მაგრამ აფხაზეთში მთელი მოძრაობაა დაწყებული იმისთვის, რომ დეპუტატებს მანქანებიც ჩამოართვან და სხვა პრივილეგიები და შეღავათებიც" />

დეპუტატებს კარგი მანქანები უყვართ

მაგრამ აფხაზეთში მთელი მოძრაობაა დაწყებული იმისთვის, რომ დეპუტატებს მანქანებიც ჩამოართვან და სხვა პრივილეგიები და შეღავათებიც

აფხაზეთში  პარლამენტში მოსახვედრად ადგილობრივი რეალიებისთვის უჩვეულო „კონკურსი“ შეინიშნება – საკანონმდებლო ორგანოში ერთი ადგილის პრტენდენტი, საშუალოდ, ხუთი კანდიდატია.

პარლამენტში საკუთარი კანდიდატურების წაყენება მასობრივი მოვლენა გახდა, და ამ პოტენციური კანდიდატების რიცხვში ბევრი საეჭვო რეპუტაციის ადამიანიც მოხვდა. პროტესტის ინიციატორებს სერიოზული ეჭვი გაუჩნდათ, რომ პარლამენტში მოხვედრის მსურველთა უმეტესობას სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეების გადაჭრის სურვილი კი არ ამოძრავებს, არამედ – საკუთარი, პირადი პრობლემების მოგვარების და პრივილეგიების მიღების სურვილი.

ამგვარმა აჟიოტაჟმა საზოგადოება აიძულა, კონტრზომები მიეღო. პროტესტი სოციალურ ქსელებში ჩაისახა და შემდეგ იქცა მოქალქეების ჯგუფის ინიციატივად, რომლებიც მოითხოვენ, რომ აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატის შესახებ კანონიდან ამოიღონ  დეპუტატის ხელშეუხებლობისა და რიგი სხვა მატერიალური სიკეთის შესახებ ჩანაწერი.

არავითარი შეღავათები დეპუტატებს: რა არის ინიციატივის არსი

ინიციატორი გახდა ცნობილი აფხაზი ჟურნალისტი, „საჭირო გაზეთის“ რედაქტორი იზიდა ჭანია.

Izida Chaniaსოციალური ქსელით გავრცელებულმა მისმა მოწოდებამ საბოლოოდ  მოქალაქეების პარლამენტისადმი ოფიციალური მიმართვის სახე მიიღო, რომელიც წარმოადგენს წინადადებას – არსებულ კანონმდებლობაში უმოკლეს დროში შევიდეს ცვლილებები  პარლამენტის დეპუტატის სტატუსის შესახებ.

წინადადებები თორმეტი პუნქტისგან შედგება და მოთხოვნები იმდენად მკაცრია, რომ  აქ სრულად წარმოდგენას იმსახურებს. ესენია:

