აქ სამუშაოს მიღება მხოლოდ გაჭირვებული ოჯახებიდან მოსულ ქალებს შეუძლიათ. წარმოების განსაკუთრებული კონტექსტი კი ტურისტებს იზიდავს " />

მხოლოდ ქალებისთვის — როგორ აამოქმედეს სომხეთში “სოციალური ბიზნესი”

აქ სამუშაოს მიღება მხოლოდ გაჭირვებული ოჯახებიდან მოსულ ქალებს შეუძლიათ. წარმოების განსაკუთრებული კონტექსტი კი ტურისტებს იზიდავს

ზარინ გრიგორიანი უკვე გარეცხილ ცხვრის მატყლს ფანტავს და ართავს. რამდენიმე მოძრაობა – და მატყლი ყავისფერ ნართად იქცევა.

ნართი კი ძალიან სწრაფად ხდება კარპეტის ნიმუში – გაკრეჭილი ხალიჩა, რომელსაც იმ საწარმოში ქსოვენ, სადაც ზარინი მუშაობს.

ის 39 წლისაა და ექვსი შვილის დედაა, ცხოვრობს სოფელ შინუაირში, სომხეთის სამხრეთში. ამ სოფელში სამუშაოს მოძებნა მარტივი არ არის. ზარინი და კიდევ თოთხმეტი ქალი შალის საწარმო საამქროში მიიწვიეს.

სამუშაო აქ საკმარისია, და ქალები თვეში 60-120 ათას (დაახლოებით$125-250) იღებენ. და ეს მათი ოჯახებისთვის დიდი დახმარებაა.

ამის შესახებ საამქროს სხვა თანამშრომელი – ზინა მარტიროსიანიც ლაპარაკობს.   მას სამი შვილი ჰყავს, და როგორც თავად ამბობს, არ იცის, მისი ხელფასის გარეშე, მის ოჯახს რა ეშველებოდა.

 „რესურს-ცენტრმა“ შალის წარმოების საამქრო ქალაქ გორისაში ქალებისთვის შექმნა. მაგრამ თავად საამქრო შინუაირში მდებარეობს, რეზინის ფეხსაცმლის ყოფილი ქარხნის შენობაში, რომელიც აქ 90-იანი წლებიდან დგას.

ჰოლანდიელები სომხეთშირამ მოიზიდა აქ ისინი?

• ბიზნესის ხელისუფლებისგან გათავისუფლება სომხეთის ახალი ხელისუფლების პირველი ნაბიჯები

ევროკავშირი-სომხეთის ურთიერთობები „ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდეგ. რატომ არ მოხდა გარღვევა

თავის დროზე ამ ქარხანაში 700 ადამიანზე მეტი მუშაობდა.

„რესურს-ცენტრის“ ხელმძღვანელი რუზანა ტოროზიანი ამბობს, რომ შინუარის საამქრო, რიგი ფაქტორების გათვალისწინებით გაიხსნა:

„ეს ამ ოლქში ყველაზე დიდი სოფელია. თანაც აქ მიგრაციის მაღალი დონეა. ჩვენ ასაკობრივი შეზღუდვები არ დაგვიწესებია. უპირატესობა სამ კატეგორიას მივანიჭეთ: მრავალშვილიან ქალებს; მათ, ვისი ოჯახებიც უზრუნველყოფილი არ არის, და მარტოხელა დედებს.

უკვე სამი წელიწადია, ვმუშაობთ. მათთვის ეს ყოველდღიური სამუშაოა, უქმე დღეებშიც კი დადიან“.

„პროექტი „მატყლიდან ხალიჩამდე“, რომელსაც  „რესურს-ცენტრი“ ახორციელებს, სოციალური საწარმოს მაგალითს წარმოადგენს. ის პოპულარულ პროდუქციას აწარმოებს. მაგრამ მისი მთავარი მიზანი – ამ სოფლის სოციალური პრობლემების მოგვარებაა.

ბოლო დროს სომხეთში სოციალური საწარმოების დიდი რაოდენობა გაჩნდა. თუკი ჩვეულებრივი მეწარმეები თავიანთი საწარმოების წარმატებას შემოსავლის რაოდენობით ზომავენ, ამ შემთხვევაში, ეფექტიანობის მაჩვენებელს გადაჭრილი სოციალური პრობლემების რაოდენობა წარმოადგენს.

თუმცა, რასაკვირველია, სოციალური საწარმოსთვის შემოსავალიც მნიშვნელოვანია. საამქროს შემოსავლის 50 პროცენტი მის განვითარებასა და დახვეწას ხმარდება. მეორე ნაწილი – სოციალურ პროექტებს.

• ჰოლანდიელები სომხეთშირამ მოიზიდა აქ ისინი?

• ბიზნესის ხელისუფლებისგან გათავისუფლება სომხეთის ახალი ხელისუფლების პირველი ნაბიჯები

• ევროკავშირი-სომხეთის ურთიერთობები „ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდეგ. რატომ არ მოხდა გარღვევა

„2017 წელს ჩვენი სოფლის მოსწავლეებისთვის სასკოლო სახელმძღვანელოები ვიყიდეთ. შემდეგ აქ მცხოვრები დევნილი ოჯახების ბავშვებს საჩუქრები ვაჩუქეთ, და ყველა ბავშვისთვის საახალწლო წარმოდგენა გავმართეთ“, ამბობს რუზანა ტოროზიანი.

