დაუმორჩილებლობის მოძრაობის ლიდერი, რომელმაც ერევნის ქუჩებში ათასობით უკმაყოფილო ადამიანი გამოიყვანა, უკვე არჩეული პრემიერი სარგსიანის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს " />

სომხეთის ოპოზიცია ხავერდოვან რევოლუციას იწყებს

დაუმორჩილებლობის მოძრაობის ლიდერი, რომელმაც ერევნის ქუჩებში ათასობით უკმაყოფილო ადამიანი გამოიყვანა, უკვე არჩეული პრემიერი სარგსიანის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს

ერევნის მთავარ მოედანზე დაუმორჩილებლობის მოძრაობის მორიგი ხალხმრავალი მიტინგი დაიწყო. ადამიანები, რომლებიც ქუჩებში ჯერ კიდევ 13 აპრილს გამოვიდნენ, რათა სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრად არჩევა არ დაეშვათ, პროტესტს მისი არჩევის შემდეგაც აგრძელებენ.  

მიტინგი ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქცია „ელკის“ და პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ ლიდერის ნიკოლ პაშინიანის ჩვეული მისალმებით დაიწყო: „სომხეთის თავისუფალო მოქალაქეებო!“. ეს და სხვა უკვე ტრადიციული მისალმება „სომხეთის ამაყო მაცხოვრებლებო“ – ამ მოძრაობის სიმბოლოებად იქცა.

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი ქვეყნის ყოვლისშემძლე პრემიერ-მინისტრი გახდა. JAMnews-ის რეპორტაჟი: პროტესტის მეხუთე დღე სომხეთში

პაშინიანმა ხალხს მოუწოდა, რომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს, და გამარჯვება გარდაუვალი იქნება.

მიტინგის მთავარი მოწოდება იყო, რომ ბრძოლა მშვიდობიანი უნდა იყოს, რათა პოლიციას დემონსტრაციის დაშლისა და ძალის გამოყენების საბაბი არ მიეცეს.

გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ აქციის ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი სწორედ სტუდენტობამ შეიტანა.

გაისმა ასევე განცხადება, რომ სომხური დიასპორის ცნობილი წარმომადგენლები ამ მოძრაობას ემხრობიან.  

„ჩვენი ქმედებები გააზრებული იყო, დაგეგმილი და ეფექტური. ეს ყველაფერი მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ძალაუფლება ხალხს არ გადაეცემა. ჩვენი მოძრაობის არსი უნდა გვესმოდეს. ჩვენ ამ ხელისუფლების მთელი საქმიანობისა და მოძრაობის პარალიზებას მოვახდენთ. ჩვენს ქმედებებს გავაგრძელებთ. ეს ნერვების ბრძოლაა. და ჩვენ გავიმარჯვებთ. ხავერდოვანი რევოლუცია მოხდება“, – განაცხადა მიტინგზე მოძრაობის აქტივისტმა ტიგრან ავინიანმა.

რამდენიმე საათის წინ არჩევის შემდეგ წარმოთქმულ თავის სიტყვაში სერჟ სარგსიანმა პარლამენტის დეპუტატებს ურჩია, ყველა ღონე იხმარონ იმისთვის, რომ ოპოზიციის ლიდერი, საპარლამენტო ფრაქცია „ელკისა“ და პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ ხელმძღვანელი ნიკოლ პაშინიანი ქუჩიდან პარლამენტში დააბრუნონ

იმ ბრალდების პასუხად, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა პრემიერობა და საკუთარი ხელისუფლების გაგრძელება მოისურვა, სერჟ სარგსიანმა თქვა:  

„ადამიანები ჯერ კიდევ ვერ ხვდებიან, რომ ერთი ადამიანის ძალაუფლება უკვე აღარ იქნება. იქნება პოლიტიკური ძალების ძალაუფლება. ეს სერჟ სარგსიანის ხელისუფლების მესამე ვადა კი არ იქნება, არამედ სომხეთის რესპუბლიკური პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის პირველი ვადა“.

პოლიციამ ქალაქში დიდი ძალა და ტექნიკა განათავსა დემონსტრაციის დასაშლელად, და მედიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ნებისმიერ მომენტში მზადაა, სპეც-საშუალებების გამოყენებით აღკვეთოს დაუმორჩილებლობის მოძრაობის მონაწილეთა ნებისმიერი კანონსაწინააღმდეგო ქმედება.  

დაუმორჩიებლობის მოძრაობის დაწყებისა და ბოლო დღეების მოვლენების შესახებ დაწვრილებით იხილეთ JAMnews-ის მასალებში: 

სომხეთში დაკავებულები არიან პარტიის წევრები, რომლებიც სერჟ სარგსიანის ხელისუფლების გაგრძელების წინააღმდეგ გამოდიან

ერევანი: ოპოზციამ სერჟ  სარგსიანის ხელისუფლების გაგრძელების წინააღმდეგ სადღეღამისო აქციები დაიწყო

ოპოზიცია სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს შენობაში შეიჭრა და პირდაპირი ეთერი მოითხოვა   

ერევანში მეპროტესტეები ღამეს პარლამენტის წინ კარვებში გაათენებენ, რათა 17 აპრილს დეპუტატები შენობაში არ შეუშვან   

შოუ, ძალაუფლებისთვის ბრძოლის ნაცვლად სომხეთში

JAMnews  მოვლენების განვითარებისთვის თვალ-ყურის დევნებას აგრძელებს.

ამავე თემაზე

ვითარება სომხეთში. ათასობით მომიტინგე სერჟ სარგსიანის წინააღმდეგ ქუჩაში გამოვიდა

ვითარება სომხეთში. ათასობით მომიტინგე სერჟ სარგსიანის წინააღმდეგ ქუჩაში გამოვიდა

კორუფციასთან ბრძოლა სომხეთში. მითი და რეალობა

კორუფციასთან ბრძოლა სომხეთში. მითი და რეალობა

სომხეთი გახდა პირველი ქვეყანა ევრაზიის კავშირიდან, რომელმაც ევროკავშირთან თანამშრომლობის რატიფიცირება მოახდინა

სომხეთი გახდა პირველი ქვეყანა ევრაზიის კავშირიდან, რომელმაც ევროკავშირთან თანამშრომლობის რატიფიცირება მოახდინა

სომხეთი: საპროტესტო მოძრაობის ლიდერი ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს მხოლოდ ჟურნალისტების თანდასწრებით გამართავს

სომხეთი: საპროტესტო მოძრაობის ლიდერი ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს მხოლოდ ჟურნალისტების თანდასწრებით გამართავს

სომხეთის

სომხეთის "მარტის მოვლენებიდან" 10 წლის შემდეგ, საპროტესტო აქციის მონაწილეთა მკვლელობის საქმე გაუხსნელია

სომხეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ნიკოლ პაშინიანის წინააღმდეგ მისცა ხმა

სომხეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ნიკოლ პაშინიანის წინააღმდეგ მისცა ხმა

სომხეთში დემონსტრაცია გრძელდება

სომხეთში დემონსტრაცია გრძელდება

სომხეთში კორუფციასთან ბრძოლა გრძელდება, მაგრამ შედეგი ჯერ არ ჩანს

სომხეთში კორუფციასთან ბრძოლა გრძელდება, მაგრამ შედეგი ჯერ არ ჩანს

სომხეთში ძალაუფლებისათვის ბრძოლა შოუს ელემენტებს ითავსებს

სომხეთში ძალაუფლებისათვის ბრძოლა შოუს ელემენტებს ითავსებს


ასევე წაიკითხეთ