  • “აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტის – სახალხო საკრებულოს დეპუტატის სტატუსის შესახებ“ კანონიდან ამოღებულ იქნას მუხლები 19. „სახალხო საკრებულოს დეპუტატის ხელშეუხებლობა“; 20.“ სახალხო საკრებულოს დეპუტატისთვის ხელშეუხებლობის ჩამორთმევაზე თანხმობის მიღების წესი“ და 21. „სახალხო საკრებულოს დეპუტატის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლება”.
  • … განისაზღვროს…  სამუშაო დღის მკაფიო ჩარჩოები, პარლამენტის სესიებზე დასწრების აუცილებლობა, შრომითი შვებულება 24 სამუშაო დღის ვადით და დისციპლინის დარღვევაზე პასუხისმგებლობა. გაუქმდეს სადეპუტატო პენსიები და სხვა შეღავათები, რასაც ჩვენი ქვეყნის რიგითი მოქალაქეები არ ფლობენ. გამოქვეყნდეს დეპუტატების საკრედიტო ისტორიები.
  • გაუქმდეს დეპუტატებისთვის ინდივიდუალური ტრანსპორტის შეძენის პრაქტიკა. შეცვალოს სამსახური მანქანები მიკროავტობუსებით, რომლებიც ხალხის რჩეულებს ქვეყნის ყველა რაიონიდან ყოველდღიურად  სამსახურში მიიყვანენ და უკან წამოიყვენენ. 
  • გაუქმდეს ფულადი სახსრების გამოყოფის პრაქტიკა დეპუტატების პირადი ტრანსპორტის, საწვავისა და მანქანის სხვა საჭიროებებისთვის.
  • კანონმდებლობით გამყარდეს ამომრჩვლებისა და მედიის წინაშე დეპუტატების ყოველწლიური საჯარო ანგარიში და გათვალისწინებულ იქნეს პასუხიმგებლობა ამ ვალდებულების შეუსრულებლობისთვის.
  • დეპუტატებისთვის დადგინდეს ასაკობრივი შეზღუდვები 35-დან 70 წლამდე და დაკანონდეს მათთვის არანაკლებ 5-წლიანი სამუშაო სტაჟის ქონა.
  • აუცილებლად წარმოადგინონ და გამოაქვეყნონ ყოველწლიური დეკლარაცია თითოეული დეპუტატისა და მათი ოჯახის წევრების შემოსავლებისა დ ხარჯების შესახებ. 
  • უზრუნველყონ პარლამენტის სესიის ტელევიზიის პირდაპირი ეთერით ტრანსლაცია.
  • კანონში შევიდეს ამომრჩევლების მიერ დეპუტატების გაწვევის უფლება – იმპერატიული მანდატი, რომელიც მკაფიოდ განსაზღვრავს  დეპუტატის  გაწვევის წესსა და პირობებს.
  • გამოირიცოს… ობიექტების პრივატიზაციაში დეპუტატების მონაწილეობის უფლება და დაწესდეს პრივატიზაციის პროცესზე საზოგადოებრივი კონტროლი.
  • დეპუტატის პარლამენტში ყოფნა ორი ვადით შეიზღუდოს.

იზიდა ჭანია:

„ჩვენ შევეცადეთ მაქსიმალურად დაგვეკონკრეტებინა ჩვენი მოთხოვნები და არ გვაქვს პრეტენზია, რომ ჩვენი წინადადებები კანონში სწორედ ამგვარი ფორმულირებებით მოხვდება. დეპუტატებს შეუძლიათ საკუთარი შესწორებები შეიტანონ და ის წინადადებები მიიღონ, რომლებიც ისევ შემოდის“, – ამბობს იზიდა ჭანია.

ყველაზე მთავარი გზავნილია დეპუტატის ხელშეუხებლობის გაუქმება. პარლამენტის ამ შემადგენლობით ჩვენ აფხაზეთის პარლამენტარიზმის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო რამ გადაგვხდა: მოქმედმა დეპუტატმა ნოდიკ კვიცინიამ უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა – ის ორი ადამიანის მკვლელობის ორგანიზატორი იყო. ახლა ის მართლმსაჯულებას საქართველოს ტერიტორიაზე ემალება“.

 ოპოზიცია მხარს უჭერს

ერთი კვირის განმავლობაში შეგროვდა დაახლოებით 500 ხელმოწერა ამ დოკუმენტზე, რომელიც უკვე პარლამენტის კანცელარიაშია რეგისტირებული და წარმოებაში მიღებული.

ინიციატივას   მხარი დაუჭირა აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერმა ასლან ბჟანიამ. მისი აზრით, ეს კანონპროექტი  უნდა დაამუშავონ და ორი თვის ვადაში უნდა გამოიტანონ საპარლამენტო სესიაზე განსახილველად

 მაგრამ არ ემხრობა საზოგადოების ბევრი წარმომადგენელი. არგუმენტები

“უფრო ეფექტური იქნებოდა  მილიცია, სასამრთლო და პროკურატურა გაგავეძლიერებინა”.

სხვათა შორის, ამ იდეას მოწინააღმდეგეც ბევრი გამოუჩნდა.

ალხაზ ასლანძია, იურისტი:

„კარგად ვერ ვხვდები, რა პრობლემაა ხელშეუხებლობა? დავიჯერო, იმ სახელმწიფო პირებთან, რომლებსაც ეს ოფიციალური ხელშეუხებლობა არ აქვთ, ყველაფრი გარკვეული აქვთ?“

ბლოგერი ახრა სმირი ამ იდეას ჩვეულებრივ პოპულიზმს უწოდებს.

