ალა კოკიონის მუსიკალური ფესტივალი. ორი კლიპი არაორდინალური კონცერიდან" />

ოსი ახალგაზრდები პიაცოლას მუსიკას უკრავენ

ალა კოკიონის მუსიკალური ფესტივალი. ორი კლიპი არაორდინალური კონცერიდან

ალა კოკოკიონი სამხრეთ ოსეთში კაშკაშა ბრენდს წარმოადგენს. იგი ოსურად და ესპანურად მღერის. ამბობს, რომ ესპანური ბავშვობიდან უყვარს, მაგრამ უკვე მოზრდილი ადამიანი იყო, როდესაც ამ ენის სწავლა დაიწყო. თავისი პირველი სიმღერა არა ოსურ, არამედ ესპანურ ენაზე, გარსია ლორკას ლექსზე დაწერა.

მაგრამ მისი სიმღერების უმრავლესობა ოსი პოეტის, თაიმურაზ ხაჯეთის ლექსებზეა შექმნილი.

უკვე მეოთხე წელია, რაც ალა კოკიონი კონცერტებს მართავს სკვერში, მაგრამ ფესტივალის ორგანიზება პირველად შეძლო.

კონცერტზე ერთად გამოვიდნენ შემსრულებლები ჩრდილოეთი ოსეთი-ალანიიდან და სამხრეთ ოსეთიდან  –  ახალგაზრდებიც, ნაკლებად ცნობილი მუსიკოსებიც და საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, მევიოლინე გრიგორი ტადტაევიც (“Clever-კვარტეტი”). ფესტივალი კულტურის სამინისტროსა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა.

წვიმა დაიწყო, მაგრამ კონცერტი მაინც არ ჩაშლილა. წარმოდგენა იქვე მდებარე ქორეოგრაფიულ  დარბაზში გამართეს.

ალა კოკიონი თავიდან აკორდეონზე დაკვრას სწავლობდა, მაგრამ ყოველთვის გიტარა უყვარდა, და საბოლოოდ ბედი გიტარას დაუკავშირა, თუმცა ახლა სალამურზე დაკვრას სწავლობს.

ოცნებობს, რომ ოსურ ეროვნულ ინსტრუმენტზე, თორმეტსიმიან ქნარზე დაკვრა ისწავლოს. ალბათ ოდესმე ეს ქნარიც ექნება.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს.

გამოქვეყნებულია: 01.08.2016


ასევე წაიკითხეთ