თავიდან ფაბრიკაში მხოლოდ ძაფებს ართავდნენ. დღეს კი ნატურალური შალისგან დამზადებულ სხვადასხვა პროდუქციას უშვებენ: ხალიჩებს, ტანსაცმელს, ბალიშებს, ჩანთებს, სათამაშოებს.

„ჩვენი განსაკუთრებული ფასეულობა ის არის, რომ ნართი ეკოლოგიურად სუფთაა და ჩვენ მას არ ვღებავთ. ბუნებაში თექვსმეტი ელფერი არსებობს, და ჩვენ ამ ფერებზე ვმუშაობთ. ასეთი საწარმო სომხეთში ერთადერთია“, – ჰყვება რუზანა ტოროზიანი.

სოფელი შინუაირი ცნობილი ტატევის მონასტრის გზაზე მდებარეობს. ამ მონასტერს ყოველწლიურად ათასობით ტურისტი სტუმრობს.

აქამდე ისინი სოფელს გვერდს უვლიდნენ. მაგრამ ახლა ბევრი სოფელშიც შეივლის ხოლმე – სომხური მეხალიჩეობის ტრადიციების გაცნობა აინტერესებთ.

პროგრამა „ჩემი სომხეთის“ ფარგლებში, ჩვენ საგანგებო ტურისტული პაკეტი შევიმუშავეთ. და ბოლო თვენახევრის განმავლობაში ჩვენთან უკვე 86 ტურისტი იმყოფებოდა! “ ამბობს რუზანა ტოროზიანი

ტურისტებისთვის საწარმოში შესვლა ფასიანია. ბილეთში, ექსკურსიის გარდა, გამასპინძლებაც შედის.

ასევე მოიფიქრეს, რომ სოფელში ცხვრების გაკრეჭვის ფესტივალი ჩატარდეს. თავიდან შესაძლებელია მაყურებელივით დააკვირდე, თუ როგორ ხდება ეს ყველაფერი, შემდეგ კი ნახო, თუ როგორ რეცხავენ და ასუფთავებენ მატყლს.

ტურისტებისთვის შემდეგი გაჩერება – იმის ნახვაა, თუ როგორ ფანტავენ და ართავენ მატყლს. და ექსკურსია იქ სრულდება, სადაც უნიკალურ გაკრეჭილ ხალიჩებს ქსოვენ.

„საწარმოში ასევე გთავაზობენ მასტერ-კლესებში მონაწილეობის მიღებას. „ამ სამი წლის განმავლობაში ჩვენ არამხოლოდ წარმოება განვავითარეთ,არამედ ხელი შევუწყვეთ ტურიზმის განვითრებასაც“,  — ამბობს რუზანა ტოროზიანი.

2018 წლის ზაფხულში ცეხის ორი ოსტატი აშშ-ში ფესტივალ „ფოლკ-ლაივში“ მონაწილეობდა. ის ვაშინგტონის შტატის ეროვნულ პარკში სმიტსონის ინსტიტუტის მიერ იყო ორგანიზებული. იქ მათ გაკრეჭილი ხალიჩების შექმნის მთელი პროცესი წარმოადგინეს.

„ფესტივალი ორ კვირას გრძელდება, და ვიდრე ჩვენი ოსტატი ქალბატონები თავიანთ ნამუშევარს წარმოადგენდნენ – ჩვენ ტურისტული წინადადებების შესახებ ვყვებოდით. ამის შედეგს უკვე ახლა ვხედავთ – წელს ჩვენთან ნამყოფი ტურისტების უმრავლესობა ჰყვება, რომ ჩვენს შესახებ აშშ-ში შეიტყეს“, – ამბობს რუზანა ტოროზიანი.

ის იმითაც კმაყოფილია, რომ ამ საწარმოთი მთავრობაშიც დაინტერესდნენ, და ჩინოვნიკები მათთვის ახალი ბაზრის მოძებნასაც ცდილობენ.

„ახლახან ჩვენთან იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სრბუი კაზარიანი. მან თქვა, რომ უკვე არსებობს შეთანხმებები სკანდინავიის ქვეყნებთან და რუსეთში სომეხ მეწარმეებთან. ისინი ჩვენს პროდუქციას წარმოადგენენ. ეს წარმოების მოცულობის გაზრდას გულისხმობს. და ჩვენ მისი ორჯერ და სამჯერ გაზრდას შევძლებთ. ბაზრის გაფართოების შემთხვევაში კი, სამუშაო ადგილების რაოდენობაც გაიზრდება“,  ჰყვება რუზანა ტოროზიანი.

მისი თქმით, სიუნიკის ოლქში, სადაც ეს სოფელი და საამქრო მდებარეობს, მატყლის გადამამუშავებელი დიდი მეურნეობის შექმნის იდეაც არსებობს.

აქ მატყლს ადგილობრივი ფერმერებისგან ჩაიბარებენ, დაამუშავებენ და გარეცხავენ. საამქრო კი ხალიჩების ქსოვასა და წარმოებაზე სპეციალიზდება.

ასეთი საწარმო, ერთი მხრივ, მატყლის გასაღების პრობლემას გადაწყვეტს, მეორე მხრივ კი – ცხვრის მოშენების სტიმული გახდება.

თანაც არამხოლოდ შინუაირში, არამედ მეზობელ სოფლებშიც – ალიზორში, ხოტში, ტატევში, ტეხსა და ხინძორესკში.

 


ასევე წაიკითხეთ