სანდრა რულოვსი ზუგდიდში მერის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს " />

საბოლოო შედეგების თანახმად, მთაწმინდის გარდა, სახელისუფლებო კანდიდატებმა ყველგან პირველივე ტურში გაიმარჯვეს

სანდრა რულოვსი ზუგდიდში მერის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ყველა უბნის დათვლის მიხედვით, შუალედური არჩევნების  შედეგებ გამოაცხადა. ამ მონაცემებით, ყველგან,  მთაწმინდის გარდა, სახელისუფლებო კანდიდატებმა პირველივე ტურში გაიმარჯვეს.

ამ მონაცემების მიხედვით:

• მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნებზე ამომრჩეველთა 41% -მა მხარი სახელისუფლებო კანდიდატს ლადო კახაძეს დაუჭირა, 37%  – ოპოზიციის კანდიდატს შალვა შავგულიძეს. აქ არჩევნების მეორე ტური 13 ივნისამდე უნდა ჩატარდეს.

• ზუგდიდის მერის არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატმა გეგა შენგელიამ ხმების 54% მიიღო, გაერტიანებული ოპოზიციის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა – 43%.

• მარნეულში მმართველი პარტიის მერობისკანდიდატმა ზაურ დიარგიმ 79%მიიღო , ორმა ოპოზიციონერმა კანდიდატმა – აგიტ მუსტაფაევმა ნაციონალური მოძრაობიდან და  და აკმამედ იმამკულივმა ევროპული საქართველოდან – 11% და 7%.

• ზესტაფონში, ხულოსა და ჭიათურაში, პროსამთავრობო კანდიდატებმა ასევე ხმათა ნახევარზე მეტი მიიღეს.

ხის მიცემის დროს ეგზიტპოლები არ ჩატარებულა.

“ჩვენ არ ვაღიარებთ მათ გამარჯვებას, მითუმეტეს, მათ არჩევნებს. ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო სუს-ის და კრიმინალების ერთობლივი სპეცოპერაცია”, – განაცხადა სანდრა რულოვსმა. მან თავის მხარდამჭერებს ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდა .

“სანდრა რულოვსს მოუწევს არჩევნების შედეგებთან შეგუება”, – განაცხადა პარტია “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

უბნების დახურვის შემდეგ, ხმების დათვლისას, ზუგდიდში რამდენიმე ინციდენტი მოხდა. კერძოდ, პარლამენტის წევრი თინა ბოკუჩავა საარჩევნო უბნიდან პოლიციამ გამოაძევა იმ საბაბით, რომ პირადობის მოწმობა არ აღმოაჩნდა.

სამართალდამცველებმა რამდენიმე უბანზე “რუსთავი -2”-ის ჟურნალისტები არ შეუშვეს. ბევრი საარჩევნო უბანი  გარშემორტყმულია პოლიციის მიერ.

ამის მიუხედავად, სანდრა რულოვსმა განაცხადა, რომ  უბნების უმეტესობაში იმარჯვებს და პირველივე ტურში  გამარჯვებას ელოდება.

თუმცა, “ქართული ოცნების” შტაბმა ასევე განაცხადა, რომ მათი კანდიდატი გეგა შენგელია “დიდი უპირატესობით იმარჯვებს”. მერობის კანდიდატები მმართველი პარტიდან სხვა ქალაქებშის ასევე გამარჯვებას აღნიშნავენ.

რაც შეეხება არჩევნებს მთაწმინდაზე, ევროპული საქართელოს ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ, მისი მონაცემებით, ამ ოლქში მეორე ტური დანამდვილებით იქნება.

რაც შეეხება დარღვევებს არჩევნებზე, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელმა სულხან სალაძემ განაცხადა,  20 საათისთვის არსებული მონაცემებთ, ხმის მიცემის პროცედურა მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩატარდა.

“ამავდროულად, შენარჩუნდა დღის პირველი ნაწილის ნეგატიური ტენდენცია, რაც გამოიხატებოდა ზუგდიდის ოლქში ამომრჩევლების ნების კონტროლში და ყველა სხვა ოლქის მასშტაბით ასევე საარჩევნო უბნებთან კოორდინატორებისა და მხარდამჭერების მობილიზებაში”, – განაცხადა სალაძემ.

მანამდე გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ხელისუფლება შუალედურ არჩევნებზე “კრიმინალების მობილიზებაში” დაადანაშაულა.

ვაშაძის ინფორმაციით, სოფელ რუხში დაფიქსირებულია მოსყიდვის ფაქტები, “კოკში კრიმინალებმა ცემა-ტყეპა დაიწყეს, 18-ე უბანზე 50 ბანდერლოგი ფირსირდება, რომელთაც აქვთ მითითება, როდის დაიწყონ სპეცოპერაცია“.

