სოციალური ქსელებში დამნაშავის მთელი სიმკაცრით დასჯას მოითხოვენ " />

სომხეთში ბოიკოტს უცხადებენ რესტორანს, რომლის მფლობელმაც ძაღლი სახალხოდ მოკლა

სოციალური ქსელებში დამნაშავის მთელი სიმკაცრით დასჯას მოითხოვენ

ცხოველების დაცვა, ცხოველების უფლებები, მაწანაწალა ძაღლები, კანონი ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის კრიმინალიზაციის შესახებ

სომხეთში, ეროვნული პარკის „დილიჟანის“ დირექტორმა საკუთარი რესტორნის ტერიტორიაზე ძაღლი იარაღით მოკლა.

სოციალური ქსელებში ადამიანები სარესტორნო კომპლექსისა და მისი მფლობელის სურენ აგაჯანიანის წინააღმდეგ აჯანყდნენ. ისინი დამნაშავის დასჯასა და მის წინააღმდეგ ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის კრიმინალიზაციის შესახებ ახლახან მიღებული კანონის გამოყენებას მოითხოვენ. ამ კანონპროექტის ავტორი, დეპუტატი ნაირა ზოგრაბიანი ეროვნული პარკის დირექტორის გადაყენებას მოითხოვს.

ცხოვრება ერთდროულად თავისუფლებასა და ტყვეობაში. ვიდეო და ფოტოები ერევნის ზოოპარკიდან

რა არის ცნობილი მომხდარის შესახებ

ინციდენტის თვითმხილველებმა, რომელიც რესტორან „გეტაპის“ მახლობლად 1 დეკემბერს მოხდა, ამის შესახებ პოლიციას მაშინვე აცნობეს. მაგრამ შემთხვევის ადგილას მისულმა წესრიგის დამცველებმა განაცხადეს, რომ ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის კრიმინალიზაციის შესახებ კანონი ძალაში ჯერ არ შესულა.

ინციდენტზე პირველი რეაგირება პარლამენტის დეპუტატმა ნაირა ზოგრაბიანმა მოახდინა. ის ეროვნული პარკის დირექტორის გადაყენებას მოითხოვს.

ხოლო თავის Facebook-გვერდზე ნაირა ზოგრაბიანმა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა განცხადებაზე  კომენტარი გააკეთა:

„ბატონო პოლიციის უფროსო, თქვენმა ხელქვეითებმა კანონი არ იციან… როგორც კანონის ავტორი, გაცნობებთ ყველას, რომ ის უკვე ძალაშია შესული და მოქმედებს. მე უკვე ოფიციალურად მივმართე სომხეთის პოლიციის უფროსს, რათა მან, სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლის მეორე ნაწილის ნიშნების მიხედვით, რომელიც ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, სურიკ აგაჯანიანის მიმართ გამოძიების დაწყების განკარგულება გასცეს“.

ზოგრაბიანმა ასევე დაწერა, რომ თვითმხილველების თქმით, მათი აღშფოთების პასუხად, ქალაქ დილიჟანის პოლიციის უფროსის მოადგილემ განაცხადა:

 „დიახ, ეს მისი პირუტყვი იყო, და რა არის ამაში განსაკუთრებული ?“

ზოგრაბიანი აღფშოთებით წერს:

 „მთელ ამ ისტორიაში კიდევ უფრო დიდი კითხვა ისაა, სინამდვილეში ვინ არის პირუტყვი.“

კომენტარები საქმეზე

დილიჟანის რესტორნის ინციდენტს მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. ადამიანები დაწესებულებისა და მისი დირექტორის წინააღმდეგ აჯანყდენენ. რესტორნის Facebook-გვერდი მოკლული ძაღლის ფოტოებითა და ამ დაწესებულებაში აღარასდროს მოსვლის მოწოდებებით არის სავსე.

ინციდენტზე უკვე მოახდინა რეაგირება პოლიციამ . პრეს-სამსახურის განცხადებაში ნათქვამია:

 „გაირკვა, რომ სარესტორნო კომპლექსის მფლობელმა 1 დეკემბერს 13:15  მის სახელზე დარეგისტრირებული სანადირო თოფის ТОЗ-16″-ის გასროლით ძაღლი მოკლა… მიმდინარეობს გამოძიება და ინფორმაციის შემოწმება“.

გაჩნდა ასევე ინფორმაცია რესტორნის სახელით. ამ კომენტარში ნათქვამია, რომ ძაღლი ცოფიანი იყო და კომპლქსში მიმსვლელთა სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა. თუმცა, სოციალური ქსელების მომხმარებლებს ამ ვერსიის არ სჯერათ და რესტორნის ვებგვერდზე შეტევას აგრძელებენ.

რას წერენ სოციალურ ქსელებში

Facebook-ის სომხურ სეგმენტში 1 დეკემბრის საღამოდან ინციდენტს აქტიურად განიხილავენ.

აი, ზოგიერთი კომენტართაგანი:

 „ამ რესტოანში ფეხს აღარ მივადგამ!“;

 „სასტიკი საქციელია! ძაღლის მომკვლელ ადამიანს ადამიანის მოკვლაც შეუძლია. ეს რესტორანი უნდა შეარცხვინონ და დახურონ!“;

 „ეს კაცი უნდა გასამართლდეს, ან იმავე იარაღით მოიკლას!“;

 „ძაღლების მკვლელი! მას ცხოველების დაცვის შესახებ ჩვენი ახალი კანონით გაასამართლებენ და სამ წლამდე პატიმრობას მიუსჯიან!“

 „სად არის სომხეთის პოლიცია, რატომ არ არის ეს არაკაცი აქმდე დაპატიმრებული? სასწრაფოდ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე  და ციხეში ჩასვან. და მისი დასჯის შესახებ ყველამ შეიტყოს!“

 „ეროვნული პარკის დირექტორად ამ  სურიკის დანიშვნა არასწორი იყო. დილიჟანში მისი ბიზნესის შესახებ ყველამ იცის და ისიც – თავის ბიზნესისთვის რამდენი ხე გაჩეხა“; „პასუხი მხოლოდ იმან კი არ უნდა აგოს, ვინც ძაღლი მოკლა,  არამედ პოლიციის უფროსმა თუ, ვინც არის, რათა სხვებისთვის გაკვეთილად იქცეს!“.

კანონი ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის შესახებ

2019 წლის შემოდგომაზე სომხეთის სისხლის სამართლისკოდექსში გაჩნდა ახალი მუხლი, რომელიც ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობისთვის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. ახალი კანონპროექტის ავტორები ფრაქცია „აყვავებული სომხეთის“ დეპუტატები  არიან.

კანონპროექტი  შინაური და უსახლკარო ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობისთვის 100-300-ჯერ აღებული მინიმალური ხელფასის ოდენობის ჯარიმას, ან თავისუფლების 1 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალ კანონპროექტში ცალკე განიხილება ის შემთხვევა, როდესაც დანაშაულს წინასწარი შეთანხმებით და განსაკუთრებული სისასტიკით სჩადის პირთა ჯგუფი. ამ შემთხვევაში კანონპროექტი  300-500-ჯერ აღებული მინიმალური ხელფასის ოდენობის ჯარიმას ან თავისუფლების 1-დან 3  წლამდე აღკვეთას  ითვალისწინებს.


ასევე წაიკითხეთ