ერთ-ერთი ლოზუნგთაგანი იყო "არა ოჯახურ ძალაუფლებას"" />

ბაქოში ოპოზიციის მიტინგი ჩატარდა

ერთ-ერთი ლოზუნგთაგანი იყო "არა ოჯახურ ძალაუფლებას"

აზერბაიჯანის ოპოზიციის მიტინგი 8 აპრილს ბაქოს გარეუბანში ჩატარდა. დემოკრატიულ ძალთა ეროვნული საბჭო მიტინგის ჩატარებას 9 აპრილს გეგმავდა, მაგრამ ხელისუფლებამ ეს თარიღი ერთი დღით ადრე გადაიტანა. მიტინგი ჩატარდა ლოზუნგებით “არა ძარცვას!”, “თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს!”, “არა მონარქიას!”

ქალაქი ბაქოს პოლიციის მთავარმა სამმართველომ განაცხადა, რომ მიტინგში 1500 ადამიანი მონაწილობდა. JAMnews-ის კორესპონდენტების დაკვირვებით, მომიტინგეთა რიცხვი ოფიციალურად გახმაურებულ რაოდენობაზე ორჯერ მეტი იყო – დაახლოებით სამი ათასი.

ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ, აზერბაიჯანის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ჯამილ ჰასანლიმ თავის გამოსვლაში თქვა: “ახლა სწორედ კარგი დროა მიტინგებისთვის. პოლიტპატიმრების პრობლემა სულ უფრო იზრდება. მიუხედავად 6 პოლიტპატიმრის გათავისუფლებისა, კიდევ 8 დააპატიმრეს, და მოცემულ მომენტში პოლიტპატიმართა რიცხვმა 162-ს მიაღწია. ამას მტკიცე “არა” უნდა ვუთხრათ”.

სახალხო ფრონტის პარტიის თავმჯდომარე ალი ქერიმლი: “ჩვენი აზრით, აზერბაიჯანში უსამართლობა სუფევს, ხელისუფლება ხალხს არ აურჩევია, ადამიანებს უფლებები და თავისუფლებები ჩამორთმეული აქვთ, და ამიტომ საჭიროა სერიოზული ცვლილებები”

მიტინგი დაახლოებით ორ საათს გრძელდებოდა. არავითარი ინციდენტი არ მომხდარა

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