საარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო. რას სთავაზობენ ამომრჩეველს ახალი და ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები?" />

9 დეკემბერს სომხეთში საპარლამენტო არჩევნებია. ვინ იბრძვის პარლამენტში მოსახვედრად?

საარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო. რას სთავაზობენ ამომრჩეველს ახალი და ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები?

სომხეთში 9 დეკემბერს დანიშნული რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. მასში მონაწილეობას მიიღებს თერთმეტი პარტია და ბლოკი.

„რევოლუციურმა“ ხელისუფლებამ კამპანია რეგიონებში შეხვედრებიდან დაიწყო  

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი ბლოკ „ჩემი ნაბიჯი“-ს სიის სათავეში დგას. მან გადაწყვიტა, რომ წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ორკვირიანი შვებულება აიღოს, რათა ამომრჩევლებთან შეხვედრებში მონაწილეობა სამუშაო დროსაც მიიღოს. წინასაარჩევნო კამპანია მან შირაქის ოლქით დაიწყო და გუშინ უკვე ოთხ ქალაქში ჩასვლა მოასწრო. ნიკოლ ფაშინიანს ყველგან ათასობით მოქალაქე ელოდებოდა.

ამომრჩევლებთან შეხვედრა ყველაზე მასობრივი გამოდგა სომხეთის სიდიდით მეორე ქალაქში – გიუმრიში. ფაშინიანი იმ მოედანზე გამოვიდა, საიდანაც 2018 წლის აპრილში მისი ერევნისკენ ფეხით მსვლელობა დაიწყო. მაშინ აქ დაიწყო მოძრაობა, რომელსაც ქვეყნით ათობით ათასი მაცხოვრებელი შეუერთდა, ყველაფერი კი საბოლოოდ რევოლუციით დასრულდა.

როგორ იწყებოდა სომხეთის რევოლუციაპირველი დღეების მოვლენები  

სომხეთის „ხავერდოვანი რევოლუციის“ ლიდერი მიიჩნევს, რომ მისმა მთავრობამ ხალხის წინაშე ყველა ვალდებულება შეასრულა

სომხეთი რიგგარეშე არჩევნების ჩასატარებლად  6 დოლარს დახარჯავს

ხავერდოვანი რევოლუციის ლიდერმა გუშინ შირაქის ოლქის თითოეულ ქალაქში გამოსვლისას ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემები და მათი გადაჭრის გზები განსაზღვრა.

ფაშინიანმა გაიხსენა თავისი ახლახან გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ ყველა ის დაპირება, რასაც მისი გუნდი რევოლუციის დროს ან მის შემდეგ ხალხს აძლევდა, შესრულებულია. ახლა კი სხვა პრობლემების გადასაჭრელად მოქალაქეებმა თავიანთი ხმა მას და მის გუნდს უნდა ანდონ.

მან აღნიშნა, რომ პოლიტიკური რევოლუციის შემდეგ მათ სომხეთში ეკონომიკური რევოლუციის მოხდენა მოუწევთ:

 „ჩვენ სომხეთი ახალ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სიმაღლეზე უნდა ავიყვანოთ. ჩვენ მიკრობიზნესს გადასახადებისგან სრულად გავათავისუფლებთ. ბიზნესი, რომლის წლიური შემოსავალი 24 მილიონ დრამს (დაახლოებით 50 ათას დოლარს) არ აჭარბებს, გადასახადებისგან გათავისუფლდება“.

ნიკოლ ფაშინიანმა ასევე განაცხადა, რომ მოსახლეობას მეტად აღარ მოუწევს სომხეთში რევოლუციის მოხდენა, რადგან ხელისუფლების შეცვლას არჩევნების საშუალებით შეძლებენ. პრემიერის აზრით, სწორედ ეს არის ხავერდოვანი რევოლუციის მთავარი მიღწევა.

 „ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც რევოლუციის მოხდენას გადაწყვეტთ, თქვენ ამას ერთი ბიულეტენის საშუალებით მოახერხებთ. რატომ გავხდი პრემიერი? იმიტომ,რომ ასე თქვენ გადაწყვიტეთ. რამდენ ხანს დავრჩები ამ თანამდებობაზე? იმდენ ხანს, რამდენსაც თქვენ გადაწყვეტთ“.

ყოფილმა მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა ქუჩებში ჯერ არ გამოვიდეს

ხავერდოვანი რევოლუციით შეცვლილმა ყოფილმა მმართველმა „სომხეთის რესპუბლიკურმა პარტიამ“ წინასაარჩევნო კამპანია ჟურნალისტებთან შეხვედრებით დაიწყო. ორმა „რესპუბლიკელმა“ ისინი პრეს-კონფერენციაზე მიიწვია, ხოლო რესპუბლიკელების სიის პირველმა ნომერმა ერევნის ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერს მიაშურა.

პოლიტიკურმა ძალამ ქუჩის აგიტაციაზე უარი განაცხადა – ყოველ შემთხვევაში, წინასაარჩევნო კამპანიის პირველ დღეს. თუმცა, მისმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამომრჩეველთან შეხვედრას აპირებენ. „სომხეთის რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის მოადგილემ არმენ აშოტიანმა თქვა, რომ ისინი „კარდაკარ სიარულსა“ და კარზე დაკაკუნებასაც კი აპირებენ:

 „საუბარი დიდ მიტინგებს არ ეხება. როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში ვიყავით, ჩვენ ამ მიტინგებს ვმართავდით, ისინი კი ამომრჩევლებთან სახლებში დადიოდნენ. სიტუაცია შეიცვალა – ახლა ისინი ხელისუფლება არიან. დღეს ისინი დიდ მიტინგებს მართავენ, ჩვენ კი ამომრჩევლებთან სახლებში ვივლით. მაგრამ ჩვენ ამის არ გვრცხვენია“.

 „რესპუბლიკელებმა“ ნიკოლ ფაშინიანის მმართველობის პერიოდი და მისი პრემიერობის შედეგები ტრადიციულად გააკრიტიკეს. არმენ აშოტიანმა თქვა, რომ პრემიერი საქმით უნდა დაკავდეს, და არა შვებულებაში გავიდეს და წინასაარჩევნო კამპანია წარმართოს. მისი თქმით, ყველა სოციალური გამოკითხვა ნიკოლ ფაშინიანსა და მის ბლოკს ისედაც პირველ ადგილს უწინასწარმეტყველებს. მეტიც, აშოტიანმა თქვა, რომ რევოლუციის ლიდერისა და მისი გუნდის გამარჯვებაში ეჭვი არავის ეპარება.

თუმცა, არმენ აშოტიანმა განაცხადა, რომ დეკემბერში სიურპრიზს უნდა ველოდეთ – როგორც ჩანს,  მას მხედველობაში ჰქონდა ის შედეგი, რომლის მიღწევასაც ყოფილი მმართველი პარტია მომავალ არჩევნებზე შეძლებს.


ასევე წაიკითხეთ