ჰოსპიტალიზება მხოლოდ 10%-ს დასჭირდებოდა, ავადმყოფობა დღესასწაულს რომ არ დამთხვეოდა და პოლიკლინიკებს სრული დატვირთვით ემუშავათ" />

ამჟამად ერევნის საავადმყოფოებში 360 ბავშვი გადის მკურნალობას

ჰოსპიტალიზება მხოლოდ 10%-ს დასჭირდებოდა, ავადმყოფობა დღესასწაულს რომ არ დამთხვეოდა და პოლიკლინიკებს სრული დატვირთვით ემუშავათ

ამჟამად ერევანში საავადმყოფოებში 360 ბავშვი გადის მკურნალობას. ისინი მწვავე რესპირატორული ვირუსული დაავადებების გამო არიან ჰოსპიტალიზებულები, არის ასევე ფილტვების ანთების შემთხვევებიც – ძირითადად ორ წლამდე ასაკის ბავშვები არიან.

უმრავლესობას სტაციონარული მკურნალობა არ ესჭიროებოდა, ბავშვებს შორის მძიმე ავადმყოფები არ არიან. ექიმები განმარტავენ, რომ ჰოსპიტალიზება მხოლოდ 10%-ს დასჭირდებოდა, მათი ავადმყოფობა რომ არ დამთხვეოდა დღესასწაულს, როდესაც პოლიკლინიკები სრული რეჟიმით არ მუშაობენ.

„წმინდა ღვთისმშობლის“ სამედიცინო ცენტრის დირექტორის მოადგილემ დავიდ დალაკიანმა განაცხადა, რომ წელს დაავადებული ბავშვების რაოდენობა ნაკლებია, ვიდრე წინა წლებში.

„გასულ წელს, ამ დროს განყოფილებაში თავისუფალი ადგილები არ იყო. წელს კი ასე არ არის“, – თქვა დალაკიანმა.

დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის თანამშრომელმა ლიანა ტოროსიანმა თქვა, რომ ეს ამ სეზონისთვის დამახასიათებელი სიტუაციაა და პანიკის სფუძველი არ არსებობს. მისი აზრით, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში კარანტინის გამოცხადებაზე ჯერჯერობით დაფიქრებაც კი არ ღირს, რადგან ავადმყოფობა ძირითადად ყველაზე მცირე ასაკის ბავშვებს შორის არის გავრცელებული.


ასევე წაიკითხეთ