ავტომობილი, რომელიც სომხეთის პირველ პრეზიდენტს ემსახურებოდა, აუქციონზეა გატანილი
ავტომობილს, რომელიც თავის დროზე სომხეთის პირველ პრეზიდენტს ლევონ ტერ-პეტროსიანს ემსახურებოდა, აუციონზე გაიტანენ. ეს გადაწყვეტილება სომხეთის ხელისუფლებამ 7 სექტემბრის სხდომაზე მიიღო. სომხეთის ხელისუფლებასთან არსებული სახელმწიფო ქონების მართვის სამსახურმა ნებრთვა მიიღო, რომ კლასიკური აუქციონის გზით დაიწყოს სატრანსპორტო საშუალება Mercedes-Benz 500 SEL-ის გასხვისების პროცედურა“.
უკვე დასახელებულია 1982 წელს გამოშვებული ბრონირებული ავტომობილის სასტარტო ფასიც – 17 მილიონი დრამი (დაახლოებით 35 ათსი დოლარი). აუქციონი სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება. მასში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია სასტარტო ფასის 5 პროცენტის წინასწარ გადახდა.
ლევონ ტერ-პეტროსიანი პრეზიდენტად 1991 წლის 16 ოქტომბერს, ამომრჩველთა ხმების დიდი უმრავლესობით – 83,4%-ით აირჩიეს. 1998 წლის 3 თებერვალს პირველი პრეზიდენტი გადადგა. ის პოლიტიკაში 2008 წელს, უკვე ოპოზიციური მოღვაწის რანგში დაბრუნდა.