მე-18 საუკუნემდე გორისელები კლდეში ნაკვეთ სენაკებში ცხოვრობდნენ" />

ფოტოისტორია: ძველი გორისი – კლდეში ნაკვეთი ქალაქი

მე-18 საუკუნემდე გორისელები კლდეში ნაკვეთ სენაკებში ცხოვრობდნენ

ტურისტებს აოცებთ, რომ მე-18 საუკუნემდე გორისელები კლდეში ნაკვეთ სენაკებში ცხოვრობდნენ,”- ამბობს ჰაიკ ჰაკოფიანი.

იგი სასტუმროს კომპლექსში მუშაობს და ხშირად ურჩევს ხოლმე ჩასულებს, თუ რისი დათვალიერება შეიძლება გორისში. 

ეს საცხოვრებლები კლდეშია ნაკვეთი. თან, ისიც აღსანიშნავია, რომ კლდოვანი გორისი საკმაოდ დამრეც ფერდობზეა გაშენებული.

სომხური სოფელი, საიდანაც ფულის გამოსამუშავებლად არავინ მიდის

ფოტოისტორია: „სურიკას ტბა“ – ახალი „ღირსშესანიშნაობა“ სომხეთის სამხრეთში

მხოლოდ მე-18 საუკუნის შემდეგ დაიწყეს აქ ქვის კედლებიანი და ხის სახურავებიანი 1-2-სართულიანი სახლების შენება, რის შემდეგაც ადგილობრივები ადრინდელ საცხროვრებელ ფართს (“კლდეში ნაკვეთ ბინებს”)  სარდაფებად იყენებდნენ.

მორიგი ტურისტული ჯგუფისთვის  თავის საყვარელი ადგილის ჩვენებისას, ჰაიკს გაუჩნდა იდეა, შეექმნა მანიშნებლებიანი ბილიკი, რომლის გავლით შესაძლებელი იქნებოდა ძველი და ახალი გორისის ხედებითა ტკბობა.

შესაბამისი სამუშაოები ორგანიზაცია One Armenia-ს მხარდაჭერით ჩატარდა.

გარდა ამისა, ჰაიკმა საკუთარი ხელით დაამზადა საფეხურებიც, რომლებსაც კლდეში ნაკვეთი საცხოვრებლებისკენ მივყავართ.

კლდეში ნაკვეთი საცხოვრებლებისა და ბუნებრივი გამოქვაბულების გარდა, ძველ გორისში წმინდა რიფსიმეს ტაძრის ნახვაც შეიძლება. ეს ეკლესია მე-4 საუკუნეში აშენდა და ორჯერ (მე-16 საუკუნეში და 2010 წელს) რესტავრირდა.

მე-20 საუკუნის დასაწყისამდე ძველ გორისში ფუნქციონირებდა გამოქვაბულის თეატრი, რომლის წარმოდგენებიც ბუნებრივ “ამფითეატრში” იმართებოდა. სცენა და მაყურებლებისათვის განკუთვნილი ადგილები დღემდეა შემორჩენილი.

ასევე, შემორჩენილია რამდენიმე სამრეკლოს ნანგრევი, ზეთსახდელი საწარმოების ნახევრად დანგრეული შენობები, წყლის წისქვილები და კლდეში ნაკვეთი სახლების დიდი რაოდენობა. მხოლოდ წელს ორი გამოქვაბულის რეაბილიტაცია დაიწყეს – ამ სივრცეში ბიბლიოთეკა და გალერეა იქნება.

2013 წლის თებერვალში სომხეთის ხელისუფლებამ დაამტკიცა პროგრამა, რომელიც ქალაქ გორისში ტურიზმის განვითარებას ეხება. აღნიშნული პროექტის მიხედვით, სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტების, ასევე დამატებითი ფონდების მოზიდვით, იგეგმება ტურისტული ცენტრის შექმნა.

აღნიშნული ცენტრი ზანგეზურის რაიონს მოემსახურება.

ქალაქდაგეგმარებისა და კომუნალური მეურნეობის განყოფილების უფროსის, გარეგინ პარსიანის თქმით, ძველ გორისში განსახორციელებელი სამუშაოებისათვის 200 მილიონი დრამია[$ 400,000] საჭირო.

∗ გამოქვეყნდა: 26.08.2016


ასევე წაიკითხეთ