ეს მის ბიოგრაფიაში პირველი დანაშაული არ არის " />

აფხაზეთის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ადამიანის გატაცებაშია ეჭვმიტანილი

ეს მის ბიოგრაფიაში პირველი დანაშაული არ არის

აფხაზეთში, სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა ბიზნესმენს, პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს, არტურ ანქვაბს, რომელიც სხვა ბიზნესმენის, არმენ გრიგორიანის გატაცებაშია ეჭვმიტანილი.

არმენ გრიგორიანი სოხუმში ცხოვრობს და მუშაობს. ის 2019 წლის 24 ნოემბერს გაიტაცეს. მისი გათავისუფლების სანაცვლოდ, ოჯახს 17 მილიონი რუბლი (280 ათასი დოლარი) მოსთხოვეს.

• მძარცველები და პოლიცია – რით დააფრთხო აფხაზეთის კურორტებმა რუსი ტურისტები

• მოსაზრება: რა უფრო მნიშვნელოვანია აფხაზეთისთვის საუბრები იარაღის ამოღებაზე თუ კორუფციის წინააღმდეგ კანონის მიღება?

ერთი კვირის შემდეგ, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების დროს, ის გუდაუთის რაიონის ერთ-ერთ დასახლებაში აღმოაჩინეს. გატაცებაში ეჭვმიტანილის სტატუსით, რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, არტურ ანქვაბი დააკავეს.

სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მუხლით, რომელიც ასე ფორმულირდება – „ადამიანის გატაცება ჯგუფის მიერ, წინასწარი შეთანხმებით“.

არტურ ანქვაბი – აფხაზეთში ცნობილი ფიგურაა. მიმდინარე წელს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე, მან ორ პროცენტზე ცოტათი ნაკლები ხმა მიიღო. მანამდე, ის კოლონიიდან გამოვიდა, სადაც ორი წელი გაატარა იმის გამო, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა ადამიანი. ის 2017 წელს, ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლდა.

საინტერესოა, რომ 2012 წლამდე, არტურ ანქვაბი სოხუმის მილიციის სკოლას ხელმძღვანელობდა.

არტურ ანქვაბი – მილიციის სკოლის ხელმძღვანელი, დამნაშავე, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი

სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო


ასევე წაიკითხეთ