როგორ მოახერხა თექვსმეტი წლის შვედმა გოგონამ მთელი მსოფლიოს ეკოლოგიურ პრობლემებზე დაფიქრება " />

ვინ არის გრეტა ტუნბერგი და რატომ უერთდება მას ასობით ათასი ადამიანი

როგორ მოახერხა თექვსმეტი წლის შვედმა გოგონამ მთელი მსოფლიოს ეკოლოგიურ პრობლემებზე დაფიქრება

BBCის ცნობით, კანადაში, 500 ათასი ადამიანი გამოვიდა გრეტა ტუნბერგის მოთხოვნების მხარდამჭერ მარშზე.

რატომ სწორედ კანადა 

მთელი კანადის მასშტაბით გარემოსდაცვითი მოთხოვნებით აქციები და მარშები გაიმართა. ყველაზე მსხვილი მონრეალში ჩატარდა, რომელშიც, დაახლოებით, 400 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.

კოლეჯებმა, უნივერსიტეტებმა და სკოლებმა ამ დღეს ნაწილობრივ ან სრულად გააუქმეს გაკვეთილები. დამსაქმებლებმა საკუთარ პერსონალს მასობრივად შესთავაზეს ანაზღაურებადი უქმე დღე. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მარშის მიმართულებით უფასოდ მოძრაობდა.

კანადაში ახლა საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს. მოსახლეობის ინტერესი ეკოლოგიის მიმართ აქ ტრადიციულად მაღალია. სწორედ ამიტომ, არც ერთ პოლიტიკოსს – პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული, ქალაქების მერებით დასრულებული – არ მოსვლია თავში ამ აქციებში მონაწილეობისგან თავის შეკავება.

იმ პოლიტიკოსების შანსი, რომლებიც გლობალური დათბობის ფაქტს უარყოფენ, კანადაში ნულისკენ იხრება. დავა მიდის იმაზე, 2030 წლისთვის ხელისუფლებამ რამდენად უნდა შეამციროს სათბურის გაზების გამოყოფა 2005 წელთან შედარებით – 70 პროცენტით (როგორ ყველაზე რადიკალები ითხოვენ თუ 30 პროცენტით (როგორც ახლა წერია ხელისუფლების გეგმებში).

ვინ არის გრეტა ტუნბერგი და რას აკეთებს ის პარასკეობით 

მისი სახელი ცნობილი, დაახლოებით, ერთი წლის წინ გახდა. 16 წლის შვედმა, გრეტა ტუნბერგმა განაცხადა, რომ პარასკეობით სკოლაში სიარულზე უარს ამბობს იქამდე, სანამ ქვეყნის ხელისუფლება სერიოზულ ყურადღებას არ მიაქცევს გლობალური ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხეს. მშობლებმა გრეტა ტუნბერგს მხარი დაუჭირეს.

„პარასკევის გაფიცვის“ ინიციატივა მთელ მსოფლიოს ნელ-ნელა ისე მოედო, როგორც ტყის ხანძარი. მას სხვადასხვა ქვეყნიდან ათობით ათასი ბავშვი შეუერთდა.

ორგანიზებულობისა და სოციალური პასუხისმგებლობის მაგალითი, რა თქმა უნდა, გერმანიამ მისცა. ამ ქვეყანაში, სადაც საშუალო განათლება სავალდებულოა, გაკვეთილების გაცდენისთვის მოსწავლეებსა და მათ მშობლებს 150 ევროთი აჯარიმებენ. ყველგან დაუყოვნებლივ დაიწყეს ურთიერთდახმარების სალაროს შექმნა, სკოლის მოსწავლეები რიგრიგობით არ დადიან პარასკეობით გაკვეთილებზე, მშობლები კი რეგულარულად იხდიან ჯარიმებს, ყველა კმაყოფილია.

დიდების მწვერვალზე: ტუნბერგი ტრამპის წინააღმდეგ

გრეტა ტუნბერგი  აკვირდება როგორ ესაუბრება პრეზიდენტი ტრამპი ჟურნალისტებს გაეროს შტაბ-ბინაში. . REUTERS/Andrew Hofstetter

მას შემდეგ, რაც „პარასკევის გაფიცვის“ კამპანია მართლაც მასობრივი გახდა, მან იმ კომპანიების ყურადღება მიიპყრო, რომლებიც საკუთარ პროდუქციას წარმოადგენენ, როგორც ეკოლოგიურს.

მათ შორის არიან ისეთი გიგანტები, როგორებიცაა BMW და Ericsson-ი.

მათი მხარდაჭერით, გრეტა ტუნბერგი გასულ კვირას გაეროში კლიმატური პრობლემებისადმი მიძღვნილ სამიტზე მიიწვიეს სიტყვით გამოსასვლელად. მისი გამოსვლის აპოთეოზი იყო მსოფლიო ლიდერებისადმი მიმართული სიტყვები: „თქვენ ჩვენ გვიღალატეთ!“. მისი ციტირება მთელმა მსოფლიო მედიამ მოახდინა.

ცეცხლზე ნავთი აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა დაასხა, რომელმაც ტვიტერის საკუთარ გვერდზე დამცინავად მოიხსენია ტუნბერგი. ამ ტვიტმა სარეკორდო რაოდენობის „არმოწონება“ დაიმსახურა და უდიდესი რაოდენობის აღშფოთებული კომენტარი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახალგაზრდა ადამიანების ფეისბუკგვერდებზე (ეს იმ დროს, როდესაც აქამდეც არ შეიძლება ტრამპის მიმართ ახალგაზრდების დამოკიდებულებისთვის გვეწოდებინა მხარდამჭერი).

მოწონების მხრივ რეკორდსმენი გახდა 10 წლის ნოვერგიელი მომხმარებლის კომენტარი, რომელიც ეკოლოგიური პრობლემების საქმის კურსშია, მაგრამ ჯერჯერობით არ არის გარკვეული მსოფლიო პოლიტიკაში.  მან გულწრფელად იკითხა: „ყველა წერს, რომ ვიღაც კაცმა გრეტას შეუტია. ამიხსენით, თუ შეიძლება, ვინ არის ეს ადამიანი“.

 


ასევე წაიკითხეთ