სომეხი და ქართველი მეწარმეების დასახმარებლად საგანგებო სამუშაო ჯგუფი შეიქმნება" />

სომხეთი და საქართველო მესამე ქვეყნებში ერთობლივი ექსპორტის შესაძლებლობას განიხილავენ

სომეხი და ქართველი მეწარმეების დასახმარებლად საგანგებო სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

WorldPress.com

ეკონომიკური განვითარებისა და ინვესტიციების მინისტრი სურენ კარაიანი დღეს შეხვდა საქართველოს დელეგაციას, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობდა.

სურენ კარაიანმა განაცხადა, რომ, საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდის მიუხედავად, ამ ზრდის ტემპები არადამაკმაყოფილებელია, რადგან სრულად არ არის გამოყენებული არსებული პოტენციალი.

მინისტრმა კოლეგას შესთავაზა მესამე ქვეყნებში  ერთობლივი ექსპორტის პროგრამის დამუშავება და განხილვა, იმ შეღავათების გათვალისწინებით, რაც საქართველოსა და სომხეთს სახვადასხვა ბაზარზე აქვთ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ უპასუხა, რომ მათ უნდა ისარგებლონ რაიმე პოლიტიკური უთანხმოების არარსებობით, და მთელი ძლისხმევა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გამყარებისკენ მიმართონ.

შეხვედრის დროს მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე, რომელიც იმ სომეხი და ქართველი მეწარმეების პრობლემების მაქსიმალურად სწრაფად გადაჭრით დაკავდება, რომლებიც ორივე ქვეყანაში საქმიანობენ.

მინისტრები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ გამოიყენონ თითოეული ქვეყნის ძლიერი მხარეები და კონკურენტუნარიანი უპირატესობები, რომელთა გონივრული შერწყმით შესაძლებელი იქნება  ეფექტური ერთობლივი პროგრამების განხორციელება.

სომეხმა მინისტრმა ქართველ მეწარმეებს  სიუნიკის რაიონში თავისუფალი ვაჭრობის ზონის მშენებლობაში მონაწილეობა და ირანის საზღვარზე თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში ბიზნეს-პროექტების განხორციელება  შესთავაზა. განიხილეს ასევე ტურიზმის განვითარებისა და ერთობლივი რეგიონული ტურისტული პროექტების განხორციელების შესაძლებლობებიც.


ასევე წაიკითხეთ