რატომ გამოაქვეყნა ჩეჩნეთის ხელისუფლებამ მტკიცებულებები მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ" />

კადიროვი კადიროვის წინააღმდეგ: გავრცელდა ვიდეო, რომელშიც კადიროვის ძმისშვილი ადამიანებს აწამებს

რატომ გამოაქვეყნა ჩეჩნეთის ხელისუფლებამ მტკიცებულებები მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ

ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის ძმისშვილი ისლამ კადიროვი ჩეჩნეთის დედაქალაქ მერად ყოფნის პერიოდში – 2012 წლიდან 2015 წლამდე, ადამიანებს აწამებდა და სცემდა.

ეს ჩეჩნეთის სახელმწიფო ტელევიზიით გასული სიუჟეტიდან ხდება ცნობილი.

გროზნო, ჩეჩნეთი, 2018 წლის ოქტომბერი. REUTERS/Said Tsarnayev

სიუჟეტში ნაჩვენებია კადრები, რომლებზეც ისლამ კადიროვი საკუთარ ოფისში “დაკითხვას” უტარებს ქალებს, რომლებიც ეჭვმიტანილები იყვნენ თაღლითობაში მუნიციპალური საცხოვრებლის განაწილების დროს.

ის უახლოვდება ქალს შემდეგი სიტყვებით: „მოგკლავ. კამერასთან ამას სპეციალურად ვამბობ” და მკლავში ელექტროშოკერს ურტყამს. შემდეგ ელექტროშოკს ის სხვა ქალის წინააღდეგც იყენებს.

• კანონგარეშე სასჯელები ჩეჩნეთში

სამი რუსი ჟურნალისტი ცენტრალურ აფრიკაში შეიტყუეს და დახოცეს

მხოლოდ კარგი რუსეთის შესახებ. როგორ ფინანსდება და იმართება პრორუსული მედია საზღვარგარეთ

ამის შემდეგ სიუჟეტში ნაჩვენებია, თუ რა მეთოდით ებრძოდა კადიროვი გროზნოში კომუნალური გადასახადების არგადამხდელებს. გროზნოს პოლიციის უფროსის თანხლებით, ისლამ კადიროვი გვიან საღამოს მათ ბინებში აკითხავდა, რა დროსაც ასევე ძალადობას არ ერიდებოდა.

ტელევიზიის მტკიცებით, ადგილობრივი შინაგან საქმეთა სამინისტრო “მოკვლევას აწარმოებს” ისლამ კადიროვის ქმედებებთან დაკავშირებით. რაიმე ცნობები მისი სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ ჯერჯერობით არ არსებობს.

ისლამ კადიროვი ქალის წინააღმდეგ ელექტროშკერს იყენებს. ჩეჩნეთის ტელევიზიის კადრებიდან. 

რა დააშავა სინამდვილეში პრეზიდენტის ძმისშვილმა?

რატომ გადაიცა მაინცდამაინც ახლა მაკომპრომეტირებელი სიუჟეტი რამზან კადიროვის ძმისშვილის საქციელის შესახებ?

რუსული “ნოვაია გაზეტა”, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ეს ამბავი 2016 წელს დაიწყო, როდესაც ჩეჩნეთის მეთაურზე თავდასხმა იგეგმებიოდა. მაშინ, თითქოს, აღმოჩნდა, რომ ამ მცდელობაში ისლამ კადიროვის ბიძაშვილი მონაწილეობდა, რომელმაც მის დახმარებით თავად რამზან კადიროვის საიდუმლო ტელეფონის ნომრის გაგება და ჩეჩნეთის პრეზიდენტის მტრებისთვის მისი გადაცემა მოახერხა.

”ამ სცენაში ყველაზე სენსაციური არა კადრებია, სადაც ისლამ კადიროვი ელექტროშოკით ხალხს აწამებს. სენსაცია აქ სხვა რამეა. რამზანმა პირველად გადაწყვიტა ადამიანი საკუთარი გარემოცვიდან რუსეთის კანონის სრული სიმკაცრით დასაჯოს. ეს ტექტონიკური ძვრაა ჩეჩნეთის რეალობაში, რომელშიც რუსული სამართალდამცავი სისტემა მხოლოდ უბრალო ხალხის დასაშინებლად არსებობდა.  და არასდროს  – ელიტისათვის ”, – წერს “ნოვაია გაზეტა”.

ძნელი სათქმელია, თუ რატომ მიიღო კადიროვმა ასეთი გადაწყვეტილება, აღნიშნავს გაზეთი. მაგრამ აშკარაა, რომ ეს პირდაპირ კავშირშია ელიტის ფართომასშტაბიანი “წმენდასთან”, რომელიც ბოლო სამი თვის განმავლობაში  ჩეჩნეთში მიმდინარეობს.

“წმენდის” პირველი მსხვერპლი ჩეჩნეთის სიდიდით მეორე ქალაქის, არგუნის მერი იბრაჰიმ თემირბაევი გახდა. მის შემდეგ დევნის მახვერპლი სხვა მაღალჩინოსნებიც გახდნენ. “ნოვაია გაზეტას” ინფორმაციით, ისინი და მათი ნათესავები საიდუმლო ციხეებში მყოფბიან, სადაც მათგან წამების გზით იღებენ ინფორმაციას მათი უკანონო ბიზნესის შესახებ და მთელ ქონებას ართმევენ.


ასევე წაიკითხეთ