პრემიერს იმ „სუპერპრემიერული“ უფლებამოსილების შენარჩუნებაში ადანაშაულებენ, რომელიც სერჟ სარგსიანმა თავისთვის მოიმზადა" />

სომხეთის ოპოზიცია ფაშინიანს ზედმეტი ძალაუფლების კონცენტრირებაში ადანაშაულებს

პრემიერს იმ „სუპერპრემიერული“ უფლებამოსილების შენარჩუნებაში ადანაშაულებენ, რომელიც სერჟ სარგსიანმა თავისთვის მოიმზადა

სომხეთის პარლამენტში მთავრობის სტრუქტურისა და შემადგენლობის შესახებ კანონზე მსჯელობენ. მთავრობა ოპტიმიზაციაზე მიდის და რამდენიმე სამინისტროს გაუქმებას აპირებს. მაგრამ ოპოზიციას ის უფრო აღელვებს, რომ პრემიერს ზედმიწევნით ფართო უფლებამოსილებები შეუნარჩუნდა. ეს უფლებამოსილებები თავის დროზე ყოფილმა პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა თავისთვის მოინიშნა. ის ორი შესაძლო საპრეზიდენტო ვადის შემდეგ პრემიერის რანგში ქვეყნის სათავეში ჩადგომას აბსოლუტური ძალაუფლების შენარჩუნებას აპირებდა.

ოპოზიცია ცდილობს რევოლუციის ლიდერი და ახლანდელი პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი იმაში დაადანაშაულოს, რომ მან ის „სუპერპრემიერული“ უფლებამოსილებები შეინარჩუნა, რაც მისმა წინამორბედმა თავისთვის მოიმზადა.

• ფაშინიანის ხელისუფლებაში ყოფნის 100  დღე

მსოფლიო ბანკი სომხეთის ეკონომიკის ტემპის შენელებას პროგნოზირებს

 რის წინააღმდეგ გამოდის ოპოზიცია

პარტია „განათლებული სომხეთის“ ხელმძღვანელმა ედმონ მარუკიანმა „მთავრობის სტრუქტურის“ შესახებ კანონზე მსჯელობისას სახელმწიფოს მართვის მთელი სისტემა გააკრიტიკა.

მარუკიანის თქმით, სომხეთის ახალი ხელისუფლება იმ სტრუქტურის შენარჩუნებას აპირებს, რომელიც ყოფილ პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრ სერჟ სარგისანზე მორგებით შეიქმნა.

 „ცნობილია, რომ მართვის ამ სტრუქტურას დაერქვა „სერჟ სარგისანის კოსტუმი“  – „სუპერპრემიერული“ სისტემა. ახლა თქვენ იგივე კოსტუმი მოიტანეთ, მას სახელოებიდან ღილები მოხსენით, და ამბობთ, რომ ეს კარგი კოსტუმია. მაგრამ ეს იგივე კოსტუმია, რომელიც სერჟ სარგსიანზე მორგებით შეიკერა… სერჟ სარგისნის კოსტუმი რატომ ჩაიცვით?“, – აღშფოთებით ამბობდა ედმონ მარუკიანი, და ნათქვამის დემონსტრირებას საკუთარ პიჯაკსა და ღილებზე ახდენდა.

ოპოზიციონერ დეპუტატს ყველაზე მეტად ის ფაქტი აწუხებს, რომ პოლიცია და ეროვნული უშიშროების სამსახური პრემიერ-მინისტრთან პირდაპირი კონტაქტით მუშაობენ და პარლამენტის კონტროლს არ ექვემდებარებიან.

მარუკიანმა ფაშინიანის ის გამოსვლა გაიხსენა, როდესაც მან განაცხადა, რომ ეროვნული უშიშროების სამსახური და პოლიცია სამინისტროებად უნდა ქცეულიყო:

 „ამ სტრუქტურების მთავრობის შემადგენლობაში მოქცევა ორივე ჩვენგანისგან მოდიოდა, მაგრამ ძველმა ხელისუფლებამ ეს უარყო. თქვენს მიერ წარმოდგენილი სისტემა კი, არსებითად, სერჟ სარგსიანის იმავე სისტემას წარმოადგენს. თქვენ ორი ღილი მოხსენით, მაგრამ სინამდვილეში პრემიერ-მინისტრი ეროვნული უშიშროების სამსახურის და სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის ხელმძღვანელად რჩება. და ახლა აღარ არსებობს საშუალო რგოლი, რომელსაც ამ სტრუქტურებზე პასუხისმგებლობა დაეკისრებოდა.

 „განათლებული სომხეთის“ ლიდერმა მარუკიანმა განაცხადა, რომ მისი ფრაქცია ხმას ამ კანონპროექტის წინააღმდეგ მისცემს.

 „ძალოვანი სტრუქტურების პოლიტიკურად ქცევა – არამიზანშეწონილია“

მმართველი ფრაქციის „ჩემი ნაბიჯის“ ხელმძღვანელმა ლილიტ მაკუნცმა მთავრობის სტრუქტურული გარდაქმნების შესახებ კანონპროექტზე მსჯელობისას განაცხადა, რომ ჯერჯერობით ძალოვანი სტრუქტურების პოლიტიკურად გარდაქმნა „არამიზანშეწონილია“:

 „როგორც ჩვენი, ისე სხვა ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩვენ ეს მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია, იმ შეშფოთების გათვალისწინებით, რაც მოცემულ ეტაპზე ამ სტრუქტურების პოლიტიკურ ორგანოებად ქცევას შეიძლება მოჰყვეს. შესაძლოა, მომავალში ამაზე ვიმსჯელოთ, და მივხვდეთ, რომ ასეთი პრობლემა არ არსებობს“.

როგორ იცვლება მთავრობის სტრუქტურა

სომხეთის მთავრობამ 7 მარტს „მთავრობის სტრუქტურის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანა დაამტკიცა. ნავარაუდევია 17 მოქმედი სამინისტროს 12-მდე შემცირება.

შემცირებაში მოხვედება შემდეგი სამინისტროები:

  • კულტურის;
  • სოფლის მეურნეობის;
  • ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების;
  • დიასპორის;
  • ახალგაზრდობისა და სპორტის.

აღარ იარსებებს პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობა, სამის ნაცვლად, ორი ვიცე-პრემიერი დარჩება.

იუსტიციის მინისტრის არტაკ ზეინალიანის თქმით, მთავრობის შემადგენლობის შეცვლა აღმასრულებელი ხელისუფლების მუშაობის ეფექტიანობას გაზრდის :

 „სავარაუდო ცვლილებების მთავარი მიზანია – ფუნქციური თვალსაზრისით, მთავრობის სტრუქტურის ოპტიმალური შეცვლა, რაც საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის შესაძლებლობას გააჩენს…

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