ფუად გრაჰმანლი საკუთარ დანაშაულს აღიარებს და ამბობს, რომ თანამდებობა „თავისი ლიდერისა და პარტიის გამო“ დატოვა " />

ბაქო: ოპოზიციონერი, რომელიც ქალიშვილმა ოჯახურ ძალადობაში ამხილა, თანამდებობიდან გადადგა

ფუად გრაჰმანლი საკუთარ დანაშაულს აღიარებს და ამბობს, რომ თანამდებობა „თავისი ლიდერისა და პარტიის გამო“ დატოვა

21 სექტემბერი 

ოპოზიციური პარტია „აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარის მოადგილე ფუად გრაჰმანლი თანამდებობიდან მას შემდეგ გადადგა, რაც უფროსმა ქალიშვილმა ის ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულა. ამან სოციალური ქსელებსა და მედიაში დიდი გამოხმაურება ჰპოვა. თავის გადაწყვეტილების არგუმენტად გრაჰმანლიმ მოიყვანა ის, რომ არ სურს, ზიანი მიაყენოს პარტიის ლიდერს ალი ქერიმლის და მთლიანად პარტიას.

 „ყოველთვის მზად ვიყავი ჩემი ლიდერისა და პარტიისთვის თავი გამეწირა. და ახლა ისევ არა საკუთარ სიმართლეზე ვფიქრობ, არამედ იმაზე, რომ ამ სიტუაციით ვერავინ ისარგებლოს, და „სახალხო ფრონტს“ სახელი ვერ შეულახოს“, – წერს გრაჰმანლი თავის Facebook-გვერდზე.

ასევე მან „სახალხო ფრონტის“ ყველა მომხრეს მოუწოდა, რომ 28 სექტემბერს პოლიტპატიმრებისა და დემოკრატიული არჩევნებისადმი მიძღვნილ მიტინგზე მივიდნენ.

20 სექტემბერი 

ოპოზიციური პარტიის „სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარის მოადგილე ფუად გრაჰმანლი თავისმა ქალიშვილმა ოჯახურ ძალადობაში, სისასტიკესა და სადიზმში დაადანაშაულა. ამან საზოგადოების აქტიურ ნაწილს შოკი მოჰგვარა და ადამიანები ორ „ბანაკად“ დაყო. ერთი ნაწილი გოგონას იცავს და მისი საქციელით აღფრთოვანებულია, სხვები ცდილობენ, რომ ის სიცრუეში ამხილონ და მამას ამართლებენ. სიტუაციას ის ართულებს, რომ ეს „სახალხო ფრონტის“ მორიგი მიტინგის წინ მოხდა.

• კომენტარი: რატომ ამართლებენ აზერბაიჯანში ოჯახურ ძალადობას?

• ოჯახური ძალადობა სომხეთში – სიკვდილით დასრულებული ოჯახური პრობლემები

 „დამნაშავე და სადისტი“

18 წლის სელიჯანმა თავის  Facebookგვერდზე განაცხადა,  რომ მისი მამა ფუად გრაჰმანლი„დამნაშავეა, რომელმაც საკუთარ ქალიშვილს მუხლი მოტეხა, ცოლს კი – თითები“.

გოგონა მოჰყვა, თუ როგორი საშინელი ატმოსფერო სუფევს მათ ოჯახში10 წლის განმავლობაში.  როგორ სცემდა მუდმივად მამა თავის ცოლს და ქალიშვილებს, ამცირებდა, და სკანდალებს აწყობდა. მისი პარტიელი მეგობრები კი ცოლს მოუწოდებდნენ, რომ გაჩუმებულიყო, რათა მისთვის კარიერა არ გაეფუჭებინა. 

სელიჯანის თქმით, რომელიც ახლა ევროპაში სწავლობს, ის თავის მოვალეობად მიიჩნევს, რომ სიმართლეს ფარდა ახადოს. რადგან საუბარი მხოლოდ მამამისს არ ეხება, არამედ პოლიტიკოსსაც, რომელიც ტრიბუნებიდან ადამიანის უფლებებზე, თავისუფლებასა და სამართლიანობაზე ლაპარაკობს.

