კლასიკური მუსიკის კონცერტი საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ერევანში მუსიკალური ავტობუსები "დადიან" " />

“სიმფონიური” ავტობუსი

კლასიკური მუსიკის კონცერტი საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ერევანში მუსიკალური ავტობუსები "დადიან" 

თავიდან ადამიანებს სახეებზე გაოცება აღებეჭდებათ, შემდეგ კი ისინი კომიტასის, მოცარტისა და პიაცოლას ნაწარმოებების მოსმენით ტკბებიან და ავტობუსიდან ჩასვლისას მუსიკოსებს ტაშით აჯილდოებენ. უკვე რამდენიმე დღეა, რაც ზოგიერთ ავტობუსში ცოცხალი კლასიკური მუსიკა ჟღერს. ასე ცდილობენ მუსიკოსები, სამსახურსა თუ სასწავლებელში მიმავალი ერევნელები კლასიკურ ხელოვნებას აზიარონ.

“BuSymphony”-ს სახელით ცნობილი არაორდინალური მუსიკალური ფლეშმობი მევიოლინე აშოტ ტიგრანიანის ინიციატივით იმართება. აქციაში “აშოტ ტიგრანიანის კულტურულ-მუსიკალური ფონდის” მიერ შექმნილი სომხურ-ამერიკული კამერული ორკესტრის (United American and Armenian Chamber Orchestra) შემსრულებლები იღებენ მონაწილეობას.

ფლეშმობი გაერთიანებული ორკესტრის პირველი კონცერტისთვის ამზადებს მაყურებელს. ეს ღონისძიება ნოემბერში გაიმართება. ფონდის ხელმძღვანელობა ირწმუნება, რომ ორკესტრის შემადგენლობაში განსაკუთრებულად ნიჭიერი ახალგაზრდა შემსრულებლები შევლენ.

გამოქვეყნდა: 30.09.2016


ასევე წაიკითხეთ