პროფესიულ წინსვლაში თინას თიბისი ბანკის ყოველთვიური სტიპენდია ეხმარება" />

თინა ჩიგოგიძე – დამწყები ბალერინას ამბავი

პროფესიულ წინსვლაში თინას თიბისი ბანკის ყოველთვიური სტიპენდია ეხმარება

ბალეტი ბევრი გოგონას ოცნებაა. ლამაზი კოსტიუმები, თავბრუდამხვევი წარმოდგენები, გასტროლები. თუმცა, ბევრმა არ იცის, რა რთული გზა უნდა გაიარო, სანამ დიდ სცენაზე მოხვდები.

თინა ჩიგოგიძე ცამეტი წლისაა. ხუთი წელია, რაც საბალეტო სკოლაში სწავლობს. მანამდე მოყვარული იყო, საბალეტო წრეზე დადიოდა, შემდეგ მასწავლებელმა მისი ტალანტი შენიშნა და პროფესიონალებთან მისვლა ურჩია.

ახლა უკვე თინამ იცის, რომ მთელ ცხოვრებას ბალეტს მიუძღვნის.

თინა ყოველ თვე თიბისი ბანკისგან სტიპენდიას იღებს, რაც მას პროფესიულ  წინსვლაში ეხმარება. ცოტა ხნის წინ, თიბისი ბანკის მხარდაჭერით, იაპონიაში იყო – რამდენიმე სპექტაკლი იცეკვა და კონკურსში მიიღო მონაწილეობა. ამბობს, რომ ამ მოგზაურობამ ბევრი რამ ასწავლა.

 


ასევე წაიკითხეთ