რატომ ბრუნდება ზოგიერთი ტურისტი სვანეთიდან ამ სიტყვებით „ მე იქ მეტად აღარ წავალ?“" />

სვანეთის მეორე მხარეს

რატომ ბრუნდება ზოგიერთი ტურისტი სვანეთიდან ამ სიტყვებით „ მე იქ მეტად აღარ წავალ?“

სვანეთის რეგიონი საქართველოში — ყველაზე მაღალი დასხლებული ზონა ევროპაში ფოტო: პატრიკ სალატი, JAMnews

სვანეთის რეგიონი საქართველოში  — ყველაზე მაღალი დასხლებული ზონა ევროპაში ფოტო: პატრიკ სალატი, JAMnews

სვანეთი – საქართველოს ჩრდილო-დასავლეთით მდებარე კარგად ცნობილი რეგიონია.

აქ უჩვეულოდ მდიდარი ბუნებაა, ყინულით დაფარული მაღალი მთები ჯადოსნურ შთაბეჭდილებას ახდენს. ეს ცნობილი ადგილები სულ უფრო მეტ ტურისტს იზიდავს – ოფიციალური სტატისტიკით, 2018 წელს სვანეთში 15 წელზე უფროსი ასაკის 89 ათასი ტურისტი ჩავიდა.

• ძველი თბილისი და ახალი საქართველო. არის თუ არა ქვეყანა მზად ტურისტული ბუმისთვის

 საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობა იზრდება, ტურისტების მიერ დახარჯული თანხა მცირდება

მაგრამ, მიუხედავად ამისა, ზოგიერთი მათგანი იქიდან ამ სიტყვებით მიემგზავრება: „მეტად არასდროს“.

რატომ?

გზად მთებისკენ

სვანეთის რეგიონი საქართველოში  — ყველაზე მაღალი დასხლებული ზონა ევროპაში ფოტო: პატრიკ სალატი, JAMnews

 „აქ მეტად აღარ ჩამოვალ“– იმედგაცრუებით ამბობს კაროლი, პოლონელი ტურისტი, რომელიც ამ ზაფხულს სვანეთში მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.

მას, ისევე როგორც ბევრ სხვას, მაღალ მთებში – ცნობილ სოფელ უშგულში იმედგაცრუება ელოდა. ეს ადგილი – ევროპაში ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტია, რომელიც იუნესკოს დაცული ობიექტების სიაშია შეტანილი.

ბევრი ტურისტი რაიონულ ცენტრ მესტიიდან უშგულში ფეხით მიმერთება. ოთხდღიანი გზა კავკასიონის დათოვლილ მწვერვალებს შორის – ეს მარშრუტი პოპულარობით სარგებლობს. 

მაგრამ გზის ბოლო ნაწილი საკმაოდ მოსაწყენია, და ბევრი ტურისტი უშგულამდე 10 კილომეტრის დაშორებით შემხვედრი მანქანის დაქირავებას ცდილობს.

სწორედ აქ იწყება ყველაფერი

მესტიიდან უშგულამდე მანქანით დაახლოებით საათნახევრის სავალია. აქ რომანტიკისგან შორს მყოფი სამარშრუტო მანქანებისა და ტაქსის მძღოლები მუშაობენ. ისინი უზარმაზარ ფასს ითხოვენ, რადგან იციან, რომ ამ ადგილებში არცთუ გამოცოცხლებული მოძრაობაა.

ტურისტების ნაამბობით, ისინი ხელსაც კი უშლიან მათ, ვინც მზადაა, რომ ტურისტები უფასოდ გადაიყვანოს.

უკანა გზაზე

სვანეთის რეგიონი საქართველოში  — ყველაზე მაღალი დასხლებული ზონა ევროპაში ფოტო: პატრიკ სალატი, JAMnews

როდესაც ტურისტები უშგულამდე აღწევენ – ირკვევა, რომ ისტორია ამით კი არ სრულდება, არამედ იწყება.

სამარშრუტო მანქანების და ტაქსების მძღოლები მათზე ნამდვილ ნადირობას აცხადებენ, როდესაც მესტიაში დაბრუნებას სთავაზობენ. ძველ მინი-ავტობუსში ერთი ადგილის სანაცვლოდ, ისინი 40 ლარს ითხოვენ [დაახლოებით $12](56 კილომეტრი, საათნახევარის გზა).

ეს ზუგდიდიდან მესტიაში გამგზავრების ფასზე ორჯერ მეტია – ეს გზა კი 136 კილომეტრიანია, და სამი საათი სჭირდება. 

