კორესპონდენტი 1990 წლის კონფლიქტის შემდეგ გამყოფი ზოლის - ენგურის ხიდის მიმდებარე სოფლებში " />

ქართველები აფხაზეთში: დარჩა ერთი გადასასვლელი

კორესპონდენტი 1990 წლის კონფლიქტის შემდეგ გამყოფი ზოლის - ენგურის ხიდის მიმდებარე სოფლებში

 2017 წლის დასაწყისისთვის ქართულ-აფხაზურ საზღვარზე გამშვები პუნქტების რაოდენობა ექვსიდან ორამდე შემცირდა. უახლოეს ხანში მხოლოდ ერთი დარჩება. აფხაზეთის ტერიტორიიდან საქართველოში გადასვლა მხოლოდ ენგურის ხიდზე მდებარე საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან იქნება შესაძლებელი.

აფხაზეთში, გალის რაიონში, პრაქტიკულად, მხოლოდ ეთნიკურად ქართველები ცხოვრობენ, და მათი სტატუსი, მრავალი წელია, გაურკვევლად არის დარჩენილი. თითქმის არცერთ მათგანს არ აქვს აფხაზის მოქალაქეობა – 17,800 ადამიანიდან მხოლოდ 340-ს  აქვს აფხაზური პასპორტები. დანარჩენებს ან საქართველოს მოქალაქეობა აქვთ, ან აფხაზური პასპორტი ანულირებული მოქლაქეობით, ანდა საგანგებო ცნობა – ფორმა ნომერი ცხრა. ან – სულაც არაფერი.

ენგურის ხიდი
“საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ვერ ვიტყვი – თუ აქამდე გალში მცხოვრებ ქართველებს, აფხაზური პასპორტის მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება შეეძლოთ, ამჯერად უკვე არჩევანის გაკეთება მოუწევთ.  JAMnews-ის ანალიზი

ქვედა ზონა

ეს განსაკუთრებული ადგილია. გზიდან, რომელიც საქართველო-აფხაზეთის საზღვარს მიუყვება, და რომლის გასწვრივაც მრავალი სოფელი მდებარეობს – საქართველო ხელის გაწვდენაზეა. უბრალოდ, სახლიდან გასვლა და ორი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო.

2016 წლის მარტამდე საზღვარზე ექვსი გამშვები პუნქტი მუშაობდა. ახლა მხოლოდ ორია – ენგური(მთავარი) და პაპინრხუა (ნიშნავს – „ზედა ზონას“ JAMnews). როდესაც სოფელ პაპინრხუაში გზას შეაკეთებენ – ამ გამშვებ პუნქტს ჩაკეტავენ.

 

თავიდანვე ასე იყო ჩაფიქრებული და ამ სიახლეს ორი ამოცანა უნდა გადაეჭრა:რაიონში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და საქართველო-აფხაზეთის საზღვრის გამაგრება, რაც მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ახალ რუსულ-აფხაზურ ხელშეკრულებაში ცალკე პუნქტად არის შესული.

 

2016 წელს აფხაზეთმა რუსეთიდან მიღებული დახმარების თანხიდან 153 მილიონი რუბლი (დაახლოებით $2,5 მილიონი) დახარჯა გალის რაიონის „ქვედა ზონაში“  32-კილომეტრიანი გზატკეცილის აღსადგენად. ახლა რაიონის ნებისმიერი წერტილიდან ცენტრალურ ხიდამდე დაახლოებით ნახევარ საათში შეიძლება მისვლა.

 

 

 

 

იმ გზის გვერდით, რომელიც უკვე დაკეტილ გამშვებ პუნქტ „ნაბაკიამდე“ მიდის, რუსი გუშაგები დგანან. ამ გამშვები პუნქტის დაკეტვის შემდეგ მათ მოვალეობაში  საქრთველო-აფხაზეთის საზღვრის გასწვრივ გამავალი გზის პატრულირებაც შედის.

ისიც უნდა დავძინოთ, რომ ეს ზონა განსკუთრებულად კონტროლდება აფხაზეთის უსაფრთხოების სამსახურის მიერ. აქ ჩამოსვლის ყველა მსურველმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან უნდა მიიღოს ნებართვა.

ზის პირას ორი მამაკაცი საუბრობს. ვუახლოვდები და საუბარში ვერთვები. თავიანთ პრობლემებზე მსჯელობენ

– სამუშაოს მხრივ როგორ არის თქვენთან საქმე?

