ნარკოტიკები სატვირთო მანქანის საბარგულ ნაწილში იყო დამალული" />

ირანიდან სომხეთში 105 კგ ჰეროინის შეტანის მცდელობა აღიკვეთა

ნარკოტიკები სატვირთო მანქანის საბარგულ ნაწილში იყო დამალული

დღეს სომხეთ-ირანის საზღვარზე, საბაჟო პუნქტ მეგრიზე ქვეყანაში 105 კგ ჰეროინის შეტანის მცდელობა აღიკვეთა.

ნარკოტიკების მსხვილი პარტიის გადატანას ცდილობდნენ ავტორეფრიჟერატორით, რომელიც მანქანის საბარგული ნაწილის სამალავში წინასწარ იყო მოწყობილი. სატვირთო მანქანის საჭესთან თურქეთის მოქალაქე ფერდი ოზდემირი იჯდა. ცნობილია, რომ მანქანა დარეგისტრირებული იყო კომპანია „DAF“-ის სახელზე, რომელიც ქართულ შპს-ს ეკუთვნის.

საქმის ყველა მასალა უკვე  ეროვნული უშიშროების სამსახურს გადაეცა.

2017 წლის განმავლობაში სომხეთში ფსიქოტროპული საშუალებებისა და ნარკოტიკების შეტანის 71 მცდელობა აღიკვეთა. გამოცდილება აჩვენებს, რომ ნარკოტიკების არალეგალური შეტანის შემთხვევათა უდიდესი ნაწილი სწორედ სომხეთ-ირანის საზღვარზე შეინიშნება. არის ნარკოტიკების საფოსტო ბანდეროლებით შეტანის მცდელობებიც“, – იუწყებიან სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტში.

ამ წლის გასული თვეების განმავლობაში საბაჟო დარღვევის 206 შემთხვევა აღინიშნა.


ასევე წაიკითხეთ