 „დამღლელია, როდესაც სულელად და მეწველ ძროხად აღგიქვამენ“

 „სოფლიდან ჩემი ნებართვის გარეშე, ვერც ერთი სამარშრუტო მანქანა ვერ გავა. არჩევანი არ გაქვთ“ – ქედმაღლურად განგვიცხადა მამაკაცმა, რომელიც უშგულის თვითგამოცხდებული მეფესავით გამოიყურებოდა, და გაგვეცნო: ედუარდი, დისპეტჩერი.

ის ახალი რესტორნის წინ მდებარე სამარშრუტო მანქანების გაჩერებაზე მიმოდიოდა, და ტურისტებს არწმუნებდა, რომ მისი დახმარების გარეშე მესტიამდე ვერ მიაღწევდნენ. შეკითხვაზე, დადიოდა თუ არა მესტიამდე ნორმალური სამარშრუტო მანქანა გონივრულ ფასად, ის უარყოფის ნიშნად თავს აქნევდა და ტურისტებს საკუთარი პერსონის მნიშვნელოვნებას შეახსენებდა.

 „აქამდე გზაში 30 ლარი გადავიხადეთ, ხოლო მესტიაში დასაბრუნებლად 40 ლარს გვთხოვენ. საბოლოოდ 30 ლარზე შევთანხმდით, მაგრამ დამღლელია, როდესაც სულელად და მეწველ ძროხად აღგიქვამენ“– ჩიოდა კაროლი.

რატომ არის ასეთი პრობლემა და რა უნდა გაკეთდეს?

სვანეთის რეგიონი საქართველოში  — ყველაზე მაღალი დასხლებული ზონა ევროპაში ფოტო: პატრიკ სალატი, JAMnews

რამდენიმე ადგილობრივმა მძღოლმა დაიჩივლა, რომ ფასი ასეთი მაღალი (დაახლოებით 64 ლარი [დაახლოებით $300] ერთი სამარშრუტო მანქანის მგზავრებისგან) იმიტომაა, რომ გზა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია.

 „მანქანების შეკეთება ყოველკვირეულად გვიწევს“, – თქვა ერთ-ერთმა მათგანმა.

თუკი ქართულ ენას  და ვაჭრობის უნარებს ფლობ, ფასის დაწევა 20 ლარამდე შეიძლება [დაახლოებით $7]. მაგრამ  ამ საქმეს გაუთვალისწინებელი შედეგები აქვს.

 „ერთ მძღოლს 20 ლარად შევუთანხმდით – და მან მაშინვე გვთხოვა, რომ ფასის შესახებ არავისთვის გვეთქვა. მაგრამ სხვა მძღოლებმა ეს მაინც შეტყვეს –  ისინი ავტობუსს გამოეკიდნენ, დაეწიენ, გააჩერეს და გადმოსვლა გვაიძულეს.

საათნახევრის განმავლობაში ფეხით მივდიოდით, რადგან დათმობა არ გვინდოდა, ისინი კი უკან მოგვყვებოდნენ. საბოლოოდ დაგვნებდნენ, და  სხვა შემხვედრი ავტობუსი გავაჩერეთ“, ჰყვება ერთ-ერთი ტურისტთაგანი ვებ-გვერდზე Caucasus-trekking.com.

 „მოგზაურობით მიღებული მთელი შთაბეჭდილება წაგვიხდა. სვანეთი მშვენიერია, მაგრამ როდესაც იძულებული ხარ, საქმე ისეთ ადამიანებთან გქონდეს, რომელბიც მთელ დღეს უსაქმოდ არიან, შემდეგ კი 50-კილომეტრიან გზაზე არაადეკვატურ თანხას ითხოვენ – ეს საღი აზრის დაცინვაა. ჩემი აზრით, ბუნება ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს“, გაგვიზიარა თავისი შთაბეჭდილებები სლოვაკელმა გოგონამ, რომელმაც საქართველოში ერთი წელიწადი გაატარა.

მესტიის  ადმინისტრაციის ტურისტულ განყოფილებაში პრობლემის თაობაზე კომენტარის გაკეთების თხოვნაზე თქვეს, რომ „ეს მათთვის სრულიად ახალი ინფორმაციაა“.

 „სამარშრუტოების გაკონტროლება რთულია, როგორც ჩანს, მძღოლები მაღალ ფასებს აწესებენ. ამ პრობლემის თაობაზე ადგილობრივ წარმომადგენლებს ინფორმაციას მივაწვდით. თუმცა, მისი გადაჭრა ჩვენს კომპეტენციაში არ შედის, “ –  ნათქვამია სტრუქტურის წერილობით პასუხში.


ასევე წაიკითხეთ