ბაქოში, აშშ-ის საელჩოსთან, ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარება გააპროტესტეს
გაზიარება
გაზიარება
11 დეკემბერს მორწმუნე ქალების ჯგუფმა ბაქოში აშშ–ის საელჩოს წინ საპროტესტო აქცია გამართა; ისინი აშშ–ის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას აპროტესტებდნენ.
აქცია აზერბაიჯანის ისლამური პარტიის ქალთა საბჭოსა და ჯარიკაცთა დედების საზოგადოებრივი გაერთიანების მიერ იყო ორგანიზებული.
აქციაში, რომელიც დაახლოებით ოც წუთს გრძელდებოდა, 20-მა ქალმა მიიღო მონაწილეობა, – იუწყება ვებგვერდი islaminsesi.az.
მონაწილეებს ხელში ეკავათ პლაკატები ლოზუნგებით: „შეჩერდეს ტერორიზმი“, „ყარაბაღი და გუდსი (იერუსალიმი) – მუსლიმური მიწებია“.
ისინი ტრამპის ქმედებებს გმობდნენ და სოლიდარობას უცხადებდნენ პალესტინელ ხალხს.
აქციის მიმდინარეობაში პოლიცია არ ჩარეულა. საეჩოს თანამშრომლებიდან აქციის მონაწილეებთან შესახვედრად არავინ გასულა.
ისრაელის ახელმწიფოს დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების თაობაზე ოფიციალური ბაქოს პოზიცია რამდენიმე დღით ადრე საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს–სამსახურის ხელმძღვანელმა ხიკმეტ გაჯიევმა გამოხატა. მისი თქმით, აზერბაიჯანი ემხრობა ამ საკითხის ორი სახელმწიფოს შექმნის საფუძველზე გადაწყვეტას, აღმოსავლეთ იერუსალიმში პალესტინის დედაქალაქით.
აზერბაიჯანი აღიარებს პალესტინელი ხალხის მიერ დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის უფლებას. ბაქოში მოქმედებს როგორც იესრაელის, ისე პალესტინის საელჩოები.