 „ის დრამატიზებას ახდენს“

ფუად გრაჰმანლი – პარტია „სახალხო ფრონტში“ მეორე კაცი, და ყოფილი პოლიტიკური პატიმარია.

უფროსი ქალიშვილის სელიჯანის გარდა, მას კიდევ ჰყავს უმცროსი ქალიშვილიც – 15 წლის სანაი.

Facebook-ზე გამოქვეყნებული მამხილებელი სტატუსის შემდეგ ფუად გრაჰმანლი თავიდან ირწმუნებოდა, რომ მისი ქალიშვილის პროფილი გატეხეს. 

მაგრამ სელიჯანმა დაადასტურა, რომ მამაზე ის სტატუსი თავად დაწერა.

მაშინ გრაჰმანლიმ პოზიცია შეცვალა, და დაიწყო ლაპარაკი, რომ მისი ქალიშვილი „დრამატიზებას ახდენს“. ანუ, მათ ოჯახში მძიმე პერიოდი ჰქონდათ, თუმცა უკვე დიდი ხანია, ყველაფერი მოგვარდა, არასდროს არანაირი საშინელება არ ხდებოდა, სელიჯანი კი ძალიან ნორჩი და ემოციურია. და გრაჰმანლის ვერსიით, გოგონას  ემოციურობით მისმა პოლიტიკურმა ოპონენტებმა ისარგებლეს.

მაგრამ ფუად გრაჰმანლის ცოლმა ქალიშვილის სიტყვები დაადასტურა. წვრილმანების მოყოლის გარეშე, მან უბრალოდ თქვა, რომ სელიჯანი სიმართლეს ამბობს. 

„რა საშინელებაა“ თუ „ეს ოჯახური საკითხია“?

ფუად გრაჰმანლის დასაცავად ბევრი მისი თანამებრძოლი გამოვიდა. აი, მათ მიერ წარმოდგენილი ძირითადი „ვერსიები“ და „არგუმენტები“:

  • გოგონა ჭკუიდან შეიშალა;
  • ეს ხელისუფლებისა და კონკურენტების მაქინაციებია, რათა  28 სექტემბერს დანიშნული „სახალხო ფრონტის“ მიტინგიდან ყურადღება გადაიტანონ.
  • ფუად გრაჰმანლიმ ციხეში წამება გადაიტანა, ამიტომ მას ეს შეიძლება ეპატიოს;
  • გოგონას ჰოლანდიაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღება სურს, ფემინისტურ ბოდვაშია, და თანაც, ჯვარს ატარებს [აზერბაიჯანი საერო ქვეყანაა, მაგრამ ჯვრის ტარება  ზოგიერთმა მუსლიმმა, შესაძლოა, ამორალურობის ნიშნად აღიქვას – რედაქციის შენიშვნა].

არცთუ ცოტაა ისეთი ადამიანი, ვისაც მიაჩნია, რომ ცემა ჩვეულებრივი „ოჯახური საქმეა“, ოჯახის უფროსს ამის უფლება აქვს, და უცხოები არ უნდა ჩაერიონ.

მაგრამ სოციალური ქსელის მომხმარებელთა უმეტესობამ სელიჯანის მხარე დაიკავა. ადამიანები ამბობდნენ, რომ მან ძალიან გაბედული და მნიშვნელოვანი საქციელი ჩაიდინა. ისინი გოგონას, მის დედასა და დას უთანაგრძნობდნენ, და „სახალხო ფრონტის“ მიმართ თავიანთ სრულ იმედგაცრუებას გამოთქვამდნენ.  

ეს სიტუაცია იმის გამოც არის მნიშვნელოვანი, რომ ის აზერბაიჯანში ოჯახური ძალადობის თემას კიდევ ერთხელ (და ძალიან მწვავედ) აყენებს. 


ასევე წაიკითხეთ