ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა" />

სომხეთისა და აზერბაიჯანის სგარეო საქმეთა მინისრების შეხვედრა, შესაძლოა, ივლისში შედგეს

ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა

გამორიცხული არ არის, რომ უახლოეს ხანში აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა შედგეს.  დღეს  სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედვარდ ნალბანდიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს , შესაძლოა, ივლისში მოხდეს.

მინისტრმა ყარაბაღის პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებითაც  გამოთქვა აზრი, და   ყურადღება მოლაპარაკებების პროცესში ყარაბაღის მხარის მონაწილეობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

როდესმე ყველა ეს დოკუმენტი გამოქვეყნდება, და ნახავთ, რომ ყველა მათგანში ნათქვამია: მთიანი ყარაბღის წარმომადგენლები მშვიდობიანი შეთანხმების დადებასა და მოლაპარაკებებში უნდა მონაწილეობდნენ. სხვათა შორის, ეს სამი თანათავმჯდომარე ქვეყნის თანხმობით წყდებოდა. არცახის მხარის გარეშე, შეუძლებელია რაიმე შეთანხმების მიღწევა და  ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება, – თვქ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ტერმინები, ტოპონიმები და იდეები აუცილებელი არ არის, რომ JAMnews-ისა და მისი ცალკეული თანამშრომლების შეხედულებებსა და მოსაზრებებს ემთხვეოდეს. JAMnews უფლებას იტოვებს, წაშალოს პუბლიკაციების ისეთი კომენტარები, რომლებიც შერაცხმყოფელად, მუქარისა დაძალადობის მოწოდების შემცველად იქნება მიჩნეული, ანდა ეთნიკური ან რაიმე სხვა მიზეზით მიუღებელი აღმოჩნდება.

 


ასევე წაიკითხეთ