 „არაფერი კარგი ამ ინიციატივაში არ არის: დეპუტატების მიერ ხელშეუხებლობის ანგარებით გამოყენების ერთეულმა შემთხვევებმა აღმასრულებელ ხელისუფლებას დეპუტატებზე ზეწოლის ტოტალური საშუალება არ უნდა მისცეს. დეპუტატებისთვის ხელშეუხებლობის შეზღუდვა იმ ფონზე, რაც ჩვენს მილიციაში, სასამართლოებსა და პროკურატურებში ხდება – დაუშვებელია. ბევრად უფრო ეფექტური იქნება მილიციის, პროკურატურისა და სასამართლოების გაძლიერება – მაგრამ არც მსგავსი ინიციატივა ჩანს და არც შესაბამისი ხელმოწერები“.

ერთ-ერთი დეპუტატობის კანდიდატი ლანა ცაავა:

 ხელისუფლების ყველა შტო თანაბარი და დამოუკიდებელი უნდა იყოს. მაშინ მოსამართლეებსა და პრეზიდენტსაც უნდა მოეხსნათ ხელშეუხებლობა. სოციალური ქსელების საშუალებით სამართლებრივ პრინციპებს უტევენ“.

პარლამენტის სპიკერი ვალერი ბგანბა ასევე სკეპტიკურად ეკიდება დეპუტატის იმუნიტეტის გაუქმებას:

„ხელშეუხებლობის გაუქმება დეპუტატზე ყველა მხრიდან ზეწოლის საშუალებას იძლევა. საგანგებოდ გავეცანი სხვა პარლამენტების გამოცდილებას, და გავარკვიე, რომ დეპუტატის ხელშეუხებლობის პრინციპი მსოფლიოს თითქმის ყველა პარლამენტშია მიღებული“. 

თუმცა, მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტები მიმართვის ავტორების პოზიციაზე არანაირად არ ასახულა.  ამ წინადადებების იგნორირების შემთხვევაში, საინიციატივო ჯგუფი იტოვებს უფლებას, მოუწოდოს ამომრჩევლებს, მონაწილეობა არ მიიღონ არჩევნებში და ეს საკითხები რეფერენდუმზე გაიტანონ.

  • აფხაზეთის რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნები 12 მარტს გაიმართება.
  • 10 თებერვალს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაასრულა საკუთარი კანდიდატების წარმდგენი პოლიტიკური პარტიებისა და საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაცია. პარლამენტში, რომელიც მაჟორიტარული სისტემით აირჩევა, საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი სულ 135 ადამიანი იყრის კენჭს.
  • გარდა ამისა, ოთხი პოლიტიკური პარტია, რომლებსაც დეპუტატობის კანდიდატების წარდგენის უფლება აქვთ, ჩამოყალიბდა თავის სიებთან დაკავშირებით. პარტიებმა „აინარმა“ და „ამცახარამ“ 8-8 კანდიდატი წარადგინეს: “აფხაზეთის სახალხო ერთობის ფორუმმა“ – 7 და „ სახალხო ფრონტმა სამართლისა და განვითარებისთვის“ – 3 კანდიდატი.
  • ათი დღის განმავლობაში ცენტრალურმა საარჩევნო კომიტეტმა თითოეული პრეტენდენტის მიერ წარდგენილი საბუთები უნდა განიხილოს, რის შემდეგაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მათი კანდიდატატად  რეგისტრაციის შესახებ.
  • საპარლამენტო არჩევნების პროცედურის თანახმად, თითოეულმა კანდიდატმა უნდა გაიაროს ნარკოლოგიურ დისპანსერში გამოკვლევა, ფსიქიატრთან გასაუბრება და წარადგინოს ცნობა შინაგან საქმეთა სამინისტროდან, რომ კრიმინალური წარსული არ აქვს.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები და ავტორის ტერმინოლოგია მის პოზიციას გადმოსცემს და, შესაძლოა, რედაქციის მოსაზრებებს არ ემთხვეოდეს
Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