თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ფიზიკოსი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა" />

გარდაიცვალა ცნობილი ბრიტანელი მეცნიერი სტივენ ჰოკინგი

თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ფიზიკოსი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

14 მარტს, 78 წლის ასაკში, ინგლისში სტივენ ჰოკინგი გარდაიცვალა.

ჰოკინგს ჯერ კიდევ 1963 წელს დაუსვეს „გვერდითი ამიოტროპიული სკლეროზის“ დიაგნოზი. დაავადების პროგრესირებასთან ერთად მეცნიერი სავარძელს მიეჯაჭვა. მას მხოლოდ რამდენიმე თითის განძრევა შეეძლო.

ჰოკინგის სამეცნიერო ინტერესების სფერო, პირველ რიგში,  კოსმოსისა და სამყაროს მოწყობის პრობლემებს მოიცავდა. მას ეკუთვნის რამდენიმე მნიშვნელოვანი აღმოჩენა.

მეცნიერს მიაჩნდა, რომ უახლოესი ორასი წლის განმავლობაში კაცობრიობა ნაწილობრივ მაინც უნდა გადასახლდეს სხვა პლანეტებზე, რადგან დედამიწაზე უკვე 21-ე საუკუნიდან სივიწროვე იქნება.

ჰოკინგმა პირველ რიგში მეცნიერების პოპულარიზაციით გაითქვა სახელი. მან დაწერა რიგი სამეცნიერო-პოპულარული წიგნებისა, რომელთა შორის ყველაზე ცნობილია – „დროის მოკლე ისტორია“, „შავი ხვრელები და ახალგაზრდა სამყაროები“, „სამყარო კაკლის ნაჭუჭში“.

ჰოკინგს უამარავი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის ბრიტანეთის იმპერიის ორდენი, რაც რაინდობაზე მხოლოდ ერთი წოდებით ნაკლებია. მიუხედავად იმისა, რომ ჰოკინგი აშშ-ს მოქალაქე არ იყო, ბარაკ ობამამ, აშშ-ს პრეზიდენტად ყოფნის დროს, მეცნიერი პრეზიდენტის თავისუფლების მედალით დააჯილდოვა. ეს ჯილდო აშშ-ს მოქალაქეებისთვის ორ უმაღლეს ჯილდოს შორის ერთ-ერთია.


ასევე წაიკითხეთ