და მას მხრებში გამართულებმა, „სწორდის“ დგომით უნდა უსმინონ " />

აზერბაიჯანის ჰიმნის უცხოურ ენებზე შესრულება აიკრძალა

და მას მხრებში გამართულებმა, „სწორდის“ დგომით უნდა უსმინონ

ამიერიდან აზერბაიჯანის სახელმწიფო ჰიმნის სხვა ენებზე შესრულება საკანონმდებლო დონეზეა აკრძალული. ასეა ნათქვამი ახალ კანონში – „აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ჰიმნის გამოყენების შესახებ“, რომელიც პარლამენტმა 19 თებერვალს მიიღო.

• ნარკომანია და საზოგადოება აზერბაიჯანში — განსჯა თუ დახმარება?

• რომელ რესტორნებში არ დადიან ქალები აზერბაიჯანში და რატომ?

ახალ კანონში ასევე აღწერილია, თუ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი ოფიციალურ ღონისძიებებზე ჰიმნის შესრულებისას. კერძოდ კი: საჭიროა ჰიმნის მღერა ან მისი მოსმენა მხრებში გამართულ მდგომარეობაში, „სწორდი“-ს დგომით. ეს წესი – როგორც ქვეყნის მოქალაქეებზე, ისე უცხოელებზეც ვრცელდება.

გასული წლის ნოემბერში დეპუტატმა ტაირ ქერიმლიმ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ჰიმნი ძალიან გრძელი და ძალიან სევდიანია (ანუ დაწერილია მინორში). ამას მწვავე მსჯელობა მოჰყვა, თუმცა ჰიმნი თავიდან არ დაუწერიათ.

გარდა ამისა, პარლამენტმა სახელმწიფო გერბით სარგებლობის წესებიც განსაზღვრა. კერძოდ, არ შეიძლება გერბის ისეთ ზედაპირზე დატანა, რომელზეც სხდებიან ან აბიჯებენ.

ამ წესების დამrღრვევებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, სახელმწიფო გერბის შეურაცხყოფისთვის კი – სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