აფხაზეთის დედაქალაქში წიგნის "ძველი სოხუმი" პრეზენტაცია შედგა
ანზორ აგუმაას წიგნის “ძველი სოხუმის” პრეზენტაცია 1 თებერვალს აფხაზეთის დედაქალაქის რუსული დრამატული თეატრის შენობაში შედგა.
წიგნი მე-19 საუკუნის დასაწყისისა და მე-20 საუკუნის დასასრულის სოხუმის არქიტექტურის შესახებ მოგვითხრობს. მხატვარი და არქეოლოგი ამ მასალებს 30-ზე მეტი ხნის განმავლობაში აგროვებდა.
აფხზმა რესტავრატორმა და არქიტექტორმა გეორგი ბარონინმა აღნიშნა, რომ აგუმაას წიგნი პირველ რიგში იმით არის ფასეული, რომ იმ ქალაქის არქიტექტურის ისტორიას გვინარჩუნებს, რომელშიც შედარებით მცირედი დროის მონაკვეთში რამდენიმე პოლიტიკური რეჟიმი შეიცვალა, რასაც არ შეიძლებოდა სოხუმის არქიტექტურაზე კვალი არ დაეტოვებინა.
ანზორ აგუმაა (1958 – 2012) 20 წლის განმავლობაში აფხზეთის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამართველოს ხელმძღვანელად მუშაობდა, იყო აფხაზეთის დიმიტრი გულიას სახელობის ჰუმანიტარული კვლევების ინსტიტუტის მაცნიერ-თანამშრომელი. დაწერილი აქვს რამდენიმე წიგნი.
სტატიაში გამოთქმული აზრები ავტორის ტერმინოლოგიას და შეხედულებებს გამოხატავს და აუცილებელი არ არის რედაქციის პოზიციას ასახავდეს.