აშშ-იდან ჩამოსული 42 მოხალისე სომხეთის უნივერსიტეტებსა და სკოლებში სწავლებას შეუდგება
აშშ-ის სამშვიდობო კორპუსმა დღეს სომხეთში საქმიანობის 25 წლისთავი აღნიშნა. ასევე შედგა მოხალისეთა ახალი ჯგუფის ფიცის დადების საზეიმო ცერემონია და ასევე სომხეთში ჩამოსული მეათასე მოხალისის საზეიმო მიღება.
წელს 42 ამერიკელი მოხალისე რესპუბლიკის სხვადასხვა ოლქში – სასოფლო თემებსა და ქალაქებში გაემგზავრება – იქაურ სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის მიზნით.
ხოლო მოქმედმა მოხლისეებმა, რომელთა სამუშაო ვადა ჯერ არ ამოწურულა, ახალჩამოსულებს და ჟურნალისტებს სომხეთში თავიანთი სამუშაო და ცხოვრებისეული გამოცდილების შესახებ უამბეს.
28 წლის დაძი მორენო მოჰყვა, რომ დაახლოებით ორი წელია, ცხოვრობს სოფელ კარაკერტში, სადაც ადგილობრივ სკოლაში ინგლისურ ენას ასწავლის.
ის თავის ნებაყოფლობით საქმიანობას სექტემბერში დაასრულებს. „ძალიან მომენატრება ბავშვები და სკოლა, ის ოჯახი, რომელშიც აქ ვცხოვრობ“, – ამბობს დაძი.
ამ დროის განმავლობაში მან, სხვა მოხალისეების მსგავსად, სომხური ენა ისწავლა. დაძი ჰყვება, რომ მის სომხურ ოჯახში სხვა ენებზე არ ლაპარაკობენ, რის შედეგადაც მან თავის მეგობრებზე სწრაფად და უკეთ აითვისა სომხური.
ძალიან შემიყვარდა სომხეთი. მომწონს, რომ სომხური ოჯახები ძალიან შეკრულები არიან. მომეწონს სომხური საჭმელი, ცეკვები. ყველაფერზე მეტად ტოლმა მომწონს. გასულ წელს, როდესაც რამდენიმე დღით აშშ-ში გავემგზავრე, ჩემს ოჯახს ტოლმა მოვუმზადე“, – ჰყვება მოხალისე.
სამშვიდობო კორპუსის პირველი მოხალისეები სომხეთში 1992 წელს ჩამოვიდნენ. ამ პერიოდის განმავლობაში სომხეთში უკვე 1000 მოხალისე საქმიანობდა, 110 მათგანი ჯერ ისევ სომხეთის სხვადასხვა ოლქში ცხოვრობს და მუშაობს.
როგორც სომხეთში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ მაილსმა ჟურნალისტებს განუცხადა, 25 წლის წინათ სომხეთში მოხალისეთა პირველი ნაკადის ჩამოსვლაში მან თავისი პირადი წვლილი შეიტანა.
“სამშვიდობო კორპუსის პროგრამის ფარგლებში, სომხეთში ჩამოდიან სხვადასხვა ასაკის მოხალისეები, რომლებიც სომხეთის ცხოვრებას, კულტურასა და თავისებურებებს ეცნობიან, აშშ-ში დაბრუნების შემდე კი აყალიბებენ ფენას, ადამიანების წრეს, რომლებიც სომხურ-ამერიკული ურთერთობების განვითარების პოზიციით გამოდიან”, – თქვა დიპლომატმა.