“ამის მიუხედავად, არის 5 ათასი დამკვირვებელი, 200-ზე მეტი ლაივ -კამერა, 300-ზე მეტი დრონი და სტაციონარული კამერა – ერთ ფაქტს არ ვაპატიებთ! დამერწმუნეთ, პროტესტის ყველა ფორმას მივმართავთ. არასამთავრობო ორგანიზაციები და ეუთო ისეთ დასკვნას გააკეთებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გაკეთებული დასკვნები დედის იავნანად მოეჩვენებათ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ზუგდიდის მერობის კანდიდატი ქართული ოცნებიდან გეგა შენგელია საარჩევნო უმანზე. ფოტო JAMnews

ზუგდიდში რამდენიმე ინციდენტი მოხდა. ერთმანეთს ოპოზიციის და მმარველი პარტიის წარმომადგენლები მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც ოპოზიციამ საარჩევნო უბნებზე მმართველი პარტიის ე. წ. “კოორდინატორების” საქმიანობისთვის ხელის შეშლა სცადა, რომლებიც უბნებზე მოსულ ამომრჩევლებს აღრიცხავდნენ და, ოპოზიციის მტკიცებით, მათ მოსყიდვას ეწეოდნენ.

არჩევნების პროცესში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშიდებით შსს-მ  ხუთი პირი დააკავა.

„ხუთი პირი იყო დაკავებული ზუგდიდში, კოკში, ზესტაფონში. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები არიან, მათ შორის მმართველი პოლიტიკური პარტიიდანაც, თუმცა, უმრავლესობა აქედან გათავისუფლებულია ხელწერილის საფუძველზე. ადმინისტრაციულად იყვნენ დაკავებულები და გავათავისუფლეთ“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა.

ორგანიზცია„სამართლიანი არჩევნების“ თავმჯდომარე მიხეილ ბენიძე აცხადებს, რომ ყველაზე მეტი დარღვევა არცევნებზე ზუგდიდსა და მარნეულში ფიქსირდება.

„ზუგდიდის და მარნეულის რამდენიმე უბანზე ადგილი ჰქონდა დამკვირვებლების უფლებების შეზღუდვას.  ფიზიკური დაპირისპირება და არეულობა დაფიქსირდა ზუგდიდის და მარნეულის ცალკეულ სარჩევნო უბნებზე. უმეტეს ოლქებში ტენდენციის სახით შეინიშნება ასევე, საარჩევნო უბნების მიმდებარედ პარტიული აქტივისტების მობილიზება, რომლებიც რიგ შემთხვევაში აღნიშნავენ უბანზე მოსულ ამომრჩეველს,“ – განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

ხმის მიცემა ზუგდიდში მერის შuალედურ არჩევნებზე, ფოტო JAMnews

შუალედური არჩევნები

19 მაისს საქართველოს ზოგიერთ რეგიონში შუალედური არჩევნები ტარდება. მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ამომრჩევლები მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევენ.

საქართველოს რამდენიმე ქალაქში  – მარნეულში, ზუგდიდში. ხულოში, ზესტაფონში და ჭიათურაში, მერების რიგგარეშე არჩევნები ტარდება.

• საქართველოში ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები კონფერენციაზე შეაფასეს. აზრები გაიყო

ყველაზე მეტ ყურადღებას ზუგდიდის მერის არჩევნები იწვევს. აქ ოპოზიციიდან კენჭს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი იყრის.

ოპოზიცია ზუგდიდი მერის არჩევნებში გამარჯვებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების წინაპირობად მიიჩნევს.

სანდრა რულოვსის მთავარი სლოგანია “გამარჯვება იწყება ზუგდიდში”.

სანდრა რულოვსი მხარდამჭერებთან ერთად , ფოტო: Facebook

ქართული ოცნების კანდიდატი ზუგდიდის მერის პოსტზე გეგა შენგელია ამომრჩევლებს ხვდება, ფოტო:Facebook

წინასაარჩევნო კამპანია ზუგდიდში მუდმივი დაძაბულობისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

14 მაისს ქართული ოცნების მხარდამჭერთა ჯგუფი გადაცემის ჩაწერის დროს თავს დაესხა სანდრა რულოვსს და ადგილობრივი ტელეკომპანიის ჟურნალისტებს.  ერთ-ერთი თავდამსხმელი მოგვიანებით დააკავეს.

ინციდენტს ზუგდიდში წინ უძღოდა ფარული ვიდეოჩანაწერის გამოქვეყნება ტელეკომპანია «რუსთავი-2»-ის მიერ.

მასალის მიხედვით, რომელიც ავტომობილშია გადაღებული, „ქართული ოცნების“ წევრი და ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი, გია დანელია მეორე პირს უხსნის თუ რა დავალებები “მოვიდა ზევიდან”.

ჩანაწერში დანელია ჰყვება, როგორ დაიბარეს ის სხვა ადგილობრივ ლიდერებთან ერთად და როგორ მისცეს დავალებები, მოისყიდონ მოქალაქეები ნებისმიერ ფასად. ხოლო ვისაც ვერ მოისყიდიან  – დააშინონ.

ოპოზიცია ხელისუფლებას ამომრჩეველთა მოსყიდვის და დაშინების მცდელობებში ადანაშაულებს, ხოლო საარჩევნო კომისიის წევრებს – დარღვევებში და გაყალბებისთვის მზადებაში.

18 მაისს უცნობმა პირებმა ოპოზიციის აქტივისტების დაშინება ჰაერში სროლით სცადეს, ორი ადამიანი დაკავებულია.

ქალაქში შსს-ს ძალებია მობილიზებული.

Этой ночью. Съемки Odishi News.Если б они так же охраняли население на линии оккупации, убиство Отхозория не произошло бы… Ведь могут блюсти, когда хотят!

Posted by Dimitri Kipiani on პარასკევი, 17 მაისი, 2019

 

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