მმართველ რესპუბლიკურ პარტიაში მიაჩნიათ, რომ გამოკითხულების უმეტესობა „ევროპული ინტეგრაციის“ ცნებას ისე არ აღიქვამს, როგორც გამოკითხვის ჩამტარებლები" />

სოციოლოგიური გამოკითხვა სომხეთში: მაცხოვრებელთა უმეტესობა მომავალს ევროკავშირში ხედავს

მმართველ რესპუბლიკურ პარტიაში მიაჩნიათ, რომ გამოკითხულების უმეტესობა „ევროპული ინტეგრაციის“ ცნებას ისე არ აღიქვამს, როგორც გამოკითხვის ჩამტარებლები

სომხეთის მაცხოვრებელთა უმეტესობა დადებითად აფასებს ევროკავშირთან ურთიერთობის გააქტიურებას. ამის შესახებ გლობალიზაციისა და რეგიონული კვლევების  ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელმა, სტეპან გრიგორიანმა განაცხადა, როდესაც ორგანიზაციის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგებს წარადგენდა.

გამოკვლევის შედეგად, რესპონდენტების 88,6 პროცენტი დადებითად აფასებს  ევროკავშირთან სომხეთის ურთიერთობების გააქტიურებას.

მეტიც, გამოკითხულთა უმრავლესობა სომხეთის მომავალს ევროკავშირში შესვლას უკავშირებს. მონაცემების მიხედვით, მოსახლეობის  40%-ს მიაჩნია, რომ რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობა სომხეთის ევროკავშირთან ურთიერთობას აფერხებს, 29%-ს მიაჩნია, რომ რუსეთთან ურთიერთობა მხოლოდ ნაწილობრივ უშლის ხელს ქვეყნის ევროკავშირთან ურთიერთობას.

სომხეთის მმართველი რესპუბლიკური პარტიის ვიცე-თავმჯდომარე, დეპუტატი არმენ აშოტიანი, გამოკითხვის შესახებ მსჯელობისას ამბობს,  რომ პატივს სცემს სტეპან გრიგორიანს და მის ცენტრს, თუმცა, მისი აზრით, სომხეთში სოციოლოგიური გამოკითხვების ნაკლებობა არ არის, მაგრამ მათი შედეგების სანდოობა, ინფორმაციის შეგროვებასა და მის დამუშავებაზეა დამოკიდებული;  „მოქალაქეების უმრავლესობას ევროპული ინტეგრაცია ისე არ ესმის, როგორც თქვენ“, – თქვა არმენ აშოტიანმა.

გამოკითხვა 2017 წლის 1 ივნისიდან 1 სექტემბრამდე ერევანში, გიუმრიში, ვანაძორში, ვაიკში, ეხეგნაძორში, მარტუნიში და სხვა თემებში 900 რესპონდენტს შორის ჩატარდა. გამოკითხულთა ნახევარზე მეტი – ქალია.


ასევე წაიკითხეთ