-არანაირად. სულ გვპირდებიან, მაგრამ რამდენ ხანს უნდა ველოდოთ? ბოსტანი გვშველის. დათესე, მოკრიფე, გაყიდე. ასე ვცხოვრობთ, ამბობს ერთ-ერთი მათგანი, სახელად ტემური.

– სად ყიდით?

-ან ჩვენს ბაზარზე, ან იქ, – კაცი თავს საქართველოს მხარეს იქნევს.

– გალელები – შრომისმოყვარე ხალიხია, – კომენტარს აკეთებს მისი მეზობელი, ბესიკი, – ჩვენ აქ გვინდა, რომ  უბრალოდ ვიცხოვროთ, ვიმუშაოთ და ჩვენი საქმით დავკავდეთ, და არა – პოლიტიკით. მოქალაქეობის მხრივ დიდი გასაჭირი გვაქვს. ბინადრობის ნებართვების გაცემას დაგვპირდნენ. მაგრამ, მე ხომ უცხოელი მოქალაქე არ ვარ – ჩემი წინაპრები აქ დაიბადნენ, საუკუნეებია აქ ვცხოვრობთ. 

ბიჭუნა

ჩვეულებრივი სოფლის ჩვეულებრივი ეზო გალის რაიონის „ქვედა ზონაში“ – მოვლილი და სუფთა. თხილის ბუჩქები, მანდარინები. დიასახლისს მანანა ჰქვია. სტუმრად გვიწვევს, ეზოში შესვლისთანავე პატარა ბიჭუნა გვეგებება. მას ხელში რუსული დედაენა უკავია, რუსული გრამატიკა პირველკლასელებისთვის.

სურათებს მათვალიერებინებს, მაგრამ შეხედვას ვერ ვასწრებ, რომ უკვე სასკოლო რვეულის მოსატანად გარბის. ძლივს მოვასწარი ბავშვის ხელით დაწერილი სტრიქონის დასწყისის წაკითხვა: „ჩემო საყვარელო დედა…“ – ბიჭი რვეულს კეცავს და ისევ გარბის.

მჯერად ხელში   სათამაშო მილიციის მანქანით  ბრუნდება. ერთ წუთში კი ისევ გარბის, რომ ხაჭოს ნამცხვარი მომიტანოს.

კითხვებზე პასუხს არ მცემს.

– რცხვენია, – ამბობს მანანა, – რუსულად ლაპარაკი უჭირს. ახლა მოსამზადებელ მეცადინეობებზე დადის, სკოლისთვის ემზადება.

– რომელ სკოლაში უნდა წავიდეს?

– ჩვენთან. აქვე ახლოს. აი, იქ, – ქალი სადღაც ღობის გადაღმა იშვერს ხელს.

– მედიცინის მხრივ როგორ გაქვთ საქმე?

– კარგი ექიმი გვყავს, ილონა თარბა. მაგრამ თუ რაიმე ოპერაციაა საჭირო, საქართველოში მივემგზავრებით. აქ ნორმალური სამედიცინო აღჭურვილობა არ არის.

– მართალია, რომ გამშვები პუნქტის დაკეტვის გამო ცხოვრება უფრო გაგიძნელდათ?

– როგორ გითხრათ. სკოლა და საბავშვო ბაღი აქვე გვაქვს, სოფელში, ამიტომ ჩვენ სხვებივით ენგურის ხიდის გავლით არ გვიწევს გაკვეთილებზე ბავშვების ტარება. მაგრამ თუ ზუგდიდში ნათესავებთან სტუმრად გვინდა ჩასვლა – მაშინ გვიჭირს. ხიდამდე მისვლას დრო უნდა, გზის ფულიც უნდა გადაიხადო. ფულის მხრივ ჩვენთან გასაჭირია – მე სახლში ვზივარ ბავშვთან და საოჯახო საქმეებს ვუძღვები. ჩემი ქმარი კი, სადაც მოუწევს, იქ მუშაობს. დროებითი სამსახურის შოვნაც ძალიან რთულია.   

ექიმი

კი,  მოგვიანებით შევთანხმდებით, –  ენერგიული მამაკაცი  თავის თანმხლებ მცირერიცხოვან  დელეგაციას მიმართავს.

ის გარეგნულად კინორეჟისორს ჰგავს;  შავი შარვალი, ჟილეტი, ხელში საქაღალდე. უამრავი რაცია აქვს ჩამოკიდებული, და ერთდროულად ხელქვეითებთან კავშირის დამყარებასაც ასწრებს, ტელეფონის ზარებსაც პასუხობს, და თავის თანაშემეწეს მითითებებსაც აძლევს.

ეს გიორგი შონიაა, ადგილობრივი საავადმყოფოს მთავარი ექიმი.

