მაგრამ ჯერჯერობით სომხეთში სულ 15 ელექტროძრავიანი მანქანაა დარეგისტრირებული" />

„ერევანი ფეხით მოსიარულეებისა და ელექტრომობილების ქალაქი გახდება“ – მერია

მაგრამ ჯერჯერობით სომხეთში სულ 15 ელექტროძრავიანი მანქანაა დარეგისტრირებული

ერევნის მერია იმაზე მუშაობს, რომ დედაქალაქში მაქსიმალურად კეთილსაიმედო ეკოლოგიური სიტუაცია შექმნას. ადრე მერმა განაცხადა, რომ ერევანი ავტომობილების ქალაქიდან ფეხით მოსიარულეთა ქალაქად უნდა გადაიქცეს. ახლა კი შემდეგი ამოცანები დგას: შეიქმნას ისეთი პირობები, რაც ადამიანებს ელექტრომობილების საჭესთან გადასხდომას მოტივაციას გაუჩენს, ასევე მოიმატოს იმ საქალაქო ტრანსპორტის რიცხვმა, რომელიც ელექტროობაზე მუშაობს.

მერია საკუთარი თავით იწყებს

ერევნის მერია აუცილებლად მიიჩნევს, პირველ რიგში, ელექტროტრანსპორტის რაოდენობის გაზრდასა და განახლებას. დედაქალაქის მერის პრეს-მდივანმა განაცხადა:

 „როგორც ცნობილია, ერევნის სატრანსპორტო ქსელი რეფორმირება მიმდინარეობს. დაგეგმილია დიზელის ძრავებზე უარის თქმა. განვითარდება გაზზე მომუშავე ძრავები, ასევე სატრანსპორტო პარკის დაახლოებით 10 პროცენტი ელექტროტრანსპორტს დაეთმობა. ეს –  სატროლეიბუსო ქსელის მოდერნიზაციისა და მატების, ასევე ელექტროავტობუსების შეძენის ხარჯზე მოხდება“.

აკოპ კარაპეტიანმა განაცხადა, რომ საამისოდ საგრანტო სახსრებს მოიზიდავენ.

ავტობიზნესის ყველაზე პოპულარული სქემა: ევროპა-საქართველო-ჩრდილო ოსეთი- სამხრეთი ოსეთი-რუსეთი

სომხეთში საჭესთან ტელეფონის გამოყენების გამო ავარიების რაოდენობამ იმატა

სტიმულები ელექტრომობილების მოხმარებისთვის

იმისთვის, რომ ელექტრომობილების გამოყენების სტიმულირება მოხდეს, მთავრობა შეღავათებს აწესებს და საამისოდ აუცილებელ ინფრასტრუქტურას განავითარებს.

უკვე მოქმედებს ავტომობილის გამონაბოლქვისთვის ეკოლოგიური გადასახადისგან გათავისუფლება. პარლამენტმა კი პირველი მოსმენით უკვე მიიღო ქვეყანაში ელექტრომობილის შემოტანის დროს დღგ-ს გადასახადისგან გათავისუფლების კანონპროექტი.

თანაც, მთავრობაში უკვე გამოითვალეს, რომ ეს გარემოება ბიუჯეტში შენატანს ძლიერ არ შეამცირებს, რადგან წელიწადში ელექტროძრავიანი მანქანების ძალიან დიდი რაოდენობა ვერ შემოვა.

ელექტრომობილების რიცხვი

პოლიციის მონაცემებით, სომხეთში ახლა სულ 15 ელექტრომობილია დარეგისტრირებული. პირველი 7 – 2017 წელს არის შემოტანილი, კიდევ 7 – 2018 წელს და მხოლოდ ერთი – 2019 წელს.

მერიის ექსპერტების აზრით, ელექრომობილებისა და საქალაქო ელექტროტრანსპორტის გამოყენებამ, ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით, ქალაქის ეკოლოგიური სიტუაცია მნიშვნელოვნად გააჯანსაღა.

დასატენი სადგურები

ელექტრომობილების გამოყენების სტიმულის მისაცემად 2020 წლისთვის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება იგეგმება, კერძოდ – მათი დასატენი სადგურების რაოდენობის გაზრდა.

ჯერჯერობით გაურკვეველია, კონკრეტულად რამდენი ასეთი მანქანა იქნება, გაიგონებენ თუ არა ამ მოწოდებას სომხეთის მაცხოვრებლები, და უახლოეს ხანში რამდენი ელექტროძრავიანი მანქანა გაჩნდება ქვეყანაში.

ჯერჯერობით სომხეთში სულ 9 სადგური მოქმედებს, რომელთაგან 4 -ერევანშია. მათი უმრავლესობა „ტესლას“ მარკის ავტომობილებზეა გათვლილი. მაგრამ მერიამ უკვე იზრუნა იმაზე, რომ უფრო მეტი ისეთი სადგური გაჩნდეს, სადაც სხვა მანქანების დატენვაც შესაძლებელი იქნება.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