საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა, უკვე ათი თვეა, არ შეიძლება, მაგრამ აკრძალვა არ მუშაობს " />

აზერბაიჯანში სიგარეტის მოწევისთვის დაწესებული ჯარიმა გაიზარდა

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა, უკვე ათი თვეა, არ შეიძლება, მაგრამ აკრძალვა არ მუშაობს

ახლა, გარდა სხვა საზოგადოებრივი ადგილებისა (ტრანსპორტი, კაფე, რესტორნები, სკოლები, ინსტიტუტები), მოწევა აკრძალულია ტაქსიშიც.

აზერბაიჯანის პარლამენტმა ადმინისტრაციულ კოდექსში შესწორებები შეიტანა იმ გადაცდომებთან დაკავშირებით, რომლებიც შეუსაბამო ადგილებში მოწევას ეხებოდა.

ყველა კატეგორიის დარღვევისთვის ჯარიმის ოდენობამ 20 პროცენტით მოიმატა.

მწეველობისთვის ჯარიმა – 50 მანათია (დაახლოებით 30 დოლარი). ის, ვინც „მწეველებისთვის პირობებს ქმნის, 10-ჯერ უფრო მეტ ჯარიმას გადაიხდის, ვიდრე თავად მწეველები – 500 მანათს (დაახლოებით 300 დოლარს) – თუკი ის თანამდებობის პირია – 1200 მანათი (დაახლოებით 700 დოლარი) – იურიდიული პირებისთვის.

აზერბაიჯანში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევის აკრძალვა ძალაში 2018 წლის იანვრიდან შევიდა, და ბოლომდე ჯერაც არ ამოქმედებულა – ზოგიერთ კაფესა და რესტორანში მიმსვლელები მოწევას ისევ აგრძელებდნენ.

ვინ უნდა ადევნოს ამ ყველაფერს თვალ-ყური და ჯარიმები ვინ უნდა შეკრიბოს, გაუგებარია. ანუ, კაფეების, ბარებისა და რესტორნების მფლობელები ამბობენ, რომ წარმოდგენა არ აქვთ, თუ ვინ აგებს ამ აკრძალვის დაცვაზე პასუხს.

„მთელი ამ წლის განმავლობაში შესამოწმებლად არავინ მოსულა, – ჰყვება დედაქალაქის ერთ-ერთი პაბის მფლობელი, – ჩემი აზრით, მთავრობას საერთოდ არ აქვს ჯერ გადაწყვეტილი, თუ ამით ვინ უნდა დაკავდეს, და მექნიზმი ჯერ არ შეუმუშავებიათ“.

„წესით, ადმინისტრაციული გადაცდომებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტრო აჯარიმებს… მაგრამ ზუსტად არ ვიცი, პრესაში ამის შესახებ არ დაუწერიათ“, – ამბობს სხვა ფაბის პატრონი.

ამის შესახებ პრესა მართლაც დუმს.

JAMnews -ის ვიდეო მოწევის აკრძალვის შესახებ 

სოციალური ქსელებისა და ინტერნეტ-ფორუმების მომხმარებლებს არ სჯერათ, რომ ეს შესწორებები რაიმეს შეასწორებს.

„და აზრი? მაინც ეწევიან: მძღოლებიც, კაფეებშიც… რამდენჯერ შეიძლება „მიიღონ“ ეს კანონი?“.

„როდესაც ერთი წლის წინათ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევის აკრძალვის პირველი კანონი გაჩნდა, ის ავტობუსის მძღოლებსაც მოიცავდა. და რა? ავტობუსით ვმგზავრობ, მძღოლმა გაჩერებაზე ჯიხურში ცალობით სიგარეტი იყიდა  და სანთებელით პირდაპირ ჯიხურშივე მოუკიდა, შემდეგ ავტობუსში ჩაჯდა და გზა გააგრძელა. იმედია, ეს მორიგი კანონი ოდესმე ამოქმედდება“.

„ავტობუსის მძღოლები – განსაკუთრებული კასტაა, რომლებზეც კანონები არ ვრცელდება: ეწეოდნენ, ეწევიან, და ისევ მოწევენ… ზოგჯერ მეტროს მემანქანეებიც კი ეწევიან, შემჩნეული მაქვს“.


ასევე წაიკითხეთ