ბაქოს შანხაი - ლეგენდის გაქრობა
რკინიგზის ახლოს მდებარე ამ პატარა დასახლებაში – მხოლოდ ერთი ქუჩაა. ბაქოელები ამ ადგილს „შანხაის“ სახელით იცნობენ. ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, რომ ერთ-ერთი მათგანი, გაჯი სალმანი, ოდესღაც ჩინურ ქალაქ შანხაიში იმყოფებოდა. როდესაც ის სახლში დაბრუნდა, მეზობლებმა დაუწყეს გამოკითხვა, როგორი ქალაქი იყო და გაჯიმ უპასუხა: „ჩვენ დასახლებას ჰგავს – მჭიდროდ დგას სახლები და მატარებლები პირდაპირ კარის ზღურბლთან დადიან“.
• ლეგენდარული კვარტალი სადაცაა გაქრება – ბაქოელები „სოვეტსკაიას“ იხსენებენ
შანხაი მისი სახიფათო „ეგზოტიკით“ – ბავშვები, რომლებსაც მატარებლების არ ეშინიათ, ნაგავი, გადაყრილი რელსები, ერთსართულიანი ბარაკები – იყო დაახლოებით ისეთივე ლეგენდარული, როგორც კვარტალი „სოვეტსკაია“. მედია ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობდა ამ ადგილას არსებულ სოციალურ პრობლემებს და მის შესახებ, ამავე სახელწოდების ფილმიც გადაიღეს.
როგორ გამოიყურებოდა „შანხაი“ 2016 წელს
და ბოლოს, როგორც იქნა, დაიწყეს დასახლების აღება. ადგილობრივ მცხოვრებლებს ეს დიდად არ გახარებიათ. პირველ რიგში, პატარა სახლების სანაცვლოდ მიღებული კომპენსაციით ვერ იყიდიან ბინას ცენტრთან ასე ახლოს. მეორეც, მეზობლებს გული წყდებათ იმაზე, რომ უნდა დაიშალონ. საქმე იმაშია, რომ უკანასკნელი 20-25 წლის განმავლობაში ამ ადგილას ახალი მცხოვრებლები არ გამოჩენილან.
„და ვინ იყიდდა აქ სახლს?“, – სიცილით გვეუბნება ბებია საკინა. თვითონ აქ დაქორწინების შემდეგ გადმოვიდა და „შანხაიში“ 60 წელზე მეტხანს იცხოვრა:
„მაშინ აქ ძალიან ცოტა სახლი იდგა. შემდეგ, ადამიანებმა, რომლებიც აქვე ახლოს, ფაბრიკებსა და ქარხნებში მუშაობდნენ, დაიწყეს სახლების აგება და გარკვეული პერიოდის შემდეგ, აქ ნამდვილი საცხოვრებელი კვარტალი გაშენდა“.
„შანხაი“ 2019 წლის დასაწყისში