მას ადანაშაულებენ ღალატში, უკრაინისთვის აშშ-ის დახმარების პირადი მიზნებისთვის გამოყენების გამო" />

შეეცდებიან, პრეზიდენტი ტრამპი ხელისუფლებას ჩამოაშორონ

მას ადანაშაულებენ ღალატში, უკრაინისთვის აშშ-ის დახმარების პირადი მიზნებისთვის გამოყენების გამო

Donald Trump

CNN-ის ცნობით, ამერიკის კონგრესის ქვედა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ, პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურების დაწყების შესახებ განაცხადა. 

მიზეზი 

ამის მიზეზი გახდა ტრამპის უკრაინის პრეზიდენტთან, ვლადიმირ ზელინსკისთან საუბრის გარშემო აგორებული სკანდალი. ამ საუბრის მიმდინარეობისას, ტრამპი, როგორც მისი ოპონენტები ამტკიცებენ, შეეცადა, ეიძულებინა ზელენსკი განეახლებინა კორუფციის შესახებ გამოძიება უკრაინაში, რომელშიც აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტისა და 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ტრამპის ერთ-ერთი მთავარი ოპონენტის, ჯო ბაიდენის შვილი ფიგურირებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტრამპი უკრაინას 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების გაყინვით დაემუქრა.

ეს გამოძიება გარკვეული ხნის წინ შეწყდა, რამდენადაც კორუფციული ფაქტები ვერ გამოვლინდა.

ტრამპი ამტკიცებს, რომ ზელენსკისთან საუბრისას ნამდვილად ახსენა ბაიდენი, მაგრამ არანაირი კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩაუდენია.

როგორ განვითარდება მოვლენები 

კონგრესის ქვედა პალატა ტრამპის ზელენსკისთან საუბრის სტენოგრამასა და სხვა დოკუმენტებს შეისწავლის. თუკი კონგრესმენები დაასკვნიან, რომ პრეზიდენტმა კანონი დაარღვია, კენჭისყრაზე დადგება იმპიჩმენტის პროცედურების დაწყების საკითხი.

შემდეგ, თუკი ქვედა პალატა მხარს დაუჭერს ამ პროცესს, საკითხი განსახილველად გადაეცემა სენატს. იქ მას მხარი უნდა დაუჭიროს სენატორების არანაკლებ ორმა მესამედმა.

შედეგები 

ძალიან დაბალი შანსია იმისა, რომ იმპიჩმენტის პროცედურა, თუკი ის დაიწყება, საპრეზიდენტო არჩევნებამდე დასრულდეს, რომელიც აშშ-ში 2020 წლის ნოემბერში გაიმართება.

მაგრამ თუკი ამ პროცესში გამოვლინდება ფაქტები, რომლებიც ტრამპის მიერ კანონდარღვევას დაამტკიცებს, ეს მკვეთრად შეამცირებს მისი ხელახლა არჩევის შანსებს. თუკი ასეთი ფაქტები ვერ გამოვლინდება, ეს სერიოზული დარტყმა იქნება დემოკრატიული პარტიის კანდიდატზე.

ახლა გამოკითხვები აჩვენებს, რომ ქვეყანა დაახლოებით სამ თანაბარ ბანაკად არის გაყოფილი – ტრამპის მომხრეები, მისი მოწინააღმდეგეები და ისინი, ვინც საკუთარ სიმპათიებში ჯერჯერობით ვერ გაერკვა. სწორედ ამ უკანასკნელთა ხმებზე მიდის ახლა ბრძოლა.


ასევე წაიკითხეთ