ეს მეშვიდე მოწვევის პარლამენტში დეპუტატების რაოდენობის ზრდას უკავშირდება" />

ახალი პარლამენტის შენახვა სომხეთის მოქალაქეებს უფრო ძვირი დაუჯდებათ

ეს მეშვიდე მოწვევის პარლამენტში დეპუტატების რაოდენობის ზრდას უკავშირდება

სომხეთის პარლამენტის დეპუტატების შენახვა გადასახადების გადამხდელებს თვეში 43 ათასი დოლარით მეტი დაუჯდებათ, ვიდრე დათხოვნილი პარლამენტის შემთხვევაში. ეს დეპუტატების რაოდენობის ზრდას უკავშირდება.

რამდენი დეპუტატია ეროვნულ საკრებულოში

მეშვიდე მოწვევის ეროვნულ საკრებულოში 133 დეპუტატი იქნება, მაშინ როდესაც დათხოვნილი პარლამენტი 101 დეპუტატისგან შედგებოდა.

დეპუტატის თვიური ხელფასი დაახლოებით 1300 დოლარს შეადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად მხოლოდ ხალხის რჩეულთა ხელფასზე 2 მილიონ 74 ათასი დოლარი დაიხარჯება.

თუმცა, რეალურად ხარჯი ამ თანხაზე მეტი იქნება, რადგან დეპუტატს ემსახურება მანქანა მძღოლით, ასევე ჰყავს თანაშემწე; რეგიონებიდან ჩამოსულ დეპუტატებს კი დედაქალაქში ბინებიც ერგებათ.

სომხეთის ახალი ხელისუფლება საკუთარი პარკიდან სამსახურის მანქანების ნაწილზე უარს იტყვის

•  სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების შედეგები ყველა პოლიტიკურმა ძალამ ცნო

ვის გადაუხდიან ხელფასს

მეშვიდე მოწვევის ეროვნულ საკრებულოში სამი პოლიტიკური ძალა შევიდა:

  • ნიკოლ ფაშინიანის ბლოკი „ჩემი ნაბიჯი“, რომელმაც 88 სადეპუტატო მანდატი მიიღო;
  • პარტია „აყვავებული სომხეთი“ – 25 მანდატით;
  • პარტია „განათლებული სომხეთი“ – 18 მანდატით.

სახელმწიფო აპარატის ოპტიმიზაციის აუცილებლობა

ადრე პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანი სახელმწიფო აპარატის ოპტიმიზაციისა და მინისტრების რაოდენობის შემცირების შესახებ აცხადებდა:

 „არსებობს მინისტრების რაოდენობის შემცირების რამდენიმე ვარიანტი. ჩვენ დღეს 17 მოქმედი მინისტრიდან სულ 9-11 მინისტრის დატოვებაზე ვლაპარაკობთ. ჩვენთან მართლაც გაბერილი მმართველობის სისტემაა, რომლის პარალელურად მოქმედებს სხვა სტრუქტურებიც, რომლებიც იმავე ფუნქციებს ასრულებენ, რასაც ზოგიერთი სამინისტრო ან ცალკეული უწყება.“

სამინისტროების შემცირება და მთელი სახელმწიფო აპარატის ოპტიმიზაცია მინისტრთა ახალი კაბინეტის ჩამოყალიბების შემდეგ მოხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, ათასობით ადამიანი უმუშევარი დარჩეს.


ასევე წაიკითხეთ