თვითმფრინავი უკრაინის პრორუსულმა ძალებმა ჩამოაგდეს

წინასწარი გამოძიების ექვსი ძირითადი გარემოება

საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი JointInvestigationTeam დარწმნებულია, რომ 2014 წლის 17 ივლისს სწორედ რუსეთიდან უკრაინაში შეტანილი სარაკეტო დანადგარი “ბუკით” ჩამოაგდეს სამგზავრო ბოინგი МН17. ამ შემთხვევის შედეგად 298 ადამიანი დაიღუპა.

ამის შესახებ ჯგუფის წარმომადგენლებმა განაცხადეს ჰააგის პრესკონფერენციაზე, სადაც მათ ორწლიანი საგამოძიებო სამუშაოების შედეგების შესახებ მოხსენება წაიკითხეს.

JointInvestigationTeam-ის განცხადებას მოსკოვის მყისიერი რეაქცია მოჰყვა. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლთა აზრით, გამოძიება თავიდანვე სპეკულაციებისა და გადაუმოწმებელი ინფორმაციის საფუძველზე მიმდინარეობდა. “დასათანხმებელი, ან უარსაყოფი არაფერია. პირველ რიგში… ესაა წინასწარი დასკვნა. ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ გამოძიება. სამწუხაროდ, რაიმე დამამტკიცებელი საბუთი არ გვინახავს”, – უთხრა BBC-ს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, ვლადიმირ პესკოვმა.

თუმცა, გამოძიებამ განაცხადა, რომ საერთო ვერსიამდე მივიდა და შეადგინა ის  მარშრუტი, რომლის მიხედვითაც “ბუკი”  მოძრაობდა. ამას გარდა, გამომძიებლების თქმით, მათ გამოავლინეს ის  პირები, რომლებსაც კატასტროფის მოწყობაში მიუძღვით ბრალი.

გთავაზობთ წინასწარი გამოძიების ძირითადი გარემოებების მოკლე ჩამონათვალს (შედგენილია “გრომადსკი ტევეს” პუბლიკაციის საფუძველზე):

თვითმფრინავი წინასწარი განზრახვით განადგურდა

გამომძიებლების საერთაშორისო ჯგუფმა უარყო ტერორისტული აქტის, ან ისეთი ტექნიკური გაუმართაობის ალბათობა, რომელიც მალაიზიური ბოინგის ჩამოვარდნას გამოიწვევდა.

“გამომძიებლებმა გამორიცხეს ორი სცენარი – ტექნიკური გაუმართაობა და თვითმფრინავის ბორტზე განხორციელებლი ტერაქტი,” -აღნიშნა ნიდერლანდების გენერალურმა პროკურორმა და გამოძიების კოორდინატორმა ფრედ ვესტერბეკემ.

ასევე, მან ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ ავარიის მომენტში МН17-ის მახლობლად სხვა საფრენი აპარატი არ იმყოფებოდა.

როგორ მუშაობს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი “ბუკი”

“ბუკი” რუსული იყო

საგამოძიებო ჯგუფმა დაადდგინა, რომ თვითმფრინავი 9М38-ის სერიის რაკეტით, საზენიტო-სარაკეტო კოპლექს “ბუკის” საშუალებით ჩამოაგდეს. აღნიშნული მოწობილობა დონბასის ტერიტორიაზე რუსეთიდანაა შეტანილი და ტრაგედიის შემდეგ უკანვე გაიტანეს “Volvo-ს მარკის თეთრი სატვირთო მანქანით”. მოწმეთა ჩვენებების, ფოტოებისა და ვიდეორგოლების საშუალებით მტკიცდება, რომ სატვირთოს რამდენიმე სხვა მანქანა და “სამხედრო ფორმიანი ადამიანები აცილებდნენ.”

 ტერიტორიას, საიდანაც ისროლეს, “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” ბოევიკები აკონტროლებენ

საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი “ბუკი”, რომლითაც ბოინგი МН17 ჩამოაგდეს, პრორუსულად განწყობილმა ბოევიკებმა დონეცკის ოლქის სოფელ პერვომაისკოეს მახლობლად მდებარე ტერიტორიაზე აამოქმედეს.

“ზუსტ ადგილმდებარეობას რაც შეეხება, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ… ეს იყო 600 კვადრატულ მეტრზე დიდი, ხეებით გარშემორტყმული ტერიტორია, დანადგარის გამოყენებისას ამ ტერიტორიას რუსეთის მიმართ ლოიალურად გაწყობილი ბოევიკები აკონტროლებდნენ”, – განაცხადა ნიდერლანდების პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსმა, გილბერტ პაულისენმა.

“ბუკის” ტრანსპორტირების მარშრუტისა და “უტილიზაციის”  ადგილის რეკონსტრუქცია

100 ეჭვმიტანილი

წინასწარი კვლევის პროცესში  ერთობლივი გამოძიების საერთაშორისო ჯგუფმა იმ ასი ადამიანის სახელები დაადგინა, რომლებსაც ამ დანაშაულის ჩადენაში ედებათ ბრალი.

“ამჟამად 100 ეჭვმიტანილი გვყავს. ეს ის პირები არიან, რომლებიც შეიძლება რაიმენაირად იყვნენ დაკავშირებულნი ჩამოგდებულ “ბოინგთან”, ან სარაკეტო კომპლექსის ტრანსპორტირებასთან. ჩვენ თითოეული მათგანის ვინაობა დავადგინეთ. ეს ადამიანები ან “ბუკს” მართავდნენ, ან მისი გაშვების ადგილამდე ტრანსპორტირებას უზრუნველყოფდნენ,” – განაცხადა ნიდერლანდების ეროვნული პროკურატურის ხელმძღვანელმა, ფრედერიკ ვესტერბეკემ.

ჯერჯერობით დამნაშავეებს არ ასახელებენ

ერთობლივი გამოძიების საერთაშორისო ჯგუფი ჯერჯერობით ვერ აცხადებს, რომ რუსეთს, როგორც ქვეყანას, ან მისი მოქალაქეებს სამგზავრო თვითმფრინავ МН17-ის კატასტროფაში მიუძღვით ბრალი.

“ვერაფერს ვიტყვით გარდა იმისა, რომ “ბუკი” რუსეთიდან შემოვიდა და უკანვე დაბრუნდა. ვერ გავაკეთებთ განცხადებებს რუსეთის ფედერაციის, როგორც ქვეყნისა და რუსეთში მცხოვრები ადამიანების მონაწილეობის შესახებ,” – განაცხადა ვესტერბეკემ.

ჯერჯერობით საქმე სასამართლოსთვის არ გადაუციათ

ჯერჯერობით აზრი არ აქვს იმ სასამართლო ინსტანციის განსაზღვრას, რომელიც გამოძიების მასალებს განიხილავს.

“თუ ყველაფერს ვიღონებთ, რაც საჭიროა, დარწმუნებულები ვართ, რომ ეს საკითხი სასამართლო გარჩევის საგნად იქცევა და შესაბამისი ბრალდებაც მომზადდება… სამუშაოს ყველა დაინტერესებული ქვეყანა აწარმოებს და გამოძიებაში საუკეთესო სპეციალისტები არიან ჩართულები,” – განაცხადა ვესტერბეკემ.

გამოქვეყნებულია:30.09.2016


ასევე წაიკითხეთ