– მერამდენე წელიწადია, ტუბერკულოზის საწინააღმდეგო დისპანსერის აშენებას გვპირდებიან! – ის დელეგატების მიმართულებით იქნევს თავს.

მის კაბინეტში რაიონის ორი ძველი სურათი ჰკიდია. ერთი თვითნაკეთია, ხელით დაწებებული, მეორე – მეომრების საჩუქარია. თაროებზე სიგელები, ჯილდოები და სერტიფიკატები აწყვია. იქვე დევს სასწრაფო დახმარების მანქანის ორი პატარა მოდელი და გულის ერთი ციცქნა  მაკეტი. კედლის ცენტრში კი წმინდა გიორგის ამოქარგული ხატია გაკრული.

2009 წლიდან გალის რაიონის სასწრაფო დახმარების ყველა პუნქტი უზრუნველყოფილია რადიოკავშირით – ეს მხოლოდ აქ, აფხაზეთში სხვაგან ასეთი რამ არსად არის. ჩვენი საუბრის განმავლობაში ექიმის რაცია, შეიძლება ითქვას, აფეთქდა.

რაციით საუბრებს შორის შესვენებების დროს ექიმი შონია გვიამბობს, რომ ათი წლის წინათ, როდესაც მან მთავარი ექიმის თანამდებობა დაიკავა, საავადმყოფოს დღევანდელი შენობა ცარიელ კოლოფს ჰგავდა, ხოლო ცამეტი ექიმიდან ოთხი ექიმი-ლაბორანტი იყო. დღეს აქ 50 ექიმი მუშაობს.

კვალიფიციური პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა შეგვიძლია. ზოგჯერ დასახმარებლად მეზობელ რაიონებშიც მივემგზავრებით.

– თქვენი პაციენტები საქართველოში ხშირად მიემგზავრებიან სამკურნალოდ?

– მიემგზავრებიან – როდესაც ავადმყოფს სერიოზული მკურნალობა ესაჭიროება. ჩვენ ძირითადად პირველად დახმარებას ვუწევთ. ვამაყობთ ჩვენი სამშობიარო განყოფილებით, ის დღეს იდეალურ მდგომარეობაშია. შემიძლია ასეთი ციფრები მოგიყვანოთ. 2006 წელს განყოფილებაში 50-ზე ნაკლები მშობიარობა ჩატარდა, 2016 წელს კი რეკორდი იყო – 250 მშობიარობა.

– როდესაც რთული შემთხვევაა – როგორ ხდება ავადმყოფების ზუგდიდში გადაყვანა?

– 2011 წელს აფხაზეთის მთავრობა „სასწრაფო დახმარების“ მანქანებს საქართველოს ტერიტორიაზე გადსვლას უკრძალავდა და ჩვენ ასეთი სქემა მოვიფიქრეთ: ვიძახებთ კერძო სამარშრუტო ტაქსის,  ავადმყოფს საკაცეზე  ვაწვენთ და  ვათავსებთ მანქანაში, რომელისაც ჩვენი სასწრაფო დახმარების მანქანის თანხლებით, ის საზღვრამდე მიჰყავს. იმ მხარეს კი ავადმყოფს ქართველ ექიმებს გადასცემენ. ტაქსის მძღოლი უკან ბრუნდება და ჩვენი საკაცეები მოაქვს.

ექიმი შონიას თქმით, 2016 წელს  ადგილობრივ საავადმყოფოს 57 ათასმა ადამიანმა მიმართა.

“საიდუმლო არავისთვისაა, რომ აფხაზები სამკურნალოდ საქართველოში დადიან. რა აიძულებთ მათ და  რა უფრო მნიშვნელოვანია — სიცოცხლე თუ  პრინციპები”. JAMnews, ისტორიები სოხუმიდან 

გალის რაიონში ძალიან ცოტა ინვესტიცია შედის. რაიონის ხელმძღვანელობას ბიზნეს-პროექტების განხორციელებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მხრივ მასშტაბური გეგმები აქვს. მაგრამ ჯერეჯერობით ადგილობრივი ბიუჯეტის ზრდა ძირითადად უფრო ხარისხიანი ადმინისტრირების ხარჯზე ხდება.

გარკვეული ზარდა მაინც არის: 2014 წელს გალის რაიონის საკუთარი ბიუჯეტი 28 მილიონ რუბლს შეადგენდა ( დაახლოებით $493,000).  2016 წელს – (დაახლოებით $933,000). ამის შესახებ მალე JAMnews გიამბობთ.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს. 

ასევე წაიკითხეთ