აფხაზეთში მცხოვრები ქართველი მოსახლეობის პრობლემა მოიხსნა" />

ენგურის ხიდის გავლით გალსა და ზუგდიდს შორის მიმოსვლა აღდგა

აფხაზეთში მცხოვრები ქართველი მოსახლეობის პრობლემა მოიხსნა

გალი. დმიტრი სტატეინოვის ფოტო, JAMnews

ენგურის ხიდის გავლით გალსა და ზუგდიდს შორის მიმოსვლა აღდგა. ადმინისტრაციული საზღვარი 11 იანვარს დაიკეტა.

როგორც სოხუმში განმარტეს, ეს იყო კარანტინი, რომელიც საქართველოში გავრცელებულ ღორის გრიპს უკავშირდებოდა.

როგორ დავიცვათ თავი გრიპისგან. დეტალური ინსტრუქცია

ქართველები აფხაზეთში: დარჩა ერთი გადასასვლელი

ეს საქართველოში, ზუგდიდის რაიონში დარჩენილი ერთადერთი გადასასვლელია და ის ძალიან მნიშვნელოვანია აფხაზეთში, გალის რაიონში მცხოვრები ქართული მოსახლეობისთვის. ბევრი ადგილობრივი ყოველდღიურად გადადის ენგურის ხიდს, რამდენადაც ბევრ მათგანს სამსახური ან ბიზნესი მეორე მხარეს აქვს, იქ ცხოვრობენ მათი ნათესავები. ასევე, ბევრს შვილები დაჰყავს ზუგდიდის რაიონის სკოლებში, ანდაც, იქ იღებენ პენსიებსა და დახმარებებს.

20 იანვარს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა გალის რაიონის ადმინისტრაციის შენობასთან მიტინგი გამართეს. საზღვრის დაკეტვასთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაცია, პირადად ადმინისტრაციის უფროსმა, თემურ ნადარაიამ განმარტა და პირობა დადო, რომ ჩვეულებრივი რეჟიმი მალე აღდგებოდა.

მართალია, ენგურის ხიდის გავლით გადასასვლელი გახსნილია, მაგრამ იქ ისევ მუშაობს სამედიცინო პუნქტი.

„ადამიანებმა, რომლებიც ხიდს კვეთენ და დაავადების აშკარა ნიშნები აღენიშნებათ, აუცილებლად უნდა გაიარონ შემოწმება, მათ შორის, მობილურ ფლუოროგრაფიულ პუნქტში. თუკი ღორის გრიპთან დაკავშირებით გაჩნდება ეჭვები, ეს ადამიანები უკან გაიგზავნებიან“, – ამბობს აფხაზეთის მთავარი სანიტარული ექიმი, ლუდმილა სკორიკი.

შეზღუდვის მოხსნიდან 24 საათის განმავლობაში, ენგურის ხიდი 500-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა.

სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews- იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