სომხეთში ყოფილი მაღალჩინოსანი ძალოვანების სიკვდილების სერიის შესახებ ლაპარაკობენ" />

შესაძლოა, სომხეთის უშიშროების ყოფილმა მინისტრმა, თავი მოიკლა

სომხეთში ყოფილი მაღალჩინოსანი ძალოვანების სიკვდილების სერიის შესახებ ლაპარაკობენ

სომხეთის  ეროვნული უშიშროების სამსახურის ყოფილის ხელმძღვანელის გეორგი კუტოიანის დაღუპვიდან სამ დღეში სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა მომხდარის დეტალები წარმოადგინა.

გენერალურმა პროკურორმა არტურ დავიტიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გამოძიება საკმარის ინფორმაციას ფლობს საიმისოდ, რომ თვითმკვლელობის ვერსიაზე შეჩერდეს.

კერძოდ, წერენ, რომ გეორგი კუტოიანის სხეულზე ძალადობის ნიშნები არ არის. თუმცა, ეროვნული უშიშროების  ყოფილი ხელმძღვანელის დაღუპვის პირველ დღეს იმის შესახებ ლაპარაკობდნენ, რომ გამოძიება თვითმკვლელობით შენიღბული მკვლელობის ვერსიას არ გამორიცხავს.

საკუთარივ სისხლის სამართლის საქმე „თვითმკვლელობამდე მიყვანის“ მუხლით აღიძრა.

კუტოიანი ექს-პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან დაახლოებულ პირად იყო მიჩნეული.

რისთვის დააპატიმრეს სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ კოჩარიანი

2011 წელს ის მის თანაშემწედ დაინიშნა. ხუთი წლის შემდეგ კუტოიანმა ეროვნული უშიშროების ხელმძღვანელის თანამდებობა დაიკავა. ამ თანამდებობაზე მან 2018 წლის გაზაფხულზე მომხდარ „ხავერდოვან რევოლუციამდე“ და ხელისუფლების შეცვლამდე იმუშავა.

სერჟ სარგსიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე წარმოებს, მას ბრალად მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვა ედება.

როგორ დაიღუპა ეროვნული უშიშროების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი

საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლებმა კუტოიანის საფეთქელთან ცეცხლნასროლი ჭრილობა დააფიქსირეს, სხეულის გვერდით კი მისი Glock-ის მარკის პისტოლეტი  აღმოაჩინეს.

გარდა ამისა, ნაპოვნია დაახლოებით 40 ვაზნა და 10 ტყვია, რაც მკვლელობის ვარაუდის საფუძველი გახდა.

მაგრამ მალე გაჩნდა ცნობა იმის შესახებ, რომ 2019 წლის ბოლოს იმავე ბინაში, სადაც კუტოიანი გარდაცვლილი ნახეს, სასტუმრო ოთახსა და სამზარეულოს შორის მდებარე კედლის მიმართულებით მან ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ   დაახლოებით 40 უმისამართო გასროლა განახორციელა. მისივე თხოვნით, ცოლმა ეს ვაზნები და ტყვიები აკრიფა და სასტუმრო ოთახში ტახტის წინ მდგარ მაგიდაზე დააწყო.

ამგვარად, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ აღმოჩენილი ვაზნები  – დეკემბერში მომხდარი გასროლების შედეგია, ანუ ამას მის სიკვდილთან კავშირი არ აქვს.

ყოფილი მაღალჩინოსანი ძალოვანების სიკვდილების სერია

ეს ბოლო თვეების განმავლობაში  სომხეთის ძალოვანი სტრუქტურების მაღალჩინოსნის სიკვდილის მესამე შემთხვევაა.

2019 წლის სექტემბერში სომხეთის პოლიციის ყოფილი უფროსი აიკ არუთიუნიანი გარდაცვლილი იპოვეს.

ის „1 მარტის“ საქმეში მოწმედ ფიგურირებდა. საუბარია 20018 წელს ოპოზიციონერების დემონსტრაციის დარბევაზე, როდესაც 10 ადამიანი დაიღუპა. ამ საქმეზე ახლა სომხეთის სხვა ყოფილ პრეზიდენტს – რობერტ კოჩარიანს ასამართლებენ, ის უკვე წელიწადზე მეტია, რაც ციხეში იმყოფება.

მისი სიკვდილის ფაქტზე, თვითმკვლელობის ან თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით, ასევე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მაგრამ სომხეთში ბევრი ვარაუდობს, რომ პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელის გარდაცვალება, შესაძლოა, მის პროფესიულ საქმიანობას ან „1 მარტის“ საქმეს უკავშირდებოდეს.

ამის შემდეგ ორ თვეში რუსეთში, პიატიგორსკში, კერძო ლუდსახარშის შენობაში გაზის აფეთქების შედეგად  ერევნის პოლიციის ყოფილი უფროსი აშოტ კარაპეტიანი  დაიღუპა. ის სომხეთის პოლიციაში 1993 წლიდან მუშაობდა, და ერევნის პოლიციას 2013 წლიდან 2016 წლამდე ხელმძღვანელობდა.

სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომელი ვლადიმირ პოღოსიანი ვარაუდობს, რომ სიკვდილების ასეთი ჯაჭვი შემთხვევითი არ არის.

  „ვფიქრობ,საჭიროა ამის უფრო ღრმად გაქექვა. სერჟ სარგსიანის აპარატში კუტოიანი სასამართლო სისტემას „კურირებდა“. მან ძალიან ბევრი რამ იცოდა. ასევე გამორიცხული არ არის, რომ სიკვდილი, [ერევანში პრეზიდენტის რეზიდენციიდან]საარქივო დოკუმენტების გაქრობას უკავშირდებოდეს“.

იმის თაობაზე, რომ სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურიდან ზოგიერთი საიდუმლო დოკუმენტი გაიტაცეს და გაანადგურეს, 2019 წლის მაისში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

მოგვიანებით, აგვისტოში იმ დროს ჯერ კიდევ ეროვნული უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა არტურ ვანეციანმა განაცხადა, რომ ეს საბუთები „1 მარტს“ ეხებოდა. ამ დოკუმენტების დიდი ნაწილი უკვე ნაპოვნია და საქმეს აქვს დართული.


ასევე წაიკითხეთ