დაკავებული - გოგონას მამის ყოფილი თანაკლასელია. მკვლელობის სავარაუდო მიზეზი ჯერჯერობით უცნობია" />

დაკავებულია 10 წლის გოგონას გახმაურებულ მკვლელობაში ეჭვმიტანილი

დაკავებული - გოგონას მამის ყოფილი თანაკლასელია. მკვლელობის სავარაუდო მიზეზი ჯერჯერობით უცნობია

10 იანვარი

10 წლის ნარმინ გულიევას სატიკ მკვლელობაში ეჭვის საფუძველზე, დაკავებულია მისი მამის ყოფილი თანაკლასელი.  მან თავის ბრალი აღიარა, მაგრამ მკვლელობის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ნარმინ გულიევა ნოემბრის ბოლოს გაუჩინარდა, 6 იანვარს კი სახლის მახლობლად მისი დამწვარი გვამი აღმოაჩინეს.

ამ მკვლელობას საზოგადოებაში დიდ გამოხმაურება მოჰყვა. სოციალური ქსელების ბევრი მომხმარებელი მკვლელის, რაც შიძლება, სწრაფად პოვნას და მისი მთელი სისასტიკით დასჯას მოითხოვდა. ალაპარაკდნენ იმის თაობაზეც კი, რომ ასეთ შემთხვევებში, სისხლის სამართლის კოდექსში სიკვდილით დასჯაც კი უნდა აღდგეს (რომელიც აზერბაიჯანში არ არის). საქმე პრეზიდენტ ილჰამ ალიევის პირად კონტროლზეა.

 დაკავებული – 48 წლის ილკინ სულეიმანოვია. მის სახლში პოლიციამ  სისხლის მსგავს ლაქებს მიაგნო. ნიმუშები ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.

იანვარი 

სოციალური ქსელების მომხმარებლებმა დაიწყეს კამპანია მოთხოვნით, რომ მოიძებნოს და მკაცრად დაისაჯოს 10 წლის ნარმინ გულიევას მკვლელი. ზოგიერთი მის სიკვდილით დასჯასაც კი მოითხოვს, თუმცა აზერბაიჯანში ეს სასჯელი აღარ გამოიყენება.

გოგონა ნოემბრის ბოლოს დაიკარგა, და, როგორც გაირკვა, ის მოკლეს და დაწვეს. მკვლელი ჯერ არ უპოვნიათ.

მკვლელობამ აზერბაიჯანში ბავშვთა უფლებებისა დ მათ მიმართ სისასტიკის შესახებ ახალი დისკუსიის ტალღა წარმოშვა; ასევე – იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია განსაკუთრებულ შემთხვევებში სასიკვდილო განაჩენი. 

როგორ „ივიწყებენ“ აზერბაიჯანში ხმაურიან დანაშაულებს

ფემიციდი საქართველოში: გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა

სექსუალური ძალადობა სომხეთში. მათი ისტორიები, ვინც ტაბუ გადალახა, და ამის შესახებ ალაპარაკდა

თვნახევრიანი ძებნა და გვამის აღმოჩენა

ნარმინ გულიევა აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ტოვუზის რაიონის სოფელ დონდარ გუშჩუში ცხოვრობდა.

21 ნოემბერს ნარმინი გაქრა. გოგონას მამის თქმით, ის თავის ბიძასთან წავიდა და აღარ დაბრუნებულა. მშობლებმა პოლიციას მიმართეს, მაგრამ ძებნას არავითარი შედეგი არ მოჰყოლია. ხოლო 6 იანვარს სახლის მახლობლად მისი დამწვარი გვამი აღმოაჩინეს.

ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ ზუსტად სად და როგორ მოკლეს გოგონა, სად მალავდნენ მას მთელი ამ თვენახევრის განმავლობაში, და რატომ ვერ შეძლო პოლიციამ მისი პოვნა, არადა, თითქოს მთელი სოფელი და შემოგარენი დაათვალიერეს.

ადამიანები წამებას და სასჯელს მოითხოვენ

ამ შემთხვევას მედიასა და საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

სოფელ დონდარ გუშჩუში ტოვუზის რაიონის დეპუტატი განირა ფაშაევა და ომბუდსმენი საბინა ალიევა ჩავიდნენ. ალიევამ გენერალურ პროკურორს მიმართა თხოვნით, რათა დამნაშავის მოსაძებნად და დასაკავებლად ყველა ღონე ეხმარათ. 

ოჯახის, ბავშვთა და ქალთა პრობლემების სახელმწიფო კომიტეტმა განაცხადა:

 „მომხდარი კიდევ ერთხელ მიუთითებს მცირეწლოვანი ბავშვების მშობლების  პასუხისმგებლობაზე, ბავშვების, მათი ქცევის გაკონტროლებისა და მათდამი ყურადღებიანი და გულისხმიერი დამოკიდებულების მნიშვნელობაზე“.

სოციალური ქსელებში ადამიანებმა ამგვარი ჰეშთებითе #QatiliTapın (#НайдитеУбийцу), #UşaqlarÖlməsin (#ПустьДетиНеУмирают), #NərminÜçünSusma (#НеМолчиРадиНармин) კამპანია დაიწყეს.

ზოგიერთი ფიქრობს, რომ ეს საქმე პედოფილის ნახელავია, სხვებს ეჭვი გოგონას ნათესავებზე აქვთ.

ამავდროულად ბევრს მიაჩნია, რომ მკვლელი სიკვდილით უნდა დაისაჯოს, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსით სიკვდილით დასჯა გათვალისწინებული არ არის.

ზოგიერთი კომენტარი:

 „სიკვდილით დასჯა უნდა აღდგეს. ასეთები უნდა დახვრიტონ, თორემ 20 წელიწადს მოიხდის და გამოვა“;

 „სახალხოდ უნდა ჩამოახრჩონ!“;

 „ასეთები სიკვდილით კი არ უნდა დასაჯონ, არამედ ყოველდღიურად უნდა აწამონ“. 


ასევე წაიკითხეთ