ეს გადამღები ჯგუფი, უკვე რამდენიმე წელია, აფხაზეთის ყველა მთიან რაიონში საფეხმავლო, საცხენოსნო თუ საავტომობილო ექსპედიციებს აწყობს" />

გამოვიდა მთიანი აფხაზეთის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი

ეს გადამღები ჯგუფი, უკვე რამდენიმე წელია, აფხაზეთის ყველა მთიან რაიონში საფეხმავლო, საცხენოსნო თუ საავტომობილო ექსპედიციებს აწყობს

აფხაზეთში ახალ დოკუმენტურ ფილმს „ბუნების იდუმალი სულის ქვეყანას“ განიხილავენ. ფილმის ავტორები – თენგიზ თარბა და ალან ვოუბა მასზე რამდენიე წელიწადს მუშაობდნენ. ავტორები მიზნად ისახვდნენ, მთიანი აფხაზეთის ის სილამაზე ეჩვენებინათ, რომლის ნახვაც მხოლოდ საგანგებო ალპინისტური მომზადების მქონე ადამიანებს შეუძლიათ.

ფოტოზე მარცხნივ – ალან ვოუბაა, მარჯვნივ – თენგიზ თარბა

“ფილმისთვის ტექსტის მომზადებისას, აფხაზი ისტორიკოსის შალვა დენისოვიჩ ინალ-იპას ნაშრომებს ვეყრდნობოდით“, – ამბობს თარბა.

ინალ-იპას წიგნიდან:

„ სტრაბონი შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთი სანაპიროს მთიელ მოსახლეობაზე გვიამბობს, მთის ფერდობებზე ცოცვის წესებს აღგვიწერს: „ზამთარში მთის მწვერვალები მიუღწეველია, ზაფხულობით კი ადამიანები მათზე ადიან – ფეხსაცმლის ტყავის ძირებზე ფართო, ლიტავრისმაგვარ რკინებს იმაგრებენ,  თოვლსა და ყინულზე სიარული რომ შეძლონ“.

ექვსი წლის წინათ თენგიზ თარბამ და ალან ვოუბამ დააარსეს ფონდი „მთიანი აფხაზეთი“. იდეა მარტივად ჟღერდა – მთიანი აფხაზეთის პოპულარიზაციით მისი ბუნების გადარჩენას უნდა დახმარებოდნენ. ფონდი ატარებს ექსკურსიებს, უშვებს ბუკლეტებსა და კალენდრებს, აწყობს ფოტო-გამოფენებს – და დოკუმენტურ ფილმებს იღებს.

2015 წლიდან ფონდი ახორციელებს განსაკუთრებულ, მთელი კავკასიისთვის უნიკალურ პროექტს, სახელწოდებით „წელიწადის დრონი“. იდეის მიხედვით, წელიწადის თითოეულ დროს აფხაზეთის მთიან რაიონებში საფეხმავლო, საავტომობილო და საცხენოსნო ექსპედიციები მოეწყოს.

იმ ადგილების ჩამონათვალში, სადაც ეს ჯგუფი იმყოფებოდა, არის ისეთი ძნელად მისაღწევი ადგილები, როგორიცაა აგურას ჭაობი, გრიბზას ხეობა, არბაიკას მთიანი მასივი, ადიუადას ტბა.

ყველაზე უნიკალურად იქცა ზამთრის ის ოთხი ექსპედიცია, რომელთაგან თითოეული ათ დღეს გრძელდებოდა. ჯგუფი ისეთ ძნელად მისადგომ მთიან რაიონებში იმყოფებოდა, სადაც აქამდე მხოლოდ ვერტმფრენებით აღწევდნენ. იმ ადგილებში თოვლის სიღრმე 14 მეტრს უტოლდება.

“პირველად მოხდა, რომ  მთიანი აფხაზეთის ზამთრის ბუნება გადაიღეს და ფოტოები მსოფლიოს უჩვენეს“, – ამბობდა თენგიზ თარბა ფოტოგამოფენა „წელიწადის დრონის“ გახსნაზე 2016 წლის ნოემბერში.

ფონდის პროექტები  როგორც კერძო კომერციული კომპანიების, ისე სახელმწიფო სტრუქტურების თანხებით ხორციელდება. ფილმის „ბუნების იდუმალი სულის ქვეყანა“ გადაღებას მხარი დაუჭირა აფხაზეთის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ, გენერალური სპონსორი გახდა კომპანია „აკვა ფონ GSM“.

ფილმის პრემიერა აფხაზეთში 2017 წლის 22 აპრილს შედგა.

ფოტოები წარმოდგენილია ფონდის „ მთიანი აფხაზეთის“ მიერ. მეტი ფოტოს ნახვა შესაძლებელია Jamnews-ის  სტატიაში „ ეს თოვლი არავის უნახავს“

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს 

ასევე წაიკითხეთ