სომხეთს ჯერ არ მოუხდენია საბუთის რატიფიკაცია " />

ესტონეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც სომხეთისა და ევროკავშირის შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა

სომხეთს ჯერ არ მოუხდენია საბუთის რატიფიკაცია

ესტონეთმა სომხეთსა და ევროკავშირს შორის ყოვლისმომცველი და გაფართოებული შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა, რომელსაც ხელი ბრიუსელში 24 ნოემბერს მოეწერა. დოკუმენტი მხოლოდ მაშინ შევა ძალაში, როცა ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყანა მოახდენს მის რატიფიკაციას.

ევროკავშირის წევრი 28 ქვეყნიდან მისი რატიფიკაცია პირველმა ესტონეთმა მოახდინა, თვით სომხეთზე ადრეც კი.

ესტონეთში სომხეთის ელჩის ტიგრან მკრტიჩიანის თქმით, ეს აიხსნება იმით, რომ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2017 წელს – ევროსაბჭოში ესტონეთის თავმჯდომარეობის პერიოდში. ელჩის აზრით, ესტონეთის მხრიდან ეს მოწოდების სერიოზული გზავნილია ევროსაბჭოს წევრი სხვა ქვეყნებისთვის, რომ მათაც, რაც შეიძლება სწრაფად მოახდინონ ამ დოკუმენტის რატიფიკაცია.

სომეხ ექსპერტებს იმედი აქვთ, რომ ესტონეთმა ასე მისცა სტარტი შეთანხმების რატიფიკაციას.

„სომხეთის დიპლომატებმა აქტიურად უნდა იმოქმედონ, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინონ ევროპარლამენტის არჩევნებამდე, რომელიც 2018 წელს ჩატარდება. წინააღმდეგ შემთხვევაშიყველა ქვეყანა საკუთარი  საშინაო პრობლემებით დაკავდება და არა საერთაშორისო შეთანხმების რატიფიცირებით, და ეს პროცესი კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში გაიწელება.“ – ბრძანა სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „ადამიანთა განვითარების საერთაშორისო ცენტრის“ დირექტორმა  ტევან პოღოსიანმა.

სომხეთი, სავარაუდოდ, შეთანხმების რატიფიკაციას მარტში მოახდენს, დოკუმენტი უკვე დაამტკიცა მთავრობამ. როცა საკონსტიტუციო სასამართლოც დადებით დასკვნას დადებს, შეთანხმება კანონპროექტის სახით პარლამენტს გადაეგზავნება.

სომხეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარემ არმენ აშოტიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეთანხმება შეიცავს გარდამავალ დებულებებსაც. ეს კი ნიშნავს, რომ ზოგიერთი დებულება რატიფიცირებამდე შეიძლება შესრულდეს:

„კერძოდ, საუბარია პუნქტებზე, რომლებიც ევროკავშირის ფინანსურ დახმარებას ეხება და რომლებიც ევროპარლამენტის მხრიდან საბოლოო რატიფიცირებამდე შეიძლება ამოქმედდეს, მაგრამ ამისთვის აუცილებელია, რომ მისი რატიფიკაცია მოახდინოს სომხეთის ეროვნულმა ასამბლეამ.“

რამდენიმე კვირის წინ სომხეთში შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომელიც გააკონტროლებს ამ საბუთის რეალიზაციის პროცესს, კოორდინაციას გაუწევს ღონისძიებებს, რომლებიც მის ხელმოწერას შეუწყობს ხელს.

JAMnews ადრინდელ პუბლიკაციებში მოგითხრობდათ როგორც დოკუმენტის შესახებ მოლაპარაკებებზე, რომელიც ორი წლის განმავლობაში გრძელდებოდა და მის პარაფირებაზე 2017 წლის მარტში, ასევე ეჭვებზე, რომლებსაც სომეხ ექსპერტთა წრეებში გამოთქვამდნენ, რომ მას ხელს აუცილებლად მოაწერდნენ.

ნოემბერს  ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე სომხეთმა და ევროსაბჭომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას ყოვლისმომცველ და გაფართოებულ თანამშრომლობაზე. მას სომხეთის ხელისუფლებამ ისტორიული უწოდა და განაცხადა, რომ შეთანხმება საშუალებას იძლევა არა მარტო შეათავსონ თანამშრომლობა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთან და ევროკავშირთან, არამედ  ევროპის დღის წესრიგში დაპირისპირების პოლიტიკას შეთანხმების პოლიტიკით შეცვლის.

დაწვრილებით შეთანხმების ხელმოწერასა და მის შინაარსზე შეგიძლიათ წაიკითხოთ JAMnews-ის 24 ნოემბრის პუბლიკაციაში.

სომხეთმა და ევროკავშირმა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს


ასევე წაიკითხეთ