბოლში „Vodafone Arena“-ზე ჩატარდება.
ბაქოს კანდიდატურა ათი ეროვნული ასოციაციის 14 მოწონებულ განაცხადს შორის შეირჩა – როგორც საუკეთესო.
ერთ წელიწადში კი, ევროპის ლიგის ფინალის შემდეგ, 2020 წელს ბაქო ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ოთხ მატჩს უმასპინძლებს.
„იქნებიან ტურისტები, ფეხბურთის გულშემატკივრები, მოძრაობა, ფული, შესაძლებლობები“, – წერს ფეისბუკის მომხმარებელი